მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვებ-სამიტში მონაწილეობა ქართული სტარტაპ ეკოსისტემის გლობალური პოზიციონირების საუკეთესო საშუალებაა - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

„ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას. ამ პოლიტიკის ნაწილია ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მიმზიდველობის და კონკურენტუნარიანობის გლობალური პოზიციონირება. ამიტომ, უკვე მეორედ, საქართველო მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ლისაბონის ტექნოლოგიურ სამიტში მონაწილეობს, სადაც წარვადგენთ იმ შესაძლებლობებს და უპირატესობებს, რასაც საქართველო ინოვაციურ სტარტაპებს სთავაზობს. ვებ-სამიტში მონაწილეობა ასევე შესაძლებლობას აძლევს  ქართულ სტარტაპებს, გააცნონ თავიანთი ინოვაციური პროდუქტები და მოიზიდონ საერთაშორისო ინვესტიციები და პარტნიორები," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც ქალაქ ლისაბონში მიმდინარე ვებ-სამიტზე საქართველოს დელეგაციას ვებ სამიტზე ხელმძღვანელობს. 
აღნიშნულ ღონისძიებაში ქვეყნის მონაწილეობას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და სააგენტო „აწარმოე საქართველოში" უზრუნველყოფენ. 


მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს პავილიონი, სადაც მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებს. განსაკუთრებული ინტერესია ქუთაისში რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის მიმართ, რომელიც უნდა გახდეს რეგიონის ერთ-ერთი მნიშნელოვანი მიზიდულობის ცენტრი. 


„ჩვენ, ფაქტობრივად ნულიდან, რამდენიმე წელიწადში შევქმენით სწრაფად განვითარებადი დინამიური ეკოსისტემა. მნიშვნელოვანი პროგრამები ხორციელდება, რათა სტარტაპებს საქართველოში მეტი განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. მათ შორის, ვახორციელებთ სახელმწიფო საგრანტო პროგრამებს, ხელს ვუწყობთ კერძო ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, საქართველოს ბაზარზე შემოვიყვანეთ საერთაშორისო მასშტაბის აქსელერატორი, რომელმაც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემა რეგიონულ და საერთაშორისო მასშტაბზე აიყვანა. ასევე შევქმენით ინკუბატორები, ტექნოპარკები და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის აუცილებელი სხვა ინფრასტრუქტურა. ასევე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პროგრამული და ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი მოკლე და საშალოვადიან პერსპექტივაში," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.         


მიმდინარე წელს, Web Summit 2024 მასპინძლობს 160 ქვეყნიდან 70 000 - ზე მეტ მონაწილეს, მათ შორის ასეულობით სტარტაპს, ტექნოლოგიურ კომპანიასა თუ სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოდან.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა