ზამთრის ტურისტული სეზონი 20 დეკემბერს გუდაურში, გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება და ეს ერთ-ერთი წარმატებული სეზონი იქნება - ირაკლი ნადარეიშვილი
„აქტიური მზადება მიმდინარეობს ზამთრის ტურისტული სეზონისთვის და რა თქმა უნდა, აქ წამყვანი როლი აქვს ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ზამთრის ტურისტულ სეზონზე საუბრისას აღნიშნა, რომ წელს გუდაურში განსაკუთრებული სიახლეები იქნება.
„ეს შეეხება ახალ სასრიალო ტრასებს, ახალ საბაგიროებს, თითქმის 8 კმ დამატებით იქნება გათოვლიანებული, მოეწყობა სასრიალო ტრასების განათება ახალ გუდაურში და იქნება ბევრი სიახლე, რომლითაც ისარგებლებენ როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივი დამსვენებლები", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ზამთრის ტურისტული სეზონი 20 დეკემბერს ასევე გუდაურში, გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება და მისი პროგნოზით, ეს ერთ-ერთი წარმატებული სეზონი იქნება, მათ შორის სამთო-სათხილამურო კურორტებზე სიახლეების კუთხით.
„ჩვენი ქვეყნის ოთხსეზონიანი ტურისტული ადგილის პოზიციონირების თვალსაზრისით, ზამთრის სეზონს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ტრადიციულად სახელმწიფო ზრუნავს როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ასევე დამატებითი სერვისების მიწოდებაზე ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებზე", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826