USAID და Maersk-ი შუა დერეფნის განვითარებისთვის ითანამშრომლებენ
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა და Maersk-ი ითანშრომლებენ შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდის და ტრანსკასპიურ დერეფანში საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაფართოების მიზნით.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის (RS), სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტისა და სარკინიგზო სააგენტოების, USAID-ის, მსოფლიო ბანკის, ბიზნესის და ასოციაციების წევრები.
„USAID-ის ეს პარტნიორობა MAERSK-თან ხელს შეუწყობს შუა დერეფანის გაძლიერებას, გაზრდის ეკონომიკურ კეთილდღეობას და დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში. ჩვენი მხარდაჭერა შუა დერეფნისადმი ნაწილია USAID-სა და საქართველოს შორის უფრო ფართო პარტნიორობისა ქვეყნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა.
„MAERSK GEORGIA ხელს შეუწყობს საქართველოში სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორისა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს განვითარებას შუა დერეფანში კონტეინერიზაციის დონის გაზრდით, რაც დადებითად აისახება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას შორის“, - განაცხადა MAERSK-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ირაკლი დანელიამ.
ღონისძიების ფარგლებში გაკეთდა პრეზენტაციები USAID-ის და MAERSK-ის საქმიანობისა და გეგმების შესახებ შუა დერეფნის მხარდაჭერის მიმართულებით. გაიმართა პანელური დისკუსია ტრანსკასპიის დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის კონტეინერიზაციის შესახებ. ღონისძიების ბოლოს, MAERSK-სადა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს წერილს თანამშრომლობის შესახებ.
თანამშრომლობის წერილის თანახმად, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა და შპს „MAERSK GEORGIA” ითანამშრომლებენ საქართველოში ტრანსპორტისა და ლოგისტიკური სექტორის განვითარებისთვის და მხარს დაუჭერენ ტრანსკასპიის დერეფანს საჯარო და კერძო დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებისა და სხვა ერთობლივი ღონისძიებების საშუალებით.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826