მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონ მგზავრზე გათვლილი სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა - აღნიშნული აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს l მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების სრულ გადატანას, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა.

როგორც მინისტრმა თქვა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის მისი ოპერატორი 150 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რითაც გააორმაგებს გამტარუნარიანობას.

„მიმდინარე პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენი პარტნიორი, ოპერატორი კომპანია ინვესტიციას განახორციელებს დაახლოებით 150 მილიონი დოლარის იმისთვის, რომ არსებული 5-მილიონიანი მგზავრთნაკადის გამტარობის ტერმინალი გაფართოვდეს, გაორმაგდეს და მიაღწიოს 10 მილიონ მგზავრს. 2032 წლამდეა მნიშვნელოვანი ამ გამტარობის უზრუნველყოფა, რამეთუ 2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირების სრულ გადატანას ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში. ვაზიანის პროექტი - უმნიშვნელოვანესი და ძალიან სტრატეგიული ახალი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის. ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონ მგზავრზე გათვლილი სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რისთვისაც ჩვენ უკვე ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, პირველ რიგში კვლევები, ეკონომიკური მიზანშეწონილობის გეგმა აზიის განვითარების ბანკთან ერთად და სხვა მნიშვნელოვანი საავიაციო და ტექნიკურ-საინჟინრო კვლევები, რომლებმაც სახელმწიფოს მიაღებინა ასეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ვაზიანის აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს. იმდენად სწრაფად პროგრესირებს ამ პროექტზე მუშაობა", - აღნიშნა მინისტრმა,

გადაცემაში სტუმრობისას მარიამ ქვრივიშვილმა შიდა აეროპორტებზე გაამახვილა ყურადღება.

„ სრულიად ახალ შიდა აეროპორტს ავაშენებთ თელავში, რასაც ექნება დიდი გავლენა და დიდი დატვირთვა ზოგადად კახეთის რეგიონის განვითარებისთვის - განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის კუთხით. მეორეს მხრივ, ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი მესტიაში სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე. ამ ორ პროექტს ძალიან ელოდებოდა კახეთი, ისევე როგორც სვანეთი. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ახალი შენამატი ჩვენი შიდა სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრებისთვის", - აღნიშნა მინისტრმა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ბალანსში ექსპორტად აღრიცხული მოცულობის 30.4% აზერბაიჯანთან ტექნიკურ გაცვლას წარმოადგენდა, დანარჩენი 69.6%-ის ექსპორტი თურქეთში განხორციელდა, რომლის ნახევარი ესკოს ბარტერს წარმოადგენდა | Galt & Taggart

05.10.2026.19:00

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები. 

,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა