მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

ზამთრისა და დღე-ღამური დეფიციტის დასაბალანსებლად რეზერვუარიანი ჰესები ყველაზე ეფექტურია - მარიამ ჩახვაშვილი

news image
mbc image

ზამთრის დეფიციტის შემცირების თვალსაზრისით, რეზერვუარიანი ჰესების შემდეგ ყველაზე ეფექტიანი ქარის ელექტროსადგურებია. Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსის, მარიამ ჩახვაშვილის განცხადებით, კვლევამ აჩვენა, რომ დეფიციტურ თვეებში ქარის სადგურების გენერაციის პროფილი მზისა და მოდინებაზე მომუშავე ჰესების მაჩვენებლებს აღემატება, რაც მათ ენერგოსისტემის მდგრადობისთვის მნიშვნელოვან წყაროდ აქცევს.

„ერთ-ერთი მასშტაბური კვლევის ფარგლებში, ჩვენ შევადარეთ დეფიციტური და პროფიციტური თვეები, რათა დაგვედგინა, თუ გენერაციის რომელი ტიპის სადგურებს აქვთ უკეთესი პროფილი. კვლევამ აჩვენა, რომ ამ 8 დეფიციტური თვის განმავლობაში ქარის სადგურების მაჩვენებელი დაახლოებით 64-65%-ია, მაშინ როცა მზისა და მოდინებაზე მომუშავე ჰიდროსადგურების (ჰესების) წილი 60%-ს შეადგენს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 65-66%  რეზერვუარიან ჰიდროსადგურებს აქვთ.

შესაბამისად, საუკეთესო მოცემულობა სწორედ რეზერვუარიან ჰესებს გააჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ მათ საკუთარი გამოწვევები აქვთ, სისტემისთვის.  კერძოდ, ზამთრისა და დღე-ღამური დეფიციტის დასაბალანსებლად  ისინი ყველაზე ეფექტური სადგურებია. სეზონური დეფიციტის დაძლევის კუთხით, მეორე ადგილზე ქარის სადგურები მოდის, და მხოლოდ ამის შემდგომ  მოდინებაზე მომუშავე ჰესები და მზის სადგურები.

ეს რიგითობა წმინდა ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარეობს, თორემ, რა თქმა უნდა, გენერაციისთვის და სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, ყველა ტიპის სადგური თანაბრად აუცილებელია. ამ შემთხვევაში, მე უბრალოდ ჩამოვთვალე პრიორიტეტები ზამთრის დეფიციტის აღმოფხვრისა და სისტემის მდგრადობის თვალსაზრისით“, - აღნიშნა Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა. 

მისივე თქმით, მზისა და რეზერვუარიანი ჰიდროელექტროსადგურების კომბინაცია ენერგოსისტემისთვის იდეალურ მოდელად მიიჩნევა, თუმცა საქართველოში ასეთი პროექტების განვითარებას გარემოსდაცვითი და სოციალური ფაქტორები ართულებს. 

„რეზერვუარიან ჰიდროსადგურებს როგორც ზამთრის სეზონური დეფიციტის, ისე დღე-ღამური დისბალანსის შევსება შეუძლიათ. მაგალითად, მზის სადგურები ენერგიას მხოლოდ დღის განმავლობაში გამოიმუშავებენ, ღამით კი ეს ნაკლოვანება სხვამ უნდა შეავსოს, რის გამოც რეზერვუარიანი ჰესებისა და მზის სადგურების კომბინაცია იდეალურია. როდესაც მზის აქტივობა მაღალია, რეზერვუარიანი ჰესი არ მუშაობს, აგროვებს წყალს და მას უკვე ღამის საათებში, მოთხოვნის პიკის დროს გამოიმუშავებს.

თუმცა, რეზერვუარიან ჰიდროსადგურებს საკუთარი გამოწვევები ახლავს. ეს არის გარემოზე ზემოქმედების ფაქტორი და ისეთი ლოკაციის მოძებნის სირთულე, სადაც მოსახლეობასთან შეხება არ ექნება. საქართველო გეოგრაფიულად ისეა დასახლებული, რომ თითქმის ყველა სოფელი თუ დასახლება მდინარეების ხეობებშია გაშენებული. სწორედ ამიტომ არის რთული ისეთი ადგილის პოვნა, სადაც დაინტერესებული მხარეების (სთეიქჰოლდერების) რაოდენობა მცირე იქნება და პროექტს ადგილობრივ მოსახლეობაზე ნაკლები სოციალური გავლენა ექნება“, - აღნიშნა მან.

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ბალანსში ექსპორტად აღრიცხული მოცულობის 30.4% აზერბაიჯანთან ტექნიკურ გაცვლას წარმოადგენდა, დანარჩენი 69.6%-ის ექსპორტი თურქეთში განხორციელდა, რომლის ნახევარი ესკოს ბარტერს წარმოადგენდა | Galt & Taggart

05.10.2026.19:00

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები. 

,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა