მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.4
-0.0059
flag
AZN 1.5726
-0.0007
flag
CNY 39.395
0.0044
flag
EUR 3.1124
0.0104
flag
GBP 3.6067
0.0163
flag
KZT 56.56
-0.0003
flag
TRY 0.0585
0
flag
USD 2.6732
-0.0012
news banner

ვიმედოვნებთ, რომ ITB China ახალ პირდაპირ რეისებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდას - ირაკლი ნადარეიშვილი

news image

შანხაიში აზიის რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB China 2026 დასრულდა, სადაც საქართველო განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსით წარსდგა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მასშტაბურ ღონისძიებაში, რომელშიც 80-ზე მეტი ქვეყანა და ათიათასობით ვიზიტორი მონაწილეობდა, ქვეყნის ამ სტატუსით წარდგენამ უნიკალური შესაძლებლობა შექმნა ქართული ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაციისთვის.

„აღნიშნულმა სტატუსმა ქვეყანას დამატებითი შესაძლებლობა მისცა, საკუთარი ტურისტული პროდუქტი ჩინეთის პრიორიტეტულ ბაზარზე წარედგინა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში აქტიური მარკეტინგული და ცნობადობის ამაღლების კამპანია მიმდინარეობს. გამოფენაზე, საქართველოს ეროვნულ სტენდზე, 30-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი, რომლებსაც სამი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილობრივი ინდუსტრიის ლიდერებთან შეხვედრები გაემართათ და ახალი საქმიანი კავშირები დაემყარებინათ", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდისა და კავშირების გაღრმავების მიზნით, მიმდინარე წლის ივლისიდან შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყება.

„პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია და ამ კუთხით, ჩინეთთან ურთიერთობაში, ქვეყანას ხელშესახები პროგრესი აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოფენა, ახალ რეისებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდას", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ მასშტაბურ გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის შედეგების შეჯამებისას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ვიმედოვნებთ, რომ ITB China ახალ პირდაპირ რეისებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდას - ირაკლი ნადარეიშვილი

27.05.2026.13:20

შანხაიში აზიის რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB China 2026 დასრულდა, სადაც საქართველო განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსით წარსდგა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მასშტაბურ ღონისძიებაში, რომელშიც 80-ზე მეტი ქვეყანა და ათიათასობით ვიზიტორი მონაწილეობდა, ქვეყნის ამ სტატუსით წარდგენამ უნიკალური შესაძლებლობა შექმნა ქართული ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაციისთვის.

„აღნიშნულმა სტატუსმა ქვეყანას დამატებითი შესაძლებლობა მისცა, საკუთარი ტურისტული პროდუქტი ჩინეთის პრიორიტეტულ ბაზარზე წარედგინა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში აქტიური მარკეტინგული და ცნობადობის ამაღლების კამპანია მიმდინარეობს. გამოფენაზე, საქართველოს ეროვნულ სტენდზე, 30-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი, რომლებსაც სამი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილობრივი ინდუსტრიის ლიდერებთან შეხვედრები გაემართათ და ახალი საქმიანი კავშირები დაემყარებინათ", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდისა და კავშირების გაღრმავების მიზნით, მიმდინარე წლის ივლისიდან შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყება.

„პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია და ამ კუთხით, ჩინეთთან ურთიერთობაში, ქვეყანას ხელშესახები პროგრესი აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოფენა, ახალ რეისებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდას", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ მასშტაბურ გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის შედეგების შეჯამებისას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა