მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

ვმუშაობთ, რომ სებ-ის ახალ ციფრულ პლატფორმას სესხების შესახებ ინფორმაციაც დაემატოს - დავით უტიაშვილი

news image
mbc image

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის, დავით უტიაშვილის შეფასებით, სამომავლოდ სებ-ის ახალ ციფრულ პლატფორმაზე საკომისიოებსა და დეპოზიტებთან ერთად ინფორმაცია სესხების შესახებაც განთავსდება.

როგორც დავით უტიაშვილი გადაცმა "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" განმარტავს, სესხები უფრო კომპლექსური პროდუქტია, რადგან მათთან დაკავშირებულია სხვადასხვა ტიპის საკომისიო, ვადიანობა და სხვა პირობები. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის დაემატება პლატფორმას სესხების შესახებ ინფორმაცია.

"ვებსაიტზე განთავსებულია ინფორმაცია - საკომისიოებზე, გადახდის ტარიფებზე, ვალუტის კურსზე, ანაბრებზე. ასევე ჩვენი მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია სესხი, დაახლოებით 2 მლნ მსესხებელი რეგულარულად სარგებლობს ამ მომსახურებით. შესაბამისად მათთვის სესხის საპროცენტო განაკვეთი ფინანსურად დიდი ტვირთია - ყველას აინტერესებს. ამ ყველაფერზე ვმუშაობთ, მაგრამ სესხები უფრო კომპლექსური პროდუქტია - რამდენიმე ტიპის საკომისიოა, სხვადასხვა ვადიანობა, ამიტომ დრო დაგვჭირდება. თუმცა მომავალში როგორიცაა საერთაშორისო პრაქტიკა ვებგვერდზე საკომისიოებსა და დეპოზიტებთან ერთად, სესხებზეც გვექნება ინფორმაცია განთავსებული. ახლა წინასწარი თარიღის დასახელება რთულია, თუმცა გვინდა სწორად და ჯანსაღად გავაკეთოთ", - აცხადებს დავით უტიაშვილი.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების ტარიფებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შედარების პლატფორმა 16 ივლისს აამოქმედა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image OPEC+ ნავთობის მოპოვების პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას იღებს

09.09.2026.16:00

OPEC+-მა კვირას გამართულ შეხვედრაზე ოქტომბრისთვის ნავთობის მოპოვების პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ჯგუფმა ჯერ ახალი კვოტები უნდა შეათანხმოს, რის შემდეგაც ნავთობის მოპოვების შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს.

შვიდი ძირითადი OPEC+ წევრი ქვეყნის საუდის არაბეთის, რუსეთის, ერაყის, ქუვეითის, ალჟირის, ყაზახეთისა და ომანის შეხვედრა ირანის ომის ფონზე გაიმართა, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის ექსპორტს კვლავ არღვევს. ეს OPEC+-ის გავლენას ნავთობის ფასებსა და ბაზრის წილზე ზღუდავს.

აგვისტოში OPEC+-მა სექტემბერში ნავთობის მოპოვების გაზრდას დაუჭირა მხარი, რითაც დაასრულა 2023 წელს თავდაპირველად შეთანხმებული, დღეში 1.65 მილიონი ბარელით მიწოდების შემცირების ეტაპობრივი გაუქმება.

მიუხედავად შეთანხმებული მოპოვების ზრდისა, OPEC+-ის ჯგუფი, რომელიც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) და მის მოკავშირეებს, მათ შორის რუსეთს, აერთიანებს, ომის გამო ნავთობს კვლავ მნიშვნელოვნად ნაკლები მოცულობით აწარმოებს, ვიდრე დადგენილი სამიზნე მაჩვენებლებია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა