მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვთვლით, რომ ეროვნულმა ბანკმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო ამ ეტაპზე l დავით რუსია სებ-ის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებაზე

news image
mbc image

ვთვლით, რომ ეროვნულმა ბანკმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო ამ ეტაპზე, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ განაცხადა.

„ეროვნული ბანკის აღნიშნული გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, ლოგიკური გაგრძელება არის ივლისში მიღებული გადაწყვეტილების, როდესაც ეროვნულმა ბანკმა არსებულ დონეზე შეინარჩუნა განაკვეთი. ამ გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად, ეროვნულმა ბანკმა თქვა, რომ ამ ეტაპზე ზრდა არ სჭირდება, თუმცა ინფლაციური რისკების გამო განაკვეთის შემცირების ციკლისთვის, ალბათ, მზად ჯერ არ არის.

ეს გარკვეულწილად ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ ინფლაცია, იცით, რომ საქართველოში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა იმყოფება. მიზნობრივი მაჩვენებელი, იცით, რომ 3%-ია და, ამავე დროს, ჩვენს გადაწყვეტილებაზე, გარკვეულწილად, ყოველთვის ასოციაცია აპელირებს, ასევე Fed-ის გადაწყვეტილებაზე, რომელიც 15-16 სექტემბერს უნდა გამოქვეყნდეს.

თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გარკვეულწილად, უკვე 60%-იანი ალბათობით ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლებელია 15-16-ში ვიხილოთ 0,25%-იანი ზრდა, თუმცა ეს არ არის დადასტურებული, ეს უბრალოდ მოსაზრება არის და რეალური გადაწყვეტილება ჩვენ მხოლოდ 16 სექტემბერს გვექნება.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას, მას ჰქონდა, ალბათ, ორი არჩევანი - პირველი, რომ დაეტოვებინა განაკვეთი 8.25%-ზე, რაც კიდეც გააკეთა. ამით, რეალურად, მან შეინარჩუნა რეალური საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვანი ბუფერები და არ დაამძიმა ზედმეტად საკრედიტო პირობები, რაც მისასალმებელია.

რომ გაეზარდა 8.50%-მდე, ეს უფრო მეტად გააძლიერებდა ანტიინფლაციურ სიგნალებს და გააფართოვებდა საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობას ლარისა და დოლარის სესხებს შორის.

ამიტომაც, რადგან Fed-ის გადაწყვეტილება არ ვიცოდით ჯერ-ჯერობით, შესაბამისად, ვთვლით, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება სწორი იყო. თუ Fed გარკვეულწილად შეცვლის და გაზრდის განაკვეთებს, ეს უკვე ოქტომბრის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე აუცილებლად აისახება.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ ერთმნიშვნელოვნად ის ამ დოლარის რეფინანსირების განაკვეთის გამო, უფრო ვფიქრობთ, რომ განახლებული ინფლაციური მოლოდინების გამო შეიძლება გარკვეულწილად საბჭოთა განაკვეთების გამკაცრებისკენ გადაიხაროს.

ამ ეტაპზე შენარჩუნდა ის პროგნოზი და ის მოლოდინები, რაც არსებობდა ივლისის მაჩვენებლით და, შესაბამისად, ვთვლით, რომ ეროვნულმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო ამ ეტაპზე“, - განაცხადა დავით რუსიამ.

რაც შეეხება სამომავლო მოლოდინებს, დავით რუსიას შეფასებით, ეროვნული ბანკის შემდგომ გადაწყვეტილებებზე ორი ძირითადი ფაქტორი მოახდენს გავლენას.

„აქ ორი ფაქტორი იქნება აუცილებლად განმსაზღვრელი. ეს იქნება, რა ინფლაცია იქნება საქართველოში. ინფლაცია ხომ არსებული და კიდევ იმპორტირებული ინფლაციის ნაზავს ვიღებთ, ანუ აუცილებლად შეხედავს, ჩვენი აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის მაჩვენებლებს.

და თუ, გარკვეულწილად, ეს ენერგო რესურსებზე ფასებმა, ხო, ახლა ბრენტის ფასი უკვე ისევ 100$-ს მიუახლოვდა, შესაბამისად, თუ ინფლაციური წნეხი ისევ გაზრდისკენ იქნება გადახრილი, შესაძლოა ეროვნულმა ბანკმა გაამკაცროს ეს პოლიტიკა.

და ეროვნული ბანკის მმართველს წლის დასაწყისში ეს ნათლად აქვს ნათქვამი, თუმცა დაველოდოთ მაინც.

საზაფხულო პერიოდი გუშინ დამთავრდა პრაქტიკულად. მოდით, დაველოდოთ ოქტომბრის მიდამოებში მაჩვენებლებს და, შესაბამისად, უკვე ოქტომბერში, თუ გნებავთ, სხდომამდე კიდევ ერთხელ ჩავერთოთ და უფრო მეტის თქმის საშუალება გვექნება თქვენთვის“, - აცხადებს დავით რუსია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა