ვმუშაობთ, რომ მომხმარებელთა უფლებები იყოს აქტიურად დაცული - ირაკლი ლექვინაძე
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში წელს უკვე 1000 გადააჭარბა მომხმარებელთა მხრიდან დაფიქსირებული განაცხადების რაოდენობამ, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სააგენტო უკვე ორი წელია ინტენსიურად მუშაობს.
„მეორე სრული წელია რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სრულყოფილად ვმუშაობთ. წელს 1000 გადააჭარბა უკვე განხილული განაცხადების რაოდენობამ. ერთ-ერთი ბოლო საკითხი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დავამტკიცეთ ეს იყო გაიდლაინი ფასების მითითებასთან დაკავშირებით.
ფასისი მითითება სოციალურ ქსელებში, მენიუებში, სხვადასხვა ტიპის შემოთავაზებებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. გაიდლაინში კარგადაა გაწერილი თუ როგორ უნდა იყოს მითითება ფასთა კლების დროს, როგორ უნდა იყოს ფასი მენიუსა და სოციალურ ქსელში ფასი წარმოდგენილი.
ჯამში თუ წლიურ სტატისტიკას შევხედავთ, ონლაინ განაცხადებია უმეტესობა რაზეც გვიწეს რეაგირება, რადგან ონლაინ ვაჭრობას ეხება. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მოგვმართოს და ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურად ჩართულობას, მუშაობას იმისთვის, რომ მომხმარებელთა უფლებები იყოს აქტიურად დაცული. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ მოვაჭრეს, ძალიან ბევრ მომხმარებელს ვისაც აქვს გამოცდილება ჩვენთან ურთიერთობის საკმაოდ სარგებლიანი შედეგი აქვთ ამ კუთხით“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826