უზბეკეთი 2027 წელს ფოთში ლოგისტიკურ ცენტრს გახსნის
უზბეკეთი 2027 წელს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ფოთის პორტში 500 000 ტონა სიმძლავრის ლოგისტიკური ცენტრის ექსპლუატაციაში გაშვებას გეგმავს, ამის შესახებ უზბეკეთის პრეზიდენტის, ადმინისტრაციაში განაცხადეს. ასევე აღინიშნა, რომ უზბეკეთი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პრაქტიკულ განხორციელებას დაიწყებს.
ფოთის ცენტრისა და ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ განცხადება გაკეთდა უზბეკეთში, ალათში, თერმეზში, იანგიულში, ახანგარანში და ხანაბადში მსხვილი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბების შექმნის გეგმებთან ერთად.
ეს განცხადება ფოთში უზბეკეთის უკვე განხორციელებულ ინვესტიციას ეფუძნება. ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 2024 წლის სექტემბრიდან 18.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მულტიფუნქციური ლოგისტიკური ტერმინალის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ეტაპობრივად ხორციელდება და მოიცავს ცივი შენახვის ინფრასტრუქტურას, ზოგადი ტვირთების სასაწყობე სივრცეებს, ასევე ნაყარი და საკონტეინერო ტვირთების დამუშავების შესაძლებლობებს.
ეს ვალდებულება მირზიოევის მიერ ივლისში საქართველოში განხორციელებულ სახელმწიფო ვიზიტს მოჰყვა. ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას და შეთანხმდნენ დაახლოებით 70 სავაჭრო და საინვესტიციო პროექტზე, რომელთა საერთო ღირებულება თითქმის 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველოს ხელისუფლებამ, თავის მხრივ, დეკემბერში გამოაცხადა პორტებში, ტრანსპორტში, ლოგისტიკასა და ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირების გეგმები. უზბეკი ოფიციალური პირები საქართველოს განიხილავენ, როგორც ცენტრალური აზიის ევროპის ბაზრებთან დამაკავშირებელ მნიშვნელოვან სატრანსპორტო ჰაბს შუა დერეფნის გავლით.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826