მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.3
-0.006
flag
AZN 1.5541
-0.0005
flag
CNY 38.934
0.0027
flag
EUR 3.0237
0.0093
flag
GBP 3.528
0.0059
flag
KZT 55.82
0.0011
flag
TRY 0.0564
-0.0002
flag
USD 2.6415
-0.0009
news banner

უზბეკეთის დელეგაციასთან შეხვედრებისას აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობაზე - არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უზბეკეთისთვისაც, რადგან მას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში | მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა შედგა უზბეკეთის დელეგაციის წევრ მინისტრებთან. მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

„შეხვედრების ფარგლებში ჩვენ აქტიურად ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე. საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა, მათ შორის, უზბეკეთის მხრიდან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარე მშენებლობა - არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, მათ შორის, უზბეკეთისთვისაც, რადგან მას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, უზბეკეთის დელეგაციის წევრებთან შეხვედრებისას ასევე აღინიშნა საქართველოს მთავრობის გეგმის მნიშვნელობა, რომელიც გულისხმობს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას, რაც გააუმჯობესებს და გაზრდის ტვირთნაკადის გამტარუნარიანობას.

„ჩვენ ასევე ბევრი ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გავზარდოთ კიდევ უფრო მეტად ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის, რაც დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს, ზოგადად, ბაზრების დივერსიფიკაციას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ასევე გვექნება შესაძლებლობა, განხილული საკითხებიდან გამომდინარე, უზბეკეთის დელეგაციის წევრებს ადგილზე დავათვალიერებინოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდინარე მშენებლობა, ისევე, როგორც ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და სხვა საპორტო ინფრასტრუქტურა" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მხარეებმა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთონ ის შესაძლებლობები და მათ შორის, ის სამოქმედო გეგმა, რომელიც ააჩქარებს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image დღეიდან საქართველოს რკინიგზის ობიექტებს დაცვის პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ

03.07.2026.18:59

დღეიდან საქართველოს რკინიგზის ობიექტებს დაცვის პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 818 თანამშრომელი, ქვეყნის მასშტაბით 76 ლოკაციაზე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სარკინიგზო ხიდებსა და გვირაბებს, დეპოებს, სარკინიგზო სადგურებსა და სხვა ობიექტებს 24 საათიან რეჟიმში დაიცავს.

2026 წლის 3 ივლისიდან, დაცვის პოლიცია სამგზავრო მატარებლებში მგზავრთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა