ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს, 4 თვის საშუალო მაჩვენებელი არის 8,3%, ბიზნესსექტორის ბრუნვის მასშტაბური ზრდა არის ამ ყველაფრის ლოგიკური გამოხატულება - ირაკლი კობახიძე
ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს. 4 თვის საშუალო მაჩვენებელი არის 8,3 პროცენტი და ბიზნესსექტორის ბრუნვის მასშტაბური ზრდა არის ამ ყველაფრის ლოგიკური გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკის შემდგომი ზრდა უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტად როგორც ზოგადად ეკონომიკის გაძლიერებას, ისე მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.
„ჩვენ მთავარია შევუნარჩუნოთ ზრდის ეს ტემპი, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ თანდათანობით კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ავამაღლოთ მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხი. თქვენ იცით, რომ პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდა სხვადასხვა მაჩვენებელზე, ეს არის დასაქმების მაჩვენებელი, ეს არის საშუალო ხელფასის მაჩვენებელი, ეს არის სიღარიბის მაჩვენებელი, სადაც გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ბოლო 5 წლის განმავლობაში და ბუნებრივია, ბიზნესსექტორის ბრუნვის შემდგომი ზრდა, ეკონომიკის შემდგომი ზრდა, უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტად როგორც ზოგადად ეკონომიკის გაძლიერებას, ისე ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
აუცილებლად უნდა იქნას დაცული საერთაშორისო სტანდარტები და ვალდებულებები, რათა ეკონომიკური ზრდა იყოს მდგრადი და ინკლუზიური, ამ მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს - ლევან ჟორჟოლიანი
16.10.2026.13:59
ეკონომიკური ზრდა, ზოგადად, დაკავშირებულია გარემოზე ზემოქმედებასთან - როდესაც წარმოება იზრდება, ბიზნესი ვითარდება, ეს ყოველთვის ნიშნავს გარემოზე ზემოქმედებას, შესაბამისად, აქ შემოდის ის საერთაშორისო სტანდარტები და ვალდებულებები, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას დაცული, რათა ეკონომიკური ზრდა იყოს მდგრადი და ინკლუზიური, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ქართველ ჟურნალისტებს სომხეთში განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ამ მიმართულებით აქვს ძალიან კარგი შედეგები, რასთან დაკავშირებითაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს.
„ეკონომიკური ზრდა, ზოგადად, დაკავშირებულია გარემოზე ზემოქმედებასთან - როდესაც წარმოება იზრდება, ბიზნესი ვითარდება, ეს ყოველთვის ნიშნავს გარემოზე ზემოქმედებას. შესაბამისად, აქ შემოდის ის საერთაშორისო სტანდარტები და ვალდებულებები, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას დაცული, რათა ეკონომიკური ზრდა იყოს მდგრადი და ინკლუზიური. მარტო ეკონომიკური ზრდა საკმარისი არ არის, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ის სტანდარტი, რომელიც მიღებულია სახელმწიფოს მიერ საერთაშორისოდ დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში.
ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, პრემიერმა ისაუბრა ამასთან დაკავშირებით თავის გამოსვლაში, განსაკუთრებით დაცული ტერიტორიების ფართობებთან მიმართებაში, დაგეგმილ ღონისძიებებთან მიმართებაში, რომელიც განხორციელდება უახლოეს მომავალში და მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს,"- აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.