მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7255.3
-0.0059
flag
AZN 1.5824
-0.0004
flag
CNY 39.39
-0.0013
flag
EUR 3.1499
-0.0094
flag
GBP 3.6451
-0.016
flag
KZT 57.88
-0.0021
flag
TRY 0.0595
-0.0001
flag
USD 2.6899
-0.0009
news banner

ვიწყებთ სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებას და ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია - მარიამ ქვრივიშვილი

news image

„უკვე დაწყებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ძირითადი სადგურის ეტაპობრივი განახლება - ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ინფრასტრუქტურა პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და ადამიანების რეალურ საჭიროებებს , - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის თქმით, საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების პროცესი იწყება, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას.

„2026–2028 წლებში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ვიწყებთ სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებას - 50 ახალი ლოკომოტივისა და 1500 ვაგონის შეძენას. ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია. აღნიშნული ინვესტიცია მოგვცემს შესაძლებლობას, ქვეყნის გადაკვეთის დრო შევამციროთ 24 საათიდან 12 საათამდე და ამასთან გავაორმაგოთ ქვეყნის სატრანსპორტო გამტარუნარიანობა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს აქცევს რეგიონში პრაქტიკულად უალტერნატივო, ყველაზე სწრაფ და ეფექტიან სატრანზიტო კვანძად. პარალელურად, აქტიურად ვავითარებთ სამგზავრო მიმართულებას. ვახორციელებთ ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას გავაორმაგოთ მგზავრთნაკადი და მგზავრობა გავხადოთ უფრო სწრაფი, კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის თქმით, ბორჯომი–ბაკურიანის ისტორიული სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია 2027 წლის ზამთარში დასრულდება, რის შედეგადაც მოქალაქეებსა და ტურისტებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ „კუკუშკის" უნიკალური მომსახურებით, რომელიც ერთდროულად აერთიანებს სატრანსპორტო, კულტურულ და ტურისტულ მნიშვნელობას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება

05.05.2026.13:23

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს. პროექტის ფარგლებში კომპანია 50-მდე ლოკომოტივსა და 1 500 ვაგონს შეიძენს, რისთვისაც შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია. სალოკომოტივო და სავაგონო პარკის განახლების პარალელურად, გაიზარდა მატარებლის გადაზიდვის დასაშვები სიგრძე და წონები.

კერძოდ, თუ აქამდე სატვირთო მატარებელი საშუალოდ 45 ვაგონისგან შედგებოდა, დღეს მათი რაოდენობა 57 ერთეულამდეა გაზრდილი. პარალელურად მიმდინარეობს ახალი ინსტრუქციების დანერგვა, რაც სატვირთო შემადგენლობების გამტარუნარიანობასა და გადაზიდვების მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ფოთი-ბაქოსა და ფოთი-თბილისის მიმართულებებზე რეგულარული ბლოკ-მატარებლები დაინიშნა, რამაც გადაზიდვის დრო მნიშვნელოვნად შეამცირა. ამასთანავე, შიდა რესურსით 350-მდე ვაგონი გარემონტდა, არსებულ პარკს კი უახლოეს პერიოდში ახალი ვაგონებიც დაემატება.

„სატვირთო გადაზიდვებში მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს. დავიწყეთ სალოკომოტივო და სავაგონო პარკის განახლება. ვამცირებთ გადაზიდვის დროს, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ტვირთმფლობელებისთვის. დავასრულეთ მოდერნიზაციის პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტრანზიტული შესაძლებლობების გაზრდას. საქართველოს რკინიგზა კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება შუა დერეფნის ქვეყნებისთვის“, - აცხადებს ლაშა აბაშიძე.
საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მატარებლების სიჩქარე მოიმატებს, სატრანზიტო დრო განახევრდება, გამტარუნარიანობა კი გაორმაგდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა