მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვიყოთ საიმედო პარტნიორები მსოფლიო სავაჭრო სისტემისთვის - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

„ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო სექტორს და შესაბამისად, არსებობს ის გრძელვადიანი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს სექტორი და ამ გეგმას ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ბათუმში გამართულ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი იქცა მნიშვნელოვან პლატფორმად ქვეყნის მიერ განხორციელებული პროექტებისა და დაგეგმილი ღონისძიებების განხილვისთვის.

„რეგიონულ ჭრილში ვისაუბრეთ შუა დერეფნის როლზე მსოფლიო სავაჭრო სისტემებში და იმაზე, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ, პარტნიორი სახელმწიფოები ერთად იმისთვის, რომ შუა დერეფანი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და ამ მიმართულებით ვიყოთ საიმედო პარტნიორები მსოფლიოს სავაჭრო სისტემისთვის. ფორუმის ფარგლებში გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრებიც და გამოვყოფდი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის როლს და გენერალური მდივნის ვიზიტს, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ვიზიტი ნამდვილად ხაზს უსვამს თვითონ ფორუმის და იმ თემების აქტუალობას, რომელიც ფორუმზე განვიხილეთ. გამოვყოფდი იმ კერძო სექტორსაც, რომელსაც ჩვენ შევხვდით, ეს იქნება Columbia Shipmanagement, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი ქართველი მეზღვაურების, ასევე COSCO Shipping, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად საკონტეინერო ხაზს და აქვე გამოვყოფდი Abu Dhabi Ports. მათთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები" - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები შედგა პარტნიორი ქვეყნების - ყაზახეთის, თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები გაიმართა.

„ასეთი მაღალი დონის დიალოგი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ განვიხილოთ მნიშვნელოვანი თანამშრომლობის საკითხები, დავგეგმოთ მომავალი თანამშრომლობა და აქედან გამომდინარე, მივაღწიოთ იმ მნიშვნელოვან შედეგებს, რომელსაც წლების განმავლობაში უკვე საქართველოს სატრანსპორტო სექტორში ვხედავთ" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში 7-8 სექტემბერს გაიმართა და მას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ბალანსში ექსპორტად აღრიცხული მოცულობის 30.4% აზერბაიჯანთან ტექნიკურ გაცვლას წარმოადგენდა, დანარჩენი 69.6%-ის ექსპორტი თურქეთში განხორციელდა, რომლის ნახევარი ესკოს ბარტერს წარმოადგენდა | Galt & Taggart

05.10.2026.19:00

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები. 

,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა