მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვგეგმავთ, არაერთი ღონისძიება დავაორგანიზოთ, რათა ჩინურ და ქართულ ბიზნესს შორის გავაჩინოთ მჭიდრო კავშირები - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ჩინეთი არის გამორჩეულად საინტერესო მიმართულება და მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ჩინეთი მიმდინარე წელს არის მთავარი პრიორიტეტული ახალი სამიზნე ქვეყანა ტურიზმის კუთხით, ავიაციის კუთხით, - ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც დღეს  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმარი იყო.

მინისტრის განმარტებით,  ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებამ ხელშესახები შედეგები უკვე მოიტანა. 

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება ამ ორ ქვეყანას შორის ძალიან დიდი სტიმული მისცა და პრაქტიკულად ხელშესახები შედეგები მოგვცა ჩვენ ქვეყნის ეკონომიკაში. პირველ რიგში ეს იყო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების - უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ორივე ქვეყნის მხრიდან. რა თქმა უნდა ჩვენ დავინახეთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე ძალიან მალე შევძელით და უზრუნველვყავით მეორე ავიაკომპანიის Air China-ს შემოყვანა. რა თქმა უნდა ეს არის მიმდინარე პროცესი.

გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ცნობადობის ამაღლება ჩინეთში, რადგან წინა პერიოდების განმავლობაში კეთდებოდა გარკვეული სამუშაოები, თუმცა არა ამ მასშტაბურობით. ჩვენ მიმდინარე წელს ყველაზე მოცულობითი მიმართულებით ვახდენთ ქვეყნის პოპულარიზაციას ჩინეთში, ჩვენ ძალიან აქტიურად ვგეგმავთ კერძო სექტორთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა მნიშვნელოვან ღონისძიებებში. თავად დავაორგანიზოთ იმისთვის, რომ ჩინურ ბიზნესსა და ქართულ ბიზნესს შორის გავაჩინოთ მჭიდრო კავშირები, იმისთვის, რომ კერძო სექტორმა ჩვენთან ერთად უზრუნველყოს, მოიზიდოს მეტი ჩინელი ტურისტი. რატო ჩინელი ტურისტი? რამდენადაც საერთაშორისო ტურიზმის სექტორში ეს არის გამორჩეულად მარდი ქვეყანა ტურიზმის მიმართულებით, ჩინელი ტურისტები გამოირჩევიან დარჩენის ხანგრძლივობით ქვეყანაში, ისევე როგორც მსყიდველუნარიანობით. რა თქმა უნდა ეს მოემსახურება ჩვენი ქვეყნის დივერსიფიკაციის პოლიტიკას და სექტორის მდგრად განვითარებას. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა