მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი გადადის განვითარების ახალ ეტაპზე - ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა შემუშავდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი გრძელვადიანი გადაწყვეტილებები დავაფუძნოთ სწორედ ტექნიკურ-ეკონომიკურ გათვლებს l თამარ იოსელიანი

news image
mbc image

ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, გერმანული კომპანია amd.sigma ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ახორციელებს.

„დოკუმენტი შემუშავდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი გრძელვადიანი გადაწყვეტილებები დავაფუძნოთ სწორედ ტექნიკურ-ეკონომიკურ გათვლებს. ეს უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ სწორად განვითარდეს ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი. საქართველოში საავიაციო სექტორი სტაბილურად ვითარდება, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში რეკორდული ციფრები ყველა მიმართულებით და სწორედ ეს არის იმის საფუძველი, რომ განვავითაროთ ახალი აეროპორტი, რომელიც შეძლებს რომ მოემსახუროს 20 მილიონ მგზავრს და რომელიც ოპერირებაში უნდა შევიდეს 2032 წლიდან“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მისივე თქმით, ახალი აეროპორტი კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის დაკავშირებადობას. 

„აღნიშნული პროექტი ცხადია მოგვცემს შესაძლებლობას, რომ განვავითაროთ საქართველოს დაკავშირებადობა, ვიყოთ ხიდი ევროპასა და აზიას შორის, შესაბამისად გვქონდეს წვდომა შესაბამის გლობალურ ბაზრებთან და შევძლოთ როგორც მგზავრების მომსახურება, ასევე ტვირთის მომსახურება და შესაბამისი საავიაციო სერვისების გაწევა“, - განაცხადა იოსელიანმა. 

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კვლევას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია amd.sigma strategic airport development GmbH ახორციელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

04.09.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0364 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6126 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6126 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6180 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0364 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0366 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა