უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი ანაკლიის ღმარწყლოვან პორტსა და ფოთის პორტზე | დავათვალიერეთ ობიექტები და აღფრთოვანებული ვართ ინფრასტრუქტურით, ასევე იმ სამუშაოებით, რომელიც მიმდინარეობს გლობალურ ლოჯისტიკაში საქართველოს სტრატეგიული როლის გასაფართოებლად და გასაძლიერებლად
ჩვენ დავათვალიერეთ ობიექტები და აღფრთოვანებული ვართ ინფრასტრუქტურით, ასევე იმ სამუშაოებით, რომელიც მიმდინარეობს გლობალურ ლოჯისტიკაში საქართველოს სტრატეგიული როლის გასაფართოებლად და გასაძლიერებლად, - განაცხადა „ქრონიკასთან“ უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა, ლაზიზ კუდრატოვმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოებისა და ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ.
კუდრატოვის თქმით, ვიზიტისას საქართველოს ერთ-ერთ პორტში უზბეკეთის ლოჯისტიკური და წარმოების ჰაბის მოსაწყობად რამდენიმე ვარიანტი განიხილეს.
„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და პორტების ოპერატორებთან, რათა შევიმუშაოთ კონკრეტული და მყარი გეგმა. ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი ეკონომიკური ეკონომიკური პარტნიორობის გაფართოებისთვის“, - განაცხადა უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა, ლაზიზ კუდრატოვმა.
სხვა სიახლეები
შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც საქართველომ და უზბეკეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ იმისთვის, რომ ხელშესახებად გაიზარდოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - მარიამ ქვრივიშვილი
04.07.2026.13:51