მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

ზაფხულში ჩვენ გავხსნით გუდაურამდე მისასვლელ ახალ გზას - რევაზ სოხაძე

news image
mbc image

ზაფხულში გავხსნით გუდაურამდე მისასვლელ გზას, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ზამთრის პერიოდში აღარ მოხდეს შეფერხება, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა. პროექტი დასრულების შემდეგ  გააერთიანებს ყველაზე დიდი გვირაბს და 166 სიმაღლის ხიდს. 

„ვიტყვი იმ მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ახლა ხორციელდება. ეს არის ქვეშეთი-კობის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - ეს არის 23 კმ-იანი მონაკვეთი. სწორედ ამ მიმართულებაზე გაქვს დღეს პრობლემები. იცით, რომ ძალიან ხშირად, ზამთრის პერიოდში გუდაურის, მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთი ზვავსაშიშროების გამო იკეტება ხოლმე და გუშინაც მაგალითად იყო შეფერხება. რაც გამომდინარეობს ზვავსაშიშროებიდან. ჩვენ ეს მონაკვეთი, რომელსაც ახლა ჩვენ ვაშენებთ აქტიურად და მინდა გითხრათ, რომ ესეც არანაკლებ რთული საინჟინრო პროექტია ვიდრე რიკოთის მონაკვეთი, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უკვე ზაფხულში გავხსნით გუდაურამდე მისასვლელ გზას, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ზამთრის პერიოდში აღარ მოხდეს შეფერხება. იმის გარდა, რომ თავისუფლად ჩავალთ და გაცილებით კომფორტულად მოხდება მგზავრობა და უკვე შემდგომში, როცა სრულად დასრულდება ეს მონაკვეთი მინდა გითხრათ, რომ აქ არის 9 კმ-იანი გვირაბი, რომელიც უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს მოპირკეთებითი სამუშაოები - ყველაზე დიდი გვირაბი რეგიონში. და ასევე, არის უნიკალური, ყველაზე მაღალი ხიდი, რომელიც ამ ხეობაში შენდება - ეს არის 166 მეტრი სიმაღლის ხიდი, რომელიც ამ ლანდშაფტში საკმაოდ საინტერესოდ იქნება განთავსებული. და ესეც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, არამხოლოდ ტრანზიტული კუთხით ქვეყნის პოტენციალის გაძლიერების, არამედ ტურისტული კუთხითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მოსახლეობა აღმოაჩენს ხადას ხეობას,  ~სადაც მეც ჩემდა სამწუხაროდ აქამდე არ ვყოფილვარ და ახლა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამო მომიწია იქ ჩასვლა და მინდა გითხრათ, რომ ულამაზესი ადგილებია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქე არ არის ამ მხარეში ნამყოფი და ეს გზაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენი კიდევ ერთი ძალიან ლამაზი მხარეს გავეცნოთ და შევისწავლოთ.

მე მინდა მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო ამ შეფერხებებისთვის, რომელიც ზამთრის პერიოდში არსებობს. თუმცა გარკვეულწილად ეს არის ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე - საავტომობილო გზების დეპარტამენტი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ რა მომენტშიც საშუალება ეძლევა მას შესაბამისი სამსახურების თანხმობით მოახდინოს ნებისმიერი გზის გაწმენდა საქართველოს მასშტაბით. მუდმივად, ათასობით ადამიანი არის მობილიზებული იმისთვის, რომ გზები რთულ მეტეოროლოგიურ პირობებშიც კი იყოს განვლადი და ამ თვალსაზრისით შეფერხება იყოს მინიმალური“, - აღნიშნა მინისტრმა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

23.10.2026.17:03

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9090 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5971 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5971 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5973 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9090 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9137 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0047 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა