უზბეკეთში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბანკები საბანკო სექტორის აქტივების დაახლოებით ორ მესამედს ფლობენ, თუმცა დეპოზიტების მხოლოდ ნახევარს აკონტროლებენ - Galt & Taggart
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,უზბეკეთის ეკონომიკა - კვლავ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების გზაზე” აქვეყნებს.
,,უზბეკეთის ეკონომიკური ზრდა ასახავს იმ პოტენციალის რეალიზებას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო კონტროლი ზღუდავდა. 2017 წელს გაცვლითი კურსის ლიბერალიზაციისა და უცხოურ ვალუტაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, რეალური მშპ საშუალოდ წლიურად 6.6%-ით იზრდებოდა და მდგრადობა შეინარჩუნა როგორც 2014-2016 წლების სასაქონლო ბაზრების ვარდნის, ისე 2020 წლის პანდემიის პერიოდში. 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7.7%-ს მიაღწია, ხოლო 2026 წელს 7.5%-იან ზრდას ველოდებით. ეკონომიკური ზრდის მოდელი თანდათან კაპიტალზე დაფუძნებული ზრდიდან ეფექტიანობაზე დაფუძნებულ ზრდაზე გადადის. 2025 წელს პროდუქტიულობამ ეკონომიკურ ზრდას 1.2 პროცენტული პუნქტი შემატა, რაც 2017 წლის შემდეგ პირველი პოზიტიური წვლილია. 2010 წლიდან მოყოლებული, დამამუშავებელი მრეწველობის წილი ეკონომიკაში გაორმაგდა და 20.8%-ს მიაღწია, რის შედეგადაც იგი ქვეყნის უმსხვილეს ეკონომიკურ სექტორად ჩამოყალიბდა. ამასთან, ოქროს გამოკლებით, ექსპორტის კონცენტრაცია 2017 წლის შემდეგ ნახევარზე მეტად შემცირდა, რაც ექსპორტის უფრო ფართო დივერსიფიკაციაზე მიუთითებს.
ეკონომიკური პროგრესი უშუალოდ აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზეც - რეალური ხელფასები 2017 წლიდან 82%-ით გაიზარდა, ხოლო დღეში 3 აშშ დოლარის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის წილი 2.3%-მდე შემცირდა.
ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნებისთვის უჩვეულოდ, უზბეკეთის ეკონომიკა მაღალი დივერსიფიკაციით გამოირჩევა. ქვეყნის საექსპორტო კალათა ბუნებრივად არის დაზღვეული ოქროს ექსპორტის მეშვეობით, ეროვნული ვალუტის კურსის დინამიკა პროგნოზირებადია, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ის 31.9%-ს შეადგენს, რაც კანონით განსაზღვრულ 60%-იან ზღვარზე მნიშვნელოვნად დაბალია.
კაპიტალის ბაზარი ჯერ კიდევ პრივატიზაციის საწყის ეტაპზე მყოფ ინსტრუმენტს წარმოადგენს, თუმცა საცალო ინვესტორების აქტივობა სწრაფად იზრდება - 2017 წლის 2,572 გარიგებიდან 2024 წელს თითქმის 447,000 გარიგებამდე. ამასთან, 2023 წლის IPO-ებმა აჩვენა, რომ ბაზარს სახელმწიფოს მიერ მნიშვნელოვანი აქტივების გაყიდვის ათვისების შესაძლებლობა აქვს”, - წერს Galt & Taggart-ი.
სხვა სიახლეები

04.08.2026.15:00