მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვთანამშრომლობთ და ვმონაწილეობთ ფართომასშტაბიან საერთაშორისო პროექტებში, ასევე ვთანამშრომლობთ ისეთ ინიციატივაში, როგორიც „შუა დერეფანია“ - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „შუა დერეფნის", როგორც საერთაშორისო კავშირების მნიშვნელოვან ფაქტორზე ისაუბრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში მიმდინარე ამავე სახელწოდების პანელურ დისკუსიაზე. ლევან დავითაშვილმა, რომელიც პანელის მთავარი მომხსენებელია, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგზაო-სატრანსპორტო კავშირი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის ყველა სექტორის განვითარებისთვის, ვაჭრობა იქნება ეს, ინვესტირება თუ სხვა.
„ახლა უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება კავშირზე, ტრანსპორტზე. საგზაო კავშირები , საგზაო ტრანსპორტი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ კონკრეტულ სექტორს ვავითარებთ, რა თქმა უნდა, ეკონომიკის ყველა სექტორისა და დარგისთვის. ვაჭრობის, ინვესტირების გარდა ეს ზეგავლენას ახდენს ზოგადად უმუშევრობასა და საარსებო საშუალებებზე. ეს არის ერთი საკითხი, ინფრასტრუქტურაში მაღალი დანახარჯები კი ჩვენი მეორე პრიორიტეტია, რადგანაც ამას წვლილი შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში. 2021-2022 წელს საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აღინიშნებოდა და ჩვენ გვინდა, რომ 2023 წელსაც შენარჩუნდეს ეს მაღალი მაჩვენებელი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
პანელურ დისკუსიაში „შუა დერეფანი" სპიკერთა წარმომადგენლობითი გუნდია შეკრებილი - საქართველოს ვიცე-პრემიერის გარდა მასში მონაწილეობენ რაშად ნაბიევი - აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ენვერ ისკურტი, ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრი სატჟან აბლალიევი, კიტაკ ლიმი - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის  (IMO) გენერალური მდივანი და საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის გაერთიანების (IRU) გენერალური მდივანი უმბერტო დე პრეტო.
„დაკაშირებადობა" - ეს წლევანდელი „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემაა. დისკუსიის მონაწილეები ამ კონტექსტში განიხილავენ „შუა დერეფნის" განვითარების პერსპექტივებს და  ამ კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვმონაწილეობთ ფართომასშტაბიან საერთაშორისო პროექტებში, ასევე ვთანამშრომლობთ ისეთ ინიციატივაში, როგორიც „შუა დერეფანია". გასულ წლის ნოემბერში, აქტაუში შუა დერეფნის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სამოქმედო გეგმას, რომ უკვე დაწყებულიყო მასზე მუშაობა.  ხუთი წელია წინ სამუშაოდ, იმისათვის რომ გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა, თანამშრომლობა, პოლიტიკა, საკანმომდებლო ჩარჩო და ა.შ. კიდევ საჭიროა აქტივობების , საქმიანობის კოორდინაცია - რომ ყველაფერი იყოს სანდო , მიმზიდველი, საერთაშორისო დონეზე გამჭვირვალე. ეს არის ჩვენც მიერ აღებული ვალდებულება და ახლა უკვე ვხედავთ, რომ მონაწილეები გამოირჩევიან ერთიანობით, ერთი მიდგომით", - განაცხადა ევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „შუა დერეფანთან" დაკავშირებულ ყველა ქვეყანას განცხადებული აქვს სურვილი, დაძლეული იქნას პროექტთან დაკავშირებული გამოწვევები. „ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ის საკმაოდ ეფექტიანი მარშუტი იქნება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა