მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

ველოდებით, რომ წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაშიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი იქნება - „თიბისი კაპიტალის“ უფროსი მაკროეკონომისტი

news image
mbc image

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება 8.25%-ზე შეესაბამება ჩვენს მოლოდინებს - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს „თიბისი კაპიტალის“ უფროსმა მაკროეკონომისტმა, ნიკა ზურაბიშვილმა განუცხადა.

„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება 8.25%-ზე შეესაბამება ჩვენს მოლოდინებს. ჩვენი პროგნოზითაც მოსალოდნელი იყო, რომ უცვლელი დარჩებოდა განაკვეთი და ველოდებით, რომ წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაშიც უცვლელი იქნება და დეკემბრისთვისაც 8.25% იქნება.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ გაზრდა ან შემცირება გამორიცხულია. ბევრი რამ არის დამოკიდებული გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე. მოგეხსენებათ, სიტუაცია ძალიან სწრაფად ცვალებადია და არასტაბილური. ახლა, ამჟამად, ვიტყოდით, რომ სავარაუდოდ უფრო მაღალინფლაციური სცენარისკენ უფრო მეტად არის გადახრილი რისკები, თუმცა მაინც ეს რისკები შედარებით დაბალია, ვიდრე საბაზრო სცენარი რომ მივიღოთ მხედველობაში.

8.5%-ზე გაზრდაც, ჩვენი აზრით, შესაძლებელია სექტემბრის სხდომაზე, იმის მიხედვით, თუ რა გეოპოლიტიკური სიტუაცია იქნება რეგიონში. პირველ რიგში, როგორი იქნება სასაქონლო პროდუქციის ფასები გლობალურ ბირჟებზე, რადგან, ჩვენი შეფასებით, მიმდინარე მდგომარეობით საქართველოში ინფლაციის ფორმირებისთვის ორი მთავარი ფაქტორია: ეს არის საკვებზე ფასები და ეს არის საწვავზე ფასები. ორივე ამ ფაქტორისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა მოხდება გლობალურ ბაზრებზე, რადგან გადმოცემის მექანიზმი ძალიან ძლიერია, განსაკუთრებით საწვავის შემთხვევაში.

შესაბამისად, თუ დაიძაბა სიტუაცია, დამატებით ვიხილეთ ესკალაცია და კვლავ გაიზარდა ფასები, შესაძლებელია მაღალინფლაციური სცენარის რისკებიც გაიზარდოს და ეროვნულმა ბანკმა გაზარდოს განაკვეთი.

თუმცა, როგორც აღვნიშნე, საბოლოო სცენარი ჩვენი არის, რომ ინფლაცია დეკემბრის თვისთვის 6% იქნება. წლის ბოლოს მნიშვნელოვან აჩქარებას არ ველოდებით. ეს მოიაზრებს ნავთობის ფასს დაახლოებით 80-85$-ის ფარგლებში, ჩვენი დაშვებით. დღევანდელი მდგომარეობით დაახლოებით 88-89$-ად ივაჭრება. გარკვეულ დეესკალაციას მაინც ველოდებით და, ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილი იქნება, პოლიტიკის განაკვეთი წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაშიც უცვლელი დარჩეს“,- აცხადებს ნიკა ზურაბიშვილი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 23 - 27 ნოემბერი

23.11.2026.08:13

რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 23 - 27 ნოემბერის კალენდარს გიზიარებთ: 

საქსტატის კალენდარი

24 ნოემბერი | სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი (2026 წლის III კვარტალი)

24 ნოემბერი | საგარეო ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტის) მონაცემები საქართველოს რეგიონების მიხედვით საერთაშორისო ვაჭრობის სტანდარტული კლასიფიკაციის (SITC Rev. 4) 4-ნიშნა პოზიციების დონეზე (2026 წლის III კვარტალი, წინასწარი)

24 ნოემბერი | ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა (2026 წლის III კვარტალი)

25 ნოემბერი | სტატისტიკური პუბლიკაცია „ბიზნეს სექტორი საქართველოში 2025“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია)

27 ნოემბერი | ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის სექტემბერი)

27 ნოემბერი | საჯარო ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების დაწესებულებების მაჩვენებლები (2026/2027 სასწავლო წელი)

სებ-ის კალენდარი

25 ნოემბერი | სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარით და ევროთი განხორციელებული ოპერაციები

25 ნოემბერი | სხვა დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვა

25 ნოემბერი | დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვა

25 ნოემბერი | ფულის მასის აგრეგატები და მონეტარული კოეფიციენტები

25 ნოემბერი | ფინანსური ინსტიტუტები

25 ნოემბერი | დეპოზიტები (ნაშთები)

25 ნოემბერი | ბანკთაშორისი დეპოზიტები (ნაშთები)

25 ნოემბერი | ფიზიკური პირების დეპოზიტები (ნაშთები)

25 ნოემბერი | იურიდიული პირების დეპოზიტები (ნაშთები)

25 ნოემბერი | დეპოზიტები დეპოზიტარების კატეგორიების მიხედვით (ნაკადები)

25 ნოემბერი | ვადიანი დეპოზიტები, მოცულობების მიხედვით (ნაკადები)

25 ნოემბერი | საბაზრო საპროცენტო განაკვეთები ვადიან დეპოზიტებზე (ნაკადები)

25 ნოემბერი | დეპოზიტები უცხოური ვალუტების მიხედვით

25 ნოემბერი | დეპოზიტების ვადიანობის მაჩვენებლები

25 ნოემბერი | ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები (ნაშთები)

25 ნოემბერი | ბანკების მიერ გაცემული სესხები (ბანკთაშორისი სესხების გარეშე; ნაშთები)

25 ნოემბერი | სამომხმარებლო სესხები (ნაშთები)

25 ნოემბერი | უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები

25 ნოემბერი | სესხები რეგიონების მიხედვით

25 ნოემბერი | სესხები საქმიანობის სახეების მიხედვით (ნაკადები)

25 ნოემბერი | სესხები სექტორების მიხედვით (ნაშთები)

25 ნოემბერი | სესხები დებიტორების მიხედვით (ნაშთები)

25 ნოემბერი | სესხები მიზნობრიობის მიხედვით (ნაშთები)

25 ნოემბერი | სესხები დებიტორების მიხედვით (ნაკადები)

25 ნოემბერი | სესხები მოცულობების მიხედვით (ნაკადები)

25 ნოემბერი | საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე

25 ნოემბერი | საბაზრო საპროცენტო განაკვეთები შინამეურნეობებზე გაცემულ სესხებზე, საკრედიტო პროდუქტების მიხედვით

25 ნოემბერი | სესხების ვადიანობის მაჩვენებლები

25 ნოემბერი | რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი

25 ნოემბერი | საგადახდო ბარათების რაოდენობა

25 ნოემბერი | საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები

25 ნოემბერი | საგადახდო ბარათების მომსახურება

27 ნოემბერი | რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სტატისტიკა

25 ნოემბერი | საგარეო ვაჭრობა ქვეყნების მიხედვით*

25 ნოემბერი | საგარეო ვაჭრობა სასაქონლო ჯგუფების მიხედვით*

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა