ვახორციელებთ დაღრმავებისა და ტალღმჭრელის მოწყობას, რათა ანაკლიის პორტი დათქმულ ვადებში გაეშვას ოპერირებაში - მარიამ ქვრივიშვილი
2031 წლიდან შუა დერეფანში ტვირთნაკადი საგრძნობლად მოიმატებს და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანა მზად დახვდეს აღნიშნულ ინიციატივას. - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ყირგიზეთში ვიზიტის შეჯამებისას.
მინისტრის განმარტებით ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, სადაც, ამ დროისათვის აქტიური სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს.
„მშენებლობის ფარგლებში ჩვენ უკვე ვახორციელებთ დაღრმავებისა და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც არის უმნიშვნელოვანესი და ვიტყოდი, ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ დათქმულ ვადებში უზრუნველვყოთ ანაკლიის პორტის ოპერირებაში გაშვება", - განაცხადა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
საქართველოდან ცემენტის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა
12.06.2026.15:00
მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოში ცემენტის საგარეო ვაჭრობის ტენდენცია მნიშვნელოვნად შეიცვალა - დაფიქსირდა იმპორტის კლება, რის პარალელურადაც ადგილობრივი ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ 19 467.2 ათასი დოლარის ღირებულების 266 256.2 ტონა ცემენტის იმპორტი განახორციელა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო და 24 395.2 ათას დოლარს (334 673.1 ტონა) შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ცემენტის იმპორტი როგორც ღირებულებით ნაწილში (20.2%-ით), ისე მოცულობებში (20.4%-ით) შემცირდა.
საიმპორტო მოთხოვნის კლების ფონზე, საანგარიშო პერიოდში საგრძნობლად გააქტიურდა ქართული ცემენტის გატანა უცხოურ ბაზრებზე. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან 883.2 ათასი ადოლარის ღირებულების 11 066.6 ტონა ცემენტის ექსპორტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი მკვეთრად აღემატება 2025 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებს, როდესაც ქვეყნიდან მხოლოდ 240.9 ათასი დოლარის ღირებულების 2 372.4 ტონა პროდუქცია გავიდა. შესაბამისად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 266.6%-ით გაიზარდა, ხოლო საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზებული პროდუქციის მოცულობა თითქმის ხუთჯერ (366.5%-ით) გაფართოვდა.