ვინ იმუშევებს თბილისის ახალი აეროპორტის დიზაინზე - მარიამ ქვრივიშვილის განმარტება
ავიაციის კუთხით ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ ვინ იმუშავებს თბილისის ახალი აეროპორტის დიზაინზე, რადგან ეს ობიექტი ქვეყნის კარიბჭე და სახეა:
„როდესაც ახალ აეროპორტზე ვსაუბრობთ, ამ პროცესში რომელი გზაც არ უნდა ავირჩიოთ საქართველოს მთავრობა აპირებს ითანამშრომლოს ისეთ მსოფლიო დონის კომპანიებთან, არქიტექტორებთან, რომელთაც აქვთ მსოფლიოში გაკეთებული საუკეთესო აეროპორტები.
რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ იქნება ტენდენციური მომდევნო წლებში. აშენდება ლამაზი აეროპორტი, იქნება ქმედითი და ეს არის ის გზა, რასაც საერთაშორისო და ასევე შიდა აეროპორტების განვითარებისთვის მუდმივად გამოვიყენებთ“,- ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.
მისი თქმით, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი არის საუკუნის პროექტი ქვეყნისთვის და ალბათ რეგიონისთვისაც.
„დღეს ჩვენ ვაწარმოებთ კვლევით სამუშაოებს ვაზიანის ტერიტორიაზე, როგორც ტექნიკური, ასევე ეკონომიკური მიზანშეწონილობის კუთხით. ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ მზად გვექნება როგორც ტექნიკური ისე ეკონომიკური კვლევა იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ დაადაროს ეს ორი პროექტი ერთმანეთს და მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელია ქვეყნისთვის სწორი გზ ა და სწორი არჩევანი.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის დინამიკა, ის განვითარების გეგმა ის ამბიციები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს არამხოლოდ ტურიზმსა ან ავიაციაში ზოგადად, აეროპორტმა უნდა უპასუხოს ყველა ამ ამბიციას. შესაბამისად, გვინდა ისეთი აეროპორტი, რომელსაც დიდი გამტარუნარიანობა ექნება. ჩვენ შევძლებთ აეროპორტის ტერიტორიაზე ქართველი მეწარმეებსაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ განავითარონ კარგო ტერმინალები, კვების ობიექტები, ტექნიკურ ლოგისტიკური ცენტრები, წარმოება და ასე შემდეგ, რომ შევქმნათ ერთიანი ეკოსისტემა და გამოვიდეთ იმ პრიზმიდან, რომელიც გულისხმობს რომ აეროპორტი მხოლოდ მგზავრზე მორგებული უნდა იყოს.
ჩვენ გვინდა სწორი ჯაჭვი იმისთვის, რომ ჩვენი ახალი აეროპორტი ნებისმერი არჩევანის შემთხვევაში იყოს ლოგისტიკური და ტრანზიტული ცენტრი. იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაფართოოთ ტრანსპორტის ეს მიმართულება და ვნახოთ მეტი ეკონომიკური სარგებელი, ვნახოთ მეტი ქართული კომპანია ჩვენს საერთაშორისო აეროპორტში, ვნახოთ მეტი დასაქმების ადგილი და ცხადია ვნახოთ მეტი მილიონობით მგზავრი ქვეყანაში, რომელიც ჩვენს ახალ აეროპორტს გამოიყენებს არამხოლოდ საქართველოში ჩამოსასვლელად არამედ ტრანზიტისთვისაც“,- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826