მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169.7
-0.0013
flag
AZN 1.5339
-0.0003
flag
CNY 38.933
0.0061
flag
EUR 2.9911
-0.0016
flag
GBP 3.4815
-0.0135
flag
KZT 58.32
-0.0022
flag
TRY 0.0534
-0.0002
flag
USD 2.6071
-0.0005
news banner

ველოდებით უპრეცედენტო მოსავალს, წინასწარი პროგნოზებით, ყურძნის მოსავალი 320 000 ტონასაც გადააჭარბებს - ასეთი დიდი მოსავალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ფაქტობრივად, ჩვენს ქვეყანას არ მიუღია | დავით სონღულაშვილი

news image
mbc image

ველოდებით უპრეცედენტო მოსავალს, წინასწარი პროგნოზებით, ყურძნის მოსავალი 320 000 ტონასაც გადააჭარბებს - ასეთი დიდი მოსავალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ფაქტობრივად, ჩვენს ქვეყანას არ მიუღია, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

„ძალიან ლოგიკური გაგრძელება არის ექსპორტის მონაცემთან ამ მიმართებით, იმიტომ, რომ მთავარი საექსპორტო პროდუქტი არის ღვინო და ყურძნისეული სპირტი. საქართველოში ყველაზე დიდი ექსპორტი ეს გვაქვს. შესაბამისად, ამიტომაც ალბათ გამორჩეული ყურადღება ეთმობა ხოლმე ყოველთვის, როგორც სამინისტროში, ისე ჯამში, ამ მიმართულებას.

შესაბამისად, რთველი მიდის დინჯად. კახელებმა იციან ამ სიტყვის გამოყენება. მოგეხსენებათ, რომ წლევანდელი წელი გამორჩეულია მოსავლიანობის კუთხით. უხვმა ნალექმა და კლიმატის ცვლილებამ ჯამში გამოიწვია მცირეოდენი ცვლილებები. ცოტა უფრო გვიან, დაახლოებით ერთი კვირით თუ ორი კვირით გვიან დაიწყო თითქმის ყველა კულტურის მოსავლის აღება. შესაბამისად, დაახლოებით იგივე ხდება ყურძენთან მიმართებითაც ნელ-ნელა შედის რთველი აქტიურ ფაზაში.
თუმცა, წლევანდელი რთველი, მინდა აღვნიშნო, რომ განსხვავებული და გამორჩეულია.

სანამ რთველზე გადავალთ, ჯამში ღვინის სექტორთან მიმართებით მინდა ვთქვა, რომ ღვინის სექტორი, ალბათ, მსოფლიოში განიცდის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ცვლილებებს. 1961 წლიდან, წარმოიდგინეთ, ამხელა პერიოდში, ალბათ, ყველაზე დაბალი მოხმარება არის ღვინის, ჯამში, მთელს მსოფლიოში და ეს, თავისთავად, ცხადია, ცვლის ადამიანის განწყობას, დამოკიდებულებას ღვინის მიმართ, რაც აისახება თითქმის ყველა ღვინის მწარმოებელ ქვეყანაზე.

იგივე არის ჩვენთან მიმართებითაც. მაგალითად, ბორდოში გეტყვით, რომ მთავრობა მაქსიმალურად მუშაობდა იმაზე, რომ სავენახე ფართობები შემცირებულიყო და დაახლოებით 20 000 ჰექტრით შეამცირეს სავენახე ფართობები საფრანგეთში, ბორდოში ვსაუბრობთ ამაზე.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენთან მიმართებით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ღვინის ექსპორტი სტაბილურია და მაინც მცირედი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით. თუმცა, რა თქმა უნდა, მზად უნდა ვიყოთ. ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით არ მივაქციოთ ამ საკითხს ყურადღება, იმიტომ, რომ აუცილებლად გარდაუვალია ეს გამოწვევები.

იმისთვის, რომ მზად ვიყოთ ასეთი გამოწვევებისთვის, აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ღვინის ხარისხი იყოს მაღალი, იმისთვის, რომ ღვინის სამშობლოსთან ერთად ხარისხობრივად გვქონდეს შესაბამისი ღვინო.

ამ კუთხით, რა თქმა უნდა, როდესაც ღვინის ხარისხზე ვსაუბრობთ, ღვინის ხარისხი წარმოუდგენელია, გვქონდეს ხარისხიან ყურძენთან მიმართებით. და ზუსტად წლევანდელი რთველიც ამას ემსახურება.

ეს ცვლილებებიც საკმაოდ ფუნდამენტური ცვლილებებია ამ რთველთან მიმართებით. ეს არის, ფაქტობრივად, რაოდენობრივი მიდგომიდან ხარისხურ მიდგომაზე გადასვლა.

ამასთან მიმართებით მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან ბევრი მევენახის გულის ტკივილი როდესაც, ვთქვათ, უვლიდნენ ვაზს და, შესაბამისად, მოჰყავდათ ხარისხიანი ყურძენი, ფაქტობრივად, იმ ყურძენსა და ჩვეულებრივ, მასობრივი წარმოების ყურძენს შორის ფასის სხვაობა არ იყო და იყვნენ გულდაწყვეტილები.

ზუსტად ამიტომაც, ფასი ასეთი ყურძენისთვის არის ზუსტად ამიტომ. დავიწყეთ წლის დასაწყისიდან კომუნიკაცია ყველა მევენახესთან, სხვადასხვა კომუნიკაციის საშუალებებით, რომ წლევანდელი რთველი იქნება ხარისხზე ორიენტირებული და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მზომი.

რითაც შეიძლება განისაზღვროს ეს, არის შაქრის შემცველობა ყურძენში და ზუსტად ამიტომ ვთქვით, რომ სტანდარტი არის მაღალი ხარისხი. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ასეთი ყურძნის ფასი არის ის, რაც დადგენილია უკვე საშუალო ყურძნის ფასზე.

ფაქტობრივად, არაკონდიციური - ეს ნიშნავს, რომ თითქმის არ გამოიყენება, არ უნდა ჩაბარდეს. თუმცა, ჩვენი ხელისუფლების მიდგომა სოფლის მეურნეობის მიმართ, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების არის, რომ მაქსიმალურად, არამხოლოდ ყურძენთან მიმართებით, ყველა მოსავალი უნდა იყოს ღირსეულად დაბინავებული.
ზუსტად ამიტომ აქაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილებები გვაქვს მიღებული, რომ არცერთი მტევანი არ უნდა დარჩეს ჩაუბარებელი და ზუსტად ამიტომ, თუნდაც არაკონდიციურსაც, თავისი შესაბამისი ფასი აქვს.

რა თქმა უნდა, ამ წვიმებმა, უხვმა ნალექმა თავისი გამოწვევების წინაშე დააყენა წლევანდელი რთველი - შაქრიანობის აღება უჭირს. თუმცა აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მაინც რიგმა მევენახეებმა გარისკეს და ამ მიმართულებით მოსავლით მაინც დატვირთეს ვაზი.

დღევანდელ დღეს ეს ერთ-ერთი გამოწვევა არის, რომ უხვი ნალექის გამო ვაზი ვეღარ ერევა მოსავალს და ამისთვის ცოტა უჭირს შაქრები, რაც ნიშნავს იმას, რომ ცოტა უფრო მეტხანს უნდა დაალოდონ ყურძენი კრეფას.

ნუ, აქ მერე, თავისთავად, თავისი სეზონურობა შემოდის და ამ კუთხით მაინც ვფიქრობთ, რომ ამ გამოწვევებს საკმაოდ ღირსეულად გავუმკლავდებით.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა თქმა უნდა, ჩვენი დამოკიდებულება არის, რომ აუცილებლად თითოეული მტევანი იქნება დაბინავებული და რთველი ჩაივლის საკმაოდ წარმატებულად.

ერთი, რაც აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ წლევანდელი წელი, გარდა ამ ცვლილებებისა, იქნება უპრეცედენტო რთველი მოსავლის რაოდენობის კუთხით, იმიტომ, რომ ფაქტობრივად რეკორდულ მოსავალს ველოდებით.

სხვათა შორის, ამ კუთხით მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ უპრეცედენტოა ეს წელი არამხოლოდ მევენახეობაში. თითქმის ყველა კულტურაში გამოიწვია, მოსავალი დიდი იყო და ხარისხობრივ ნაწილში ეს გამოწვევები იყო, რომელიც შესაძლებელი არის, რომ ადაპტირება გაუკეთო ამინდებთან მიმართებით.

იგივე არის ყურძენთან დაკავშირებითაც. თავისთავად ცხადია, ველოდებით უპრეცედენტო მოსავალს. დაახლოებით წინასწარი პროგნოზებით, ალბათ, 320 000 ტონასაც აცდება, რაც, მინდა ვთქვა, რომ ალბათ, ეს ამხელა მოსავალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ფაქტობრივად არ მიუღია ჩვენს ქვეყანას ყურძენში.

და მაშინ, როდესაც შენ მთავარი საექსპორტო პროდუქტი გაქვს ღვინო და ყურძნისეული სპირტი ერთიანობაში, თავისთავად ცხადია, მნიშვნელოვანი არის, რომ ასეთი მოსავალი, შესაბამისად, დააბინავო.

ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, რომ ხარისხობრივი დაყოფა სწორად მოვახდინოთ, იმიტომ, რომ ამ მოსავალს, გარდა დაბინავებისა, სჭირდება შემდგომში რეალიზაცია.

და დღევანდელი, ჯამში, სიტუაციიდან გამომდინარე, რითაც დავიწყეთ - საერთაშორისო ბაზრებზე, გლობალურ ბაზრებზე საკმაოდ მძიმე ვითარების ღვინის და ყურძნისეული სპირტის - ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხარისხით, შესაბამისად, მივყვეთ და რომ არ გვქონდეს შემდგომი წლები უკვე დაბინავების პრობლემა.

ამიტომ, სამწუხაროდ, გვიწევს ასეთი საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა, სამართლიანი, როდესაც არის საუბარი, რომ მევენახე, რომელიც თავის ვენახს განსაკუთრებულად უვლის, დატვირთვაზე არ ამუშავებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ორიენტირებული არის იმაზე, რომ მაღალშაქრიანი, მაღალკონდიციური ყურძენი მიიღოს.

და გვერდით, ვთქვათ, მევენახე, რომელიც ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი სასუქი შეიტანოს, რაც შეიძლება მეტად დატვირთოს ვაზი იმისთვის, რომ მეტი მოსავალი მიიღოს, თავისთავად ცხადია, ამ შემთხვევაში ვაზი ვეღარ ერევა მოსავალს და ხარისხობრივად ვერ გამოდის ისეთი ყურძენი, რომელიც მერე გვჭირდება სახელმწიფოს იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი ღვინო დავაყენოთ და შემდგომში უკვე რეალიზების პრობლემები აღარ წარმოიქმნას.

ეს ერთიანი დიდი სურათის ნაწილია. ზუსტად ამას ემსახურება ყველა ის რეფორმა ღვინოსთან მიმართებით, რასაც ვახორციელებთ.

სამწუხაროდ, ხანდახან სხვადასხვა კრიტიკოსები გამოხტებიან ხოლმე - ამ სიტყვას ვიხმარ ამ შემთხვევაში იმიტომ, რომ თვითონაც არაჩვეულებრივად კარგად იციან, ერთიან სურათში, თითოეული გადაწყვეტილება რას ემსახურება. თუმცა, იმისთვის, რომ აკრიტიკონ, აკრიტიკებენ და არა იმისთვის, რომ სურათი დაინახონ ერთიან ჯამში.

და ეს ყველაფერი, რასაც თითოეული გადაწყვეტილება, თითოეული რეფორმა, რასაც ჩვენი სამინისტროს ფარგლებში, იქნება ეს მევენახეობა-მეღვინეობა თუ სხვა დანარჩენ დარგებთან მიმართებით, ვიღებთ, ეს არის ერთად დიდი სურათის ნაწილი, სადაც ორიენტირებული ვართ იმისთვის, რომ გვქონდეს ხარისხიანი პროდუქცია.

იმიტომ, რომ დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც, ერთის მხრივ, ეს მოხმარება და კულტურის ცვლილება ღვინოსთან მიმართებით და სხვა დანარჩენ კულტურებთან მიმართებითაც, საკმაოდ ცვალებადია ბაზარი, იმიტომ, რომ თვითონ რეგიონია, თვითონ მსოფლიო არის მოცემულობებით ძალიან ცვალებადი და, შესაბამისად, ძალიან სწრაფად იცვლება გარემოებები.

ამისთვის ვიყოთ მზად და ქართული პროდუქცია იყოს ხარისხიანი პროდუქცია, იმიტომ, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი, როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. და ამას ემსახურება თითოეული რეფორმა და გადაწყვეტილება.

და ეს, რა თქმა უნდა, არ არის ადვილი. აბსოლუტურად მესმის თითოეული ფერმერი იქნება თუ რადგან მეღვინეობა-მევენახეობაზე ვსაუბრობთ - თითოეული მეღვინე, თითოეული მევენახე, უფრო მეტად ვიტყოდი, იმიტომ, რომ ეს დატვირთვა ამ ეტაპზე, დღეის მდგომარეობით, რთველი არის, მევენახეზე მოდის.

შემდგომში, რა თქმა უნდა, მეღვინეს თავისივე ფორმით აესახება და იქ სხვა გადაწყვეტილებები არის მიღებული, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მან ხარისხიანი ღვინო დააყენოს უკვე ხარისხიანი ყურძნისგან.

მაგრამ თუ ეს არ იყო ხარისხიანი, რა თქმა უნდა, ღვინო ვერ გამოვა შესაბამისი და ეს რაღაცა ერთიანი ჯაჭვია.

როდესაც მეღვინეს ესაუბრები, რომ ხომ იცი, რომ მსოფლიო ბაზარი ასე იცვლება და ჩვენგან თუ ხარისხიანი ღვინო არ გავიდა, არ გამოვა არაფერი, მერე იძახის, რომ რა ვქნა მე, ყურძენი როგორიც მაქვს და როგორსაც იბარებს სახელმწიფო, ისეთი ღვინო გამოგვდის.

მერე უკვე აქ გვჭირდება გადაწყვეტილებები მივიღოთ და მერე მევენახე იძახის, რომ რა ვქნა, მეც ხომ უნდა ვიშრომო და რაღაცა მოსავალი...

და ის მთელი, წარმოიდგინეთ, ამ პერიოდის განმავლობაში იყო, რა თქმა უნდა, დარგის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი იყო რაღაცა კრიტიკული რაოდენობა ყურძნის ყოფილიყო, იმისთვის, რომ დარგი გადარჩენილიყო და ეს დარგი ქცეულიყო მთავარ საექსპორტო პროდუქტად.

იმიტომ, რომ 2012 წლამდე ფაქტობრივად მეღვინეობა-მევენახეობა განადგურებული იყო, როგორც სოფლის მეურნეობა. აქედან დაიწყო მთლიანად გაშენება, გაზრდა მეღვინეობა-მევენახეობის და განსაკუთრებული ყურადღება ხელისუფლების მხრიდან და საერთოდ, რომ აღმოვჩენილიყავით მსოფლიო რუკაზე, ამისთვის მნიშვნელოვანი იყო კრიტიკული ფასის შექმნა.

აი, ამ მომენტში, როდესაც უკვე ეს რაღაცა თითქოს მივაღწიეთ, იმ მინიმალურ ოდენობას, იმ მინიმალურ ხარისხს, რომელიც საჭირო იყო იმ მოცემულობისთვის, რომ საექსპორტო პროდუქტი ასე ყოფილიყო, დღეს, რა თქმა უნდა, გარემო შეიცვალა და სხვა გამოწვევები გვიდგას.

და გამოწვევა არის ხარისხი. და ზუსტად ამას პასუხობს ის გადაწყვეტილებები, რომელიც მივიღეთ.

და, თავისთავად ცხადია, ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილებები და დარწმუნებული ვარ, რომ მევენახეები აბსოლუტურად სწორად მოეკიდებიან ამ საკითხს, ისევ იმისთვის, რომ მათი შრომა კიდევ უფრო მეტად დაფასებული იყოს და ხარისხიანი ყურძნის, თუნდაც მცირედის, წარმოებამ უფრო მეტი შემოსავალი მისცეს, ვიდრე ნაკლებად ხარისხიანი და დიდი რაოდენობის ყურძნის წარმოებამ.

ეს არის, საბოლოო ჯამში, ამოცანა და ეს არის, საბოლოო ჯამში, მიზანი. და ზუსტად შარშან რაღაცა ინდიკატორებით ეს დავიწყეთ ცვლილებები და წლევანდელი წელი განსაკუთრებულად გარდამტეხი და პრინციპული არის ამ მიმართულებით“, - აცხადებს დავით სონღულაშვილი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საგარეო ვაჭრობა 8.4%-იან ზრდას აჩვენებს | საქსტატი

21.09.2026.11:04

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 926.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 5 422.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 22.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 12 504.4 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 3.4 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ- აგვისტოში 7 081.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5 პროცენტია.

2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 68.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (577.6 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (543.7 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (500.7 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 918.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 531.8 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 510.5 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 247.5 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (2 042.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (2 032.5 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 347.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 24.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 688.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 403.1 მლნ. აშშ დოლარით (7.4 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 364.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 164.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 9.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები 468.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7 პროცენტი).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა