მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7161
-0.0028
flag
AZN 1.5426
-0.0004
flag
CNY 38.849
-0.0005
flag
EUR 3.0264
0.0004
flag
GBP 3.5296
-0.0019
flag
KZT 56.04
0.0019
flag
TRY 0.0551
0
flag
USD 2.6223
-0.0006
news banner

ვგეგმავთ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში მხარს დავუჭერთ 40 მლრდ ლარზე მეტ ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორის, ირაკლი გაბრიაძის ინფორმაციით, კორპორაცია ეკონომიკის და ადგილობრივი კერძო სექტორის მხარდაჭერის კუთხით რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ქართული ეკონომიკის ზრდას და განვითარებას, ესენია: ექსპორტის მხარდაჭერა, ასევე კორპორაციის მიზანია, ხელი შეუწყოს სასესხო ინსტრუმენტების გამრავალფეროვნებას და დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოზიდვას" - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

კორპორაცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ტრანსფორმაციის შედეგად შეიქმნა. კორპორაციის მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე ქართველ მეწარმეთა მხარდასაჭერად შექმნილი ახალი ინსტრუმენტების შესახებ, გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ დღეს ამ თანამდებობაზე მისი წარდგენის ღონისძიებაზე ისაუბრა.

„ვგეგმავთ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში მხარს დავუჭერთ 40 მლრდ ლარზე მეტ ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში" - აღნიშნა კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები $7.5 მილიარდს აჭარბებს

07.08.2026.11:51

2026 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წლიურ ჭრილში დაახლოებით 50%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 7.53 მლრდ აშშ დოლარს, მიაღწია. თვის ჭრილში საერთაშორისო რეზერვები 404.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც. მიმდინარე შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA Metric) 118.7 პროცენტს შეადგენს.

საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. 2026 წლის განმავლობაში, სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას ახორციელებს და 2026 იანვარ-ივნისში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 2,078.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო, 2026 წლის ივლისის წმინდა შესყიდვების სტატისტიკა 25 აგვისტოს გამოქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სებ-მა რეზერვების დივერსიფიკაცია გააკეთა და ოქროში პირველი ინვესტიციები განახორციელა, რაც ეროვნული ბანკის სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო. მას შემდგომ, ოქროს აქტივის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც დამატებით გაზარდა მთლიანი საერთაშორისო რეზერვი. 2026 წლის ივნისში სებ-მა მთლიანი საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 13.5 პროცენტს (1,014.1 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა