მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვაზიანში აეროპორტისა და სტადიონის პროექტები ტრანსფორმაციული ეფექტის მატარებელი უნდა იყოს და ახალი შესაძლებლობები უნდა გააჩინოს - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

„დაანონსებული მნიშვნელოვანი პროექტები გარკვეული ტრანსფორმაციული ეფექტის მატარებელი უნდა იყოს. მათ ახალი შესაძლებლობები უნდა გააჩინონ," - ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს მთავრობის დაანონსებული მსხვილი პროექტების მნიშვნელობა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტისა და ახალი საფეხბურთო სტადიონის პროექტები, მათ რიცხვს არ მიეკუთვნებიან, რომლებსაც ეფექტი აქვთ მხოლოდ იმპლემენტაციის პერიოდში, კერძოდ, კაპიტალური დანახარჯების კუთხით რა წვლილი შეიძლება შეიტანონ ეკონომიკაში.

 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, აეროპორტი ძალიან კომპლექსური ეკოსისტემაა და მოიცავს სამგზავრო და სატვირთო ავიაციის, სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორების განვითარებას და კომპლექსური ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობებს ვაზიანში. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დასრულდა ვაზიანში სააეროსანავიგაციო კვლევები, რომელიც ავსტრიულმა კონტრაქტორმა შეასრულა. „მთაგორიანი ქვეყანა ვართ და მიუხედავად იმისა, რომ ვაზიანი აეროპორტის ასაშენებლად ყველაზე უპირატესი ადგილია აღმოსავლეთ საქართველოში, აქაც იყო გარკვეული კითხვები და გამოწვევები. კვლევის  ანალიზი უკვე გავიარეთ სამინისტროში და ვიცით, როგორი იქნება აეროპორტის კონფიგურაცია. შემდეგი ეტაპია, დეტალური დიზაინის კონკურსი, რომელიც მიმდინარეობს," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ვაზიანის აეროპორტის პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თბილისის, არამედ ზოგადად ქვეყნის სივრცითი განვითარების კუთხითაც. მისი თქმით, ის განვითარების სტიმულს აძლევს ისეთ მნიშვნელოვან ურბანულ ცენტრს, როგორიცაა თბილისი, რომელსაც გარკვეული შეზღუდვები გააჩნია დღეს არსებული აეროპორტის ოპერირების გამო, განვითარების კუთხით, რადგან მშენებლობაზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს შეზღუდვები ვაზიანში თბილისის აეროპორტის რელოკაციით შემსუბუქდება, ამასთან, აეროპორტის ვაზიანში გადატანა მნიშვნელოვანი იქნება რუსთავისთვისაც. მისი თქმით, თბილისის, რუსთავისა და ვაზიანის არეალის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია და ამ საკითხზე სივრცითი განვითარების სააგენტო მუშაობს, რათა განვითარება იყოს ჰარმონიული და ახალი წყარო ეკონომიკური ზრდისთვის. 

 

რაც შეეხება ახალ სტადიონს, პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, აღნიშნული ობიექტი არ იქნება გათვლილი მხოლოდ სპორტული დანიშნულებისთვის და ახალ სტადიონზე ასევე გაიმართება საკონცერტო და სხვა გასართობი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა