მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

უზბეკეთში წარმოებული სასუქების ევროპაში გატანა შესაძლოა, საქართველოს გავლით განხორციელდეს

news image
mbc image

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს პორტები, საზღვაო ინფრასტრუქტურა და ამ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. 

დელეგაციას ბათუმსა და ფოთში ლევან დავითაშვილთან ერთად აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა უმასპინძლეს. მათ უზბეკ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს ფოთის საზღვაო პორტი და აკვატორია სანაპირო დაცვის გემით, ასევე გაეცნენ ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურას და მუშაობას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს.  

„ჩვენ ერთად მოვინახულეთ საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები. ვეწვიეთ როგორც ბათუმის, ისე ფოთის პორტს და გვქონდა ვიზიტი ანაკლიის პორტში, რომელიც სახელმწიფოს მიერ განხორციელდება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შუა აზიის რესპუბლიკებთან ერთად გვექნება თანამშრომლობის შესაძლებლობები - საუბარია ახალ, სტრატეგიულ თანამშრომლობაზე შუა აზიის ქვეყნებთან, მათ შორის განსაკუთრებით უზბეკეთთან, რომელსაც მინერალური სასუქების, სხვადასხვა ქიმიური და სამთო-პროდუქციის მზარდი წარმოება აქვს, მათი უმოკლესი გზით ევროპაში გატანა კი სწორედ საქართველოს მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს. ამიტომ ჩვენ შევეხეთ ერთობლივი საწარმოების, ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა. 

უზბეკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვის ხელმძღვანელობით საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობის პირველ პირებთან გამართულ პირისპირ თუ გაფართოებული ფორმატის შეხვედრებზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული  პარტნიორული ურთიერთობები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთი წლებია, სტაბილურად პარტნიორობენ, თუმცა, ამ მხრივ ურთიერთობების  ზრდა/განვითარების კიდევ უფრო დიდი, მრავალმხრივი პერსპექტივები არსებობს, რომელთა რეალიზებაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანია. ამასთან, უზბეკეთის მთავრობის წევრებმა  დაინტერესება გამოხატეს „შუა სატრანსპორტო დერეფნის“ და ამ მარშრუტის განვითარების საკითხთან დაკავშირებით.  

როგორც აღინიშნა, უზბეკური მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის ტურიზმის, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბების, ტექსტილის წარმოების და ა.შ. მიმართულებით, ასევე რამდენიმე სექტორში საინვესტიციო პროექტების განხორციელებით. დღეს უზბეკეთის დელეგაციის წევრებმა ფოთში ვიზიტისას თავისუფალი ეკონომიკური ზონა  და ტექსტილის საწარმოც დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას  საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს-საბჭოს დაარსებასთან დაკავშირებით.

„დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაში, უზბეკეთთან თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს ჩვენ ასევე ვეწვიეთ ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას და აქაც გამოიკვეთა თანამშრომლობის პერსპექტივები კერძოდ ერთობლივი საწარმოების შექმნის კუთხით, იმისთვის, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები მაქსიმალურად ოპტიმალურად იყოს გამოყენებული უზბეკ პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს საღამოს დასრულდა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა