მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

ვისურვებდი, ჩემმა ქვეყანამაც მიაღწიოს საქართველოს ეკონომიკური ზრდის დონეს - ბოსნია და ჰერცოგოვინას ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი

news image
mbc image

თბილისის ფინანსური სამიტის" მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ბევრი მიზეზის გამო, თუმცა ყველაზე მთავარი ის ფაქტია, რომ სამიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვეძლევა, შევხვდეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებს და ვიმსჯელოთ, ვიმუშაოთ და ვითანამშრომლოთ სხვადასხვა პროექტების მიმართულებით, - ამის შესახებ ბოსნია და ჰერცოგოვინას ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ემირ კურტიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა მსგავსი მასშტაბური და მნიშვნელოვანი სამიტების ორგანიზებისთვის.

„ცალსახაა, რომ საქართველო, თბილისი, მისი გეოსტრატეგიული მდებარეობა და პოზიცია სრულიად ლოგიკურს ხდის იმას, რომ ჩვენ ყველანი ახლა აქ ვართ და ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა წინაშეც ვდგავართ", - აღნიშნა ემირ კურტიჩმა.

მისივე თქმით, გლობალური გამოწვევებისა და რისკების ფონზე, მისასალმებელია, რომ საქართველო ძალიან წარმატებული ქვეყანაა ეკონომიკის კუთხით და ეკონომიკური ზრდა შთამბეჭდავია.

„ვისურვებდი, ჩემმა ქვეყანამაც მიაღწიოს საქართველოს ეკონომიკური ზრდის დონეს. ამჟამად ბოსნია და ჰერცეგოვინაში ეკონომიკური ზრდის კუთხით გარკვეული სირთულეები გვაქვს. იმის მოსმენა, რომ საქართველო ეკონომიკურად კარგად ვითარდება, შთამაგონებელია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის და ვფიქრობ, რომ ეს რეალურად შესაძლებელია", - აღნიშნა ბოსნია და ჰერცოგოვინას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ემირ კურტიჩმა.

„თბილისის ფინანსურმა სამიტმა" წელს 60-მდე ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელს მოუყარა თავი. სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით წელს მეორედ ჩატარდა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image დარწმუნებული ვარ, „თბილისის ფინანსური სამიტი" მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს - Swift-ის წარმომადგენელი ჯემ სოიდემირი

29.10.2026.14:33

შეიძლება ითქვას, რომ „თბილისის ფინანსური სამიტი" ძალიან დროული და კარგად ორგანიზებული ღონისძიებაა, რომელშიც სპიკერებიცა და აუდიტორიაც სრულად არის ჩართული, - ამის შესახებ ჯემ სოიდემირმა, Swift-ისგადახდების ბაზრის განვითარების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, თურქეთის, კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ინდოეთის სუბკონტინენტის რეგიონებში.

„დარწმუნებული ვარ, „თბილისის ფინანსური სამიტი" კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს მომდევნო წლებში, თუ გრძელდება", - აღნიშნა Swift-ის წარმომადგენელმა.

მან ასევე ისაუბრა სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიებზე განხილულ თემებსა და საკითხებზე, მათ შორის ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით.

„დღესდღეობით არსებობს რამდენიმე გარდაუვალი გლობალური ტენდენცია, რომელიც საქართველოსა და ზოგადად რეგიონზე ვრცელდება. ამ მხრივ გამოვყოფდი სტაბილურ მონეტებსა და ციფრულ აქტივებს, რომლებიც აყალიბებენ ფინანსურ ტექნოლოგიებსა და საბანკო ინდუსტრიას. ჩვენ დავინახეთ, რომ როგორც ტრადიციულ, ისე ახალ ინფრასტრუქტურებს შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთქმედება და უახლოეს მომავალში ვიხილავთ, რომ ორივე მათგანი ერთობლივად იმუშავებს მომხმარებლების საკეთილდღეოდ, რათა უზრუნველყონ მყისიერი, შეუფერხებელი გადახდები როგორც შიდა, ისე ტრანსსასაზღვრო დონეზე", - აღნიშნა ჯემ სოიდემირმა.

სამიტის ფარგლებში ჯემ სოიდემირმა, სებ-ის ვიცე პრეზიდენტთან ეკატერინე გალდავასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „რეგიონული დაკავშირებადობის ინფრასტრუქტურის განვითარება" მიიღო მონაწილეობა.

დისკუსიის მთავარი თემა ქვეყნებს შორის გადახდების განვითარება, ფინანსური ინფრასტრუქტურის ურთიერთთავსებადობა და რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერება იყო.

პანელის მონაწილეებმა, რომლებსაც ქვეყნებს შორის გადახდების განვითარებისა და საგადახდო ინფრასტრუქტურების ურთიერთდაკავშირების მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება აქვთ, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და ხედვები სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტიანი გადახდების განვითარების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

„თბილისის ფინანსურმა სამიტმა" წელს 60-მდე ქვეყნის 1000-მდე მონაწილეს უმასპინძლა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა