მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმულია ჩინეთის ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო განიხილონ, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

„მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ძალიან  მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ, რომელიც  ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის ეკონომიკური ნაწილი, რადგან ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებით“, - განაცხადა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის კომენტირებისას. როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე პოტენციური მიმართულება სწორედ ტურისტული სექტორია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს. ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი, ალბათ ყველასთვის სასურველი ტურისტული ბაზარია - ყოველწლიურად ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯები დაახლოებით 300 მლრდ დოლარამდეა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი საქართველოზეც მოდიოდეს. დღეს ის მინიმალურია, ფაქტობრივად, არ გვაქვს, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, იმედი გვაქვს, რომ მნიშვნელოვანი ნაკადები გვქონდეს და ერთ-ერთი ახალი ტურისტული ბაზრის სათანადოდ ათვისება შევძლოთ“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გაკეთდა იმის დეტალური ანალიზი, თუ როგორ შეიძლება მომხდარიყო ამ ტურისტული პოტენციალის უკეთესად გამოყენება - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი ამ გზაზე სწორედ სავიზო რეჟიმი იყო.

როგორც ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, გათვალისწინებულ იქნა რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითი, რომელთაც წარმატებით  შეძლეს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდა სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებში.  რაც შეეხება უვიზო რეჟიმის დეტალებს, ლევან დავითაშვილის განმარტებით, ის უკვე დღეიდან შედის ძალაში, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. ერთი შემოსვლისთვის ვადა 30-დღიანია, რაც ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ტურიზმისთვის აბსოლუტურად მისაღები ვადაა.

„უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმულია ჩინეთის ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო განიხილონ, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი. მთავრობის სხდომის დღევანდელი გადაწყვეტილება ამ თანმიმდევრული გეგმის ნაწილია და იმედი გავქვს, რომ უახლოეს ხანებში უკვე ხელშესახები შედეგები გვექნება. ამასთან, მიმდინარეობს ჩინეთთან უფრო მეტი პირდაპირი ავიარეისების საკითხზე მუშაობა. თუმცა, მეტი ფრენები ვერ შედგება, თუ არ იქნება საქართველოს მეტი ცნობადობა და დაინტერესება ჩვენი ქვეყნით. ამაზე გვქონდა საუბარი ჩინელ კოლეგებთან და პარტნიორებთან, რომ საჭიროა შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, დაფინანსება და  განხორციელება იმისთვის, რომ ტურისტული დანიშნულების ქვეყანა - საქართველო ჩინეთში უფრო პოპულარული გახდეს“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამ კუთხით აქტიურად იმუშავებს. ასევე იგეგმება მუშაობა ჩინელ პარტნიორებთან ერთად, რათა ეს იყოს მიზნობრივი და უფრო შედეგზე ორიენტირებული კამპანიები და არა ზოგადად ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, რათა მოხდეს მიზნობრივი ჯგუფების მობილიზება და საქართველოთი დაინტერესება

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა