ზოგადად კადრები და განათლება, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და განსაკუთრებით ჩვენს სექტორში - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი გიორგობიანის განცხადებით, სამშენებლო სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტი კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. მისი თქმით, დარგში მაღალი მოთხოვნა და მზარდი ხელფასები ადასტურებს, რომ ბაზარზე შესაბამისი სპეციალისტების ნაკლებობაა, რის გამოც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროფესიული განათლებისა და ვიწრო სპეციალიზაციების მხარდაჭერას სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით.
„ზოგადად კადრები და განათლება, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და განსაკუთრებით ამ სექტორში. ეს სექტორი რეალურ ეკონომიკაში მეორე ყველაზე დიდი დამსაქმებელია რითეილ სექტორის შემდეგ. შესაბამისად, როდესაც სექტორი ასე სწრაფად იზრდება, ეს აისახება კიდეც იმ ციფრებში, რომელთა მიხედვითაც საშუალო ხელფასმა ამ სექტორში გაუსწრო საფინანსო სექტორს და ფაქტობრივად მეორე ადგილზეა IT სექტორის მერე.
ეს ცალსახად მიანიშნებს იმას, რომ მოთხოვნა ძალიან მაღალია, თუმცა მიწოდების ნაწილში პრობლემა გვაქვს, ასევე გვაქვს კვალიფიციური კადრების პრობლემაც. ძალიან მიხარია, რომ სახელმწიფომ ამ ბოლო დროს დააინიცირა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ სწორედ პროფესიულ განათლებას და ვიწრო სპეციალიზაციების დაფინანსებას. მათ შორის, ჩაატარეს კვლევა და იდენტიფიცირებული იყო, რომ მშენებლობის სექტორი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და დეფიციტურ დარგს.
ვფიქრობ, აქაც საჯარო და კერძო დიალოგის პირობებში შესაძლებელია მნიშვნელოვანი კაპიტალის წერტილოვანი მობილიზება, რათა მოხდეს ამ ინვესტირებული კაპიტალის მონეტიზაცია კვალიფიციური კადრების მომზადების კუთხით. თუმცა, მეორე მხრივაც, პროფესიული სასწავლებლების კუთხით კერძო კაპიტალითაც განხორციელდა რამდენიმე პროექტი. ჩვენ მათთანაც და ასოციაციის ბაზაზე გვაქვს რამდენიმე ინიციატივა, რომელიც გვინდა, რომ სახელმწიფოსთან ერთად, ერთობლივად შევქმნათ სექტორისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში მაინც მცირე მასშტაბის ეკონომიკა გვაქვს და ნებისმიერი მსგავსი პრობლემის გადაწყვეტას მასშტაბის ეფექტი სჭირდება, რომელსაც მარტო ერთი კომპანია ვერ შექმნის. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთობლივად მოახდინონ რესურსების მობილიზება, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ამ პრობლემის მოგვარებაში“, - განმარტავს გიორგობიანი.
სხვა სიახლეები
Fed-ის წარმომადგენლები წელს საპროცენტო განაკვეთის დამატებით ზრდას პროგნოზირებენ
23.09.2026.15:00
FED-ის წარმომადგენლები წელს საპროცენტო განაკვეთის კიდევ ერთ ზრდას ელიან, ხოლო 2027 წელს მის უცვლელად შენარჩუნებას პროგნოზირებენ, - ამის შესახებ ცენტრალური ბანკის ბოლო სხდომის შემდეგ გამოქვეყნებული კვარტალური პროგნოზები მიუთითებს.
ამასთან, მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელმა პირებმა მოკლევადიანი ინფლაციის პროგნოზიც გაზარდეს. პროგნოზები მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც პოლიტიკის შემქმნელებმა ფედერალური ფონდების განაკვეთის სამიზნე დიაპაზონი 0.25 პროცენტული პუნქტით, 3.75% - 4.00%-მდე გაზარდეს, რაც ბაზრის მოლოდინს შეესაბამებოდა.
ახალი პროგნოზების მიხედვით, განაკვეთები 2028 წელს კვლავ შემცირდება, ხოლო 2029 წელს ფედერალური ფონდების განაკვეთი 3.50%-3.75%-ის ფარგლებში იქნება. ივნისში გამოქვეყნებულ პროგნოზებში Fed-ის წარმომადგენლები წელს განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით ზრდას, ხოლო 2027 წელს იმავე მოცულობით შემცირებას ელოდნენ.
განაკვეთის ზრდა იმ ფონზე გამოცხადდა, როდესაც პოლიტიკის შემქმნელები კვლავ მაღალი ინფლაციის პრობლემას ებრძვიან. 16-17 ივნისის სხდომის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გართულდა: ფასებზე ზეწოლა გაიზარდა, რასაც ნაწილობრივ ახლო აღმოსავლეთში ომთან დაკავშირებული ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობებს.
Fed-ის წარმომადგენლებმა ასევე გაზარდეს გრძელვადიან პერსპექტივაში ფედერალური ფონდების განაკვეთის პროგნოზი 3.2%-მდე, ივნისის პროგნოზში მითითებული 3.1%-დან.