მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

უცხოურ ვალუტაში სესხის აღების ზღვარის გაზრდა სავალუტო რისკებისგან დაიცავს როგორც მოხმარებელს, ასევე ფინანსურ სექტორს - დავით უტიაშვილი

news image
mbc image

რეგიონში და ზოგადად, გლობალურად გაზრდილი გამოწვევების, ასევე საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, მომხმარებელთა მხრიდან დოლარში სესხის აღება ჭარბის რისკის შემცველია, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უცხოურ ვალუტაში სესხის აღების ლიმიტი დაგვეწესებინა, - ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარის 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაზრდის შესახებ კომენტირებისას განაცხადა. ცვლილება ძალაში 2026 წლის 1 ივლისიდან შევა.

დავით უტიაშვილის თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჰეჯირებული სესხების მექანიზმს, რათა მომხმარებლებისთვის სავალუტო რისკები შემცირდეს.

„ბანკს შეუძლია გასცეს უცხოურ ვალუტაში სესხი, თუ მსესხებელს შემოსავალი უცხოურ ვალუტაში უფიქსირდება. სხვა შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია გასცეს ლარის სესხი, რომ პირველ რიგში, დაცული იყოს მსესხებელი და მერე, თავად ფინანსური სექტორი, რადგან ყოველი გადაუხდელი სესხი ფინანსური სექტორისთვის დამატებითი ტვირთია“, - აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

მისივე თქმით, თუ მოქალაქეს შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვს, მას შეუძლია სესხის უცხოურ ვალუტაში აღება, თუმცა თუ შემოსავალი ლარში უფიქსირდება და დასაქმებულია საქართველოში, ამ შემთხვევაში თუ სესხის თანხა 1 მილიონ ლარზე ნაკლებია, ბანკს ექნება შეზღუდვა, რომ არ გასცეს უცხოური ვალუტის სესხი, რადგან მსესხებელი იქნება დაუცველი.

„ჩვენ ეს ლიმიტი პირველად 2017 წელს შემოვიღეთ 100 000 ლარის ოდენობით, თუმცა დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად იზრდებოდა ხოლმე. დღეის მდგომარეობით ლიმიტი 750 000 ლარის ოდენობის სესხზე ვრცელდება, თუმცა 1-ელი ივლისიდან უკვე 1 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხები იმავე პირობით უნდა გაიცეს, რაც გულისხმობს, რომ მსესხებელს შემოსავალი უნდა ჰქონდეს იმავე ვალუტაში, რა ვალუტაშიც სესხი გაიცემა“, - აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკების მინიმიზაციის მიზნით, სებ-მა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება მიზანშეწონილად მიიჩნია - თამთა სოფრომაძე

09.09.2026.14:53

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველს, ერთის მხრივ, წარმოადგენს მიმდინარე ინფლაციის ტენდენციები, რაზეც საკმაოდ დიდი ზეგავლენა აქვს საგარეო ფაქტორებს. მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მსოფლიო ეკონომიკა რიგი გამოწვევების წინაშე დგას და, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგორესურსების ფასების საკმაოდ მკვეთრი ზრდა არის", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამთა სოფრომაძემ.

მისი შეფასებით, საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესები საქართველოს ეკონომიკასაც გადმოეცემა და აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის მიზნობრივი 3 პროცენტიანი მაჩვენებლიდან გადახრას, ძირითადად, მიწოდების მხრიდან მოქმედი შოკები, მათ შორის ენერგორესურსების ფასების ზრდა განაპირობებს.

„მნიშვნელოვანია ის, რომ მიწოდების შოკმა არ გაზარდოს ინფლაციური მოლოდინები. ამ მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი - საბაზო ინფლაცია - აგვისტოს მდგომარეობით 3.6% იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს გავლენა ჯერ კიდევ ზომიერი რჩება", - აღნიშნა თამთა სოფრომაძემ.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ინფლაციის მიმდინარე დინამიკა ცენტრალური პროგნოზის შესაბამისია. არსებული სცენარის მიხედვით, 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 5.2 პროცენტის ფარგლებში იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია ეტაპობრივად დაუბრუნდება 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელს.

ამასთან, ეკონომიკური აქტივობა კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.0 პროცენტი, ხოლო წლის პირველ შვიდ თვეში საშუალოდ 7.9 პროცენტი შეადგინა.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, რომლის მიზანიც არის, რომ მას შემდეგ, რაც საგარეო ფაქტორების გავლენა ამოიწურება, ინფლაცია სწრაფად დაუბრუნდეს 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს", - აღნიშნა თამთა სოფრომაძემ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარეგულირებელი აქტიურად გააგრძელებს მიმდინარე მოვლენებისა და მათი ადგილობრივ ეკონომიკაზე გადმოცემის ინტენსივობის მონიტორინგს. გახანგრძლივებული მიწოდების შოკის შედეგად ინფლაციურ მოლოდინებზე ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზომიერი ზრდა შესაძლოა გაგრძელდეს, ხოლო ინფლაციური შოკის ამოწურვის შემდეგ სებ-ი ეტაპობრივად დაიწყებს პოლიტიკის ნორმალიზებას.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8.25 პროცენტზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 9 სექტემბრის სხდომაზე მიიღო.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 21 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა