მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7195.6
0.0057
flag
AZN 1.5566
-0.0006
flag
CNY 38.915
-0.0011
flag
EUR 3.0177
0.0144
flag
GBP 3.498
0.0127
flag
KZT 54.55
-0.0001
flag
TRY 0.0568
-0.0001
flag
USD 2.6462
-0.0006
news banner

უზბეკეთის ცენტრალური ბანკის შესაძლებლობები თარგეთირების რეჟიმის სრული იმპლემენტაციისთვის, უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების ფონზე, საგრძნობლად გაუმჯობესებულია - TBC Capital

news image
mbc image

TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,საინვესტიციო შესაძლებლობა უზბეკეთში - მაკრო მიმოხილვა”  აქვეყნებს.

"დაახლოებით 50 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც თიბისი კაპიტალმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების საწყის დღეებში გამოაქვეყნა პუბლიკაცია სახელწოდებით „უზბეკური სუმი - უსაფრთხო აქტივი?“ როგორც გასულ ორ თვეში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, მართლაც, სუმი პარტნიორი ქვეყნების ვალუტების აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, აშშ დოლართან მიმართებით, ფაქტობრივად, არ გაუფასურებულა და, დღევანდელი მდგომარეობით, ესკალაციამდე ნიშნულს, დაახლოებით, 1.5%-ითაც აღემატება. 

რით არის განპირობებული სუმის სტაბილურობა? რასაკვირველია, აღსანიშნავია უზბეკეთის ეკონომიკის მდგრადობა, რაც საექსპორტო ბაზის დივერსიფიცირებიდან გამომდინარეობს - ერთი მხრივ, კონტრციკლური ოქრო, ხოლო, მეორე მხრივ, შედარებით პროციკლური სასაქონლო პროდუქტები. თუმცა, ოქროს ფასები წლის დასაწყისში დაფიქსირებულ რეკორდულად მაღალ ნიშნულთან შედარებით შემცირებულია, თავად აშშ დოლარი კი, განსაკუთრებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებამდე, მსოფლიო ბაზრებზე მნიშვნელოვნად გამყარდა. ამდენად, მართალია, საგარეო ფაქტორები, როგორც ყველა ღია ეკონომიკის შემთხვევაში, გარკვეულ როლს ასრულებს, თუმცა სუმის როგორც ამჟამინდელი, ასევე სამომავლო დინამიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის დანერგვასა და ცენტრალური ბანკის სანდოობის ზრდას უკავშირდება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უზბეკეთის ცენტრალური ბანკის შესაძლებლობები თარგეთირების რეჟიმის სრული იმპლემენტაციისთვის, უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების ფონზე, საგრძნობლად გაუმჯობესებულია. აღნიშნულ შეფასებას იზიარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც მომდევნო წლის ბოლოსთვის ინფლაციის 5%-იან მიზნობრივ მაჩვენებლამდე შენელებას პროგნოზირებს, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მიუხედავად. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ უზბეკეთში დიზინფლაცია გაცვლითი კურსის სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და - პირიქით. სწორედ ამ თეზისს ეყრდნობოდა ჩვენი პროგნოზი სუმის მოსალოდნელი გამყარების თაობაზე ჯერ კიდევ 2024 წელს, რაც მაშინ საბაზრო კონსენსუსს არ წარმოადგენდა. შესაბამისად, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოების პროგნოზი გაცვლითი კურსის სტაბილურობასაც მოიაზრებს ", - აღნიშნულია TBC Capital-ის პუბლიკაციაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სტარტაპ-ეკოსისტემასთან ერთად სისტემატურად ვმონაწილეობთ წამყვან საერთაშორისო კონფერენციებსა და გამოფენებში - ავთანდილ კასრაძე

26.06.2026.14:40

GITA-ს მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე წლიდან ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი ოპერირებს, რომელთა მთავარი მიზანი ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზრებზე გასვლაა. GITA-ს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის ემ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ქსელისა და წამყვან ტექნოლოგიურ გამოფენებში მონაწილეობის პარალელურად, წელს სააგენტო სტარტაპებისთვის ახალ მიმართულებას - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარსაც ხსნის და ამ მიზნით სინგაპურში აქტიურობას გეგმავს.

„ასეთ გიგანტებთან მუშაობა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია იმისთვის, რომ ჩვენი სტარტაპები გლობალური ქსელის ნაწილად იქცნენ. გარდა ამისა, წლევანდელი წლიდან საქართველოში უკვე გვყავს ოთხი საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორი. მათი პროექტების დიზაინი იმგვარად არის შემუშავებული, რომ ხელი შეუწყოს ჩვენი სტარტაპების ინტერნაციონალიზაციასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას.

ამ ოთხივე აქსელერატორს უამრავი პარტნიორული ქსელი აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ წინასწარ სწორად განვსაზღვრეთ სტრატეგია, ვინაიდან ზოგიერთი სტარტაპის სამიზნე მიმართულება შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები იყოს, სხვებისთვის კი - ცენტრალური აზია, ევროპული, აზიური თუ აფრიკული ბაზრები. ამ აქსელერატორებთან ერთად ჩვენ დაბალანსებულად შევძელით და ეს გლობალური ნეთვორქი საქართველოში უკვე შემოვიტანეთ.

გარდა ამისა, ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემასთან ერთად სისტემატურად ვმონაწილეობთ წამყვან საერთაშორისო ინოვაციურ კონფერენციებსა და გამოფენებში. მათ შორისაა Web Summit-ი პორტუგალიაში, CES-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და დუბაის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური გამოფენა. წელს ამ სიას უკვე სინგაპურსაც ვამატებთ, რათა სტარტაპებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი გაფართოების შესაძლებლობა მივცეთ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში უზრუნველყოფს იმას, რომ კომპანიებს მინიმალური დანახარჯები ჰქონდეთ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, ბაზარზე ტესტირების გასავლელად და შემდგომში ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემაში დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად“, - განაცხადა კასრაძემ. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა