მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7153.3
0.0216
flag
AZN 1.5401
-0.0008
flag
CNY 38.819
-0.0007
flag
EUR 3.0205
-0.0009
flag
GBP 3.5397
0.0037
flag
KZT 56.24
0.0009
flag
TRY 0.0548
-0.0001
flag
USD 2.6181
-0.001
news banner

ზამთრის დეფიციტის პერიოდში ქარის და რეზერვუარიანი ჰიდროსადგურები ყველაზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ - Galt & Taggart

news image
mbc image

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას აქვეყნებს ,,ელექტროენერგიით ვაჭრობის პერსპექტივები საქართველოსა და კავკასიის რეგიონში".

,,ჩვენი მოლოდინით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2035 წლისთვის 20.0 ტვტ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2025 წლის 14.9 ტვტ.სთ-თან შედარებით წლიური 3.4%-იანი ზრდაა. მოთხოვნის ზრდას ძირითადად ეკონომიკური აქტივობა და ელექტრიფიკაცია განაპირობებს, მათ შორის კონდიციონერებისა და საოჯახო ტექნიკის უფრო ფართო გამოყენება და ელექტრომობილების რაოდენობის მატება. 2007-26 წლებში განახლებადი ელექტროსადგურების 94% სახელმწიფოს მხრიდან წახალისების მექანიზმით აშენდა. 2017 წელს PPA-ს შეჩერებამ ინვესტორის ინტერესი შეანელა, ხოლო 2022 წლის ბოლოს CFD მექანიზმის ამოქმედებამ ინვესტორების ინტერესი კვლავ გააქტიურა. ჩვენი საბაზისო სცენარით, ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი დაჩქარდება, რის შედეგადაც საქართველოს დადგმული სიმძლავრე 2035 წლისთვის 8.8 გვტ-ს მიაღწევს. ამისთვის საჭირო იქნება $4.5 მლრდ-ის ინვესტიცია გენერაციის ობიექტებში და $1.0 მლრდ-ის ინვესტიცია ქსელის განვითარებაში. ამ სცენარის შემთხვევაში საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი გახდება, ხოლო პროექტების შეფერხების შემთხვევაში იმპორტზე დამოკიდებულება გაღრმავდება. რეგიონული ვაჭრობის შესაძლებლობები ქვეყანათაშორისი ხაზების გამტარუნარიანობაზე, რეგიონულ გენერაციის მიქსზე, ელექტროენერგიის ფასებსა და ბაზრის წესებზე იქნება დამოკიდებული. ისტორიულად საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო, თუმცა დაგეგმილმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა შესაძლოა სავაჭრო შესაძლებლობები გააფართოოს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ევროპაში ექსპორტის ახალ გზას შექმნის და გააძლიერებს საქართველოს როლს რეგიონულ ელექტროენერგიით ვაჭრობაში", - აღნიშნულია ანგარიშში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თამარ იოსელიანი კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორს შეხვდა, სადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობაზე იმსჯელეს

12.08.2026.17:27

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორს, ტიმ დევოლდერს შეხვდა. შეხვედრაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

შეხვედრა ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორიაზე შედგა, სადაც თამარ იოსელიანი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, ტალღმტეხის არხის მოსაწყობად მიმდინარე ფსკერდაღრმავების სამუშაოებს გაეცნო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ყველა ძირითადი კომპონენტის გათვალისწინებით მიმდინარეობს. მხარეებმა იმსჯელეს შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებზე, ტექნიკურ პროცესებზე, ასევე იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უზრუნველყოფს პროექტის შეუფერხებელ და დროულ განხორციელებას.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა