მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დღეისათვის ლარის კურსზე არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორი ნეგატიური მიმართულებით არ მოქმედებს - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

news image
mbc image

დღეისათვის ლარის კურსზე არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორი ნეგატიური მიმართულებით არ მოქმედებს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა და წამყვანმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც რუბრიკაში ლარის კურსთან დაკავშირებული მიმდინარე მაკროეკონომიკური მოვლენები მიმოიხილა.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, ლარის კურსს ახასიათებს ტურბულენცია და მოსახლეობა ამ პერიოდში პანიკას არ უნდა აყვეს.

„როგორც წესი ხაზი მინდა გავუსვა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით მცირე აჟიოტაჟი შეინიშნება და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხშირად აჟიოტაჟური ქცევა უპირველეს ყოვლისა აზარალებს რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც  აქვთ მცირე დანაზოგები ან არიან დამოკიდებული გარკვეული ტიპის მცირე შემოსავლებზე და კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვთხოვო, რომ მაქსიმალურად ყურადღება მივაქციოთ ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებს იმისათვის, რომ ცალკეული ტიპის აჟიოტაჟური ან პანიკური ქცევიდან გამომდინარე არ დავზარალდეთ. 

სწორედ იმიტომ, რომ ეს მხოლოდ ჩემი სიტყვები და ჩემი რჩევა არ იყოს, მე შემოგთავაზებთ გარკვეული ტიპის ანალიზს ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის Galt & Taggart-ის და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მონაცემებს. 

 Galt & Taggart-ის პროგნოზების მიხედვით, 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 8%-ი იქნება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წლის დასაწყისში შედარებით დაბალი იყო. შემდგომ მოხდა მისი დაკორექტირება, არა მხოლოდ ადგილობრივი ანალიტიკური ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც. ეკონომიკური ზრდის მიმართულებით საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზებია 2025 წელთან დაკავშირებით. 2025 წელს საბაზისო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5%-ია, ხოლო ოპტიმისტური - 7%-ი.

რაც შეეხება ინფლაციას (საშუალო), 2024 წელს ამ მაჩვენებლის პროგნოზი 2%-ზეა დაფიქსირებული, რაც მიზნობრივ ინფლაციასთან მიმართებაში შედარებით დაბალი მაჩვენებელია. რაც შეეხება მოლოდინებს ლარის კუსთან დაკავშირებით 2024 წელს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,7 ლარის ფარგებშია, ხოლო ევროსთან მიმართებაში 2,95 ლარის ფარგლებში. 

ახლა დავაკვირდეთ შემოსავლების ნაწილს. საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2024 წლის მეორე კვარტალში 2000 ლარს აღემატება და 2004,9 ლარს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლები 2023 წლის მეორე კვარტალთან (1804,5 ლარი) შედარებით გაზრდილია. თუ ამ მაჩვენებელს შევადარებთ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს ზრდა დაახლოებით 900 ლარია. შესაბამისად სახეზეა შემოსავლების ზრდა და მაღალი ეკონომიკური ზრდა. ბუნებრივია მთავარი რისკი ყოველთვის არის ინფლაციასთან დაკავშირებული მოლოდინები. ანუ ინფლაცია, პროდუქციაზე ფასების ზრდა ხომ არ წაიღებს ჩვენი შემოსავლების ზრდის ნაწილს. სებ-ის მიერ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი განსაზღვრულია 3%-ზე. თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი არის 1%-ი. ანუ მიმდინარე ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოუვარდება. და როგორც  Galt & Taggart-ის პროგნოზში ვნახეთ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს არც გასცდება. არსებული მაჩვენებლებიდან გამომდინარე ინფლაციური რისკი არ არსებობს.

თუ დავაკვირდებით ასევე რეფინანსირების განაკვეთს, რომელიც ასევე იწვევს ლარში სესხების გაიაფებას. თუ ჩვენ ვითარებას შევხედავთ დინამიკაში, დავინახავთ, რომ სებ-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის შერბილება ხდებოდა ვხედავთ, რომ ამ კუთხითაც სტაბილური ვითარება ნარჩუნდება. ანალიტიკური ორგანიზაციების პროგნოზით რეფინანსირების განაკვეთი წლის ბოლომდე მინიმუმ შენარჩუნდება, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში იქნება შემცირების ტენდენცია.

ლარის კურსის მონაცემებს თუ დავაკვირდებით, კურსს ახასიათებს ტურბულენცია, რაც არ არის საპანიკო. ვხედავთ, რომ მაისი-ივნისის პერიოდში კურსი „გაიქცა“, მაშინ ჩვენ სრულიად სამართლიანად ვამტკიცებდით, რომ აქ არ იყო რაიმე ფუნდამენტური ფაქტორები, შემდეგ ვნახეთ, რომ კურსი უბრუნდება მის წონასწორულ მაჩვენებლებს. დღეისათვის ლარზე არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორი ნეგატიური მიმართულებით არ მოქმედებს.

თუ დავაკვირდებით მოლოდინებს, როგორი იქნება ლარის კურსის გაცვლითი კურსი მომდევნო 6 თვის გამავლობაში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევის მიხედვით, ბიზნესის დიდი ნაწილი მიიჩნევს რომ კურსი არ შეიცვლება. თუ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში იყო დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურების მოლოდინი, თუმცა 2024 წლის მესამე კვარტლისთვის მოლოდინები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბიზნესის 64%-ს უკვე მიაჩნია, რომ კურსი არ შეიცვლება. ჯამში 70%-ზე მეტი აღნიშნავს, რომ ლარის კურსი ან არ შეიცვლება ან გამყარდება“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.  

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ედიტორიალი
image როგორია მიმდინარე მაკრო-ეკონომიკური მაჩვენებლები - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

07.02.2025.00:00

კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა და სებ-ის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე მაჩვენებლები შეაჯამა. აბაშიშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ 2025 წლისთვის ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო. 

„გავიდა 3 თვე, მას მერე რაც კეთდებოდა განცხადებები, რომ საქართველოს ეკონომიკა ორ თვეში უნდა ჩამოქცეულიყო, მშპ-ს ზრდა უნდა წასულიყო მინუსით, ვალუტის კურსი უნდა გაუფასურებულიყო 20 თუ 25%-ით. სამი თვეა გასული, სამი თვის წინ კი თქვეს, რომ ორ თვეში უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი და რეზერვები უნდა დაცლილიყო. მინდა, რომ ამ ნაწილზე ვიმსჯელოთ, 3 თვის მერე რეალურად რა ხდება. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით სახეზეა საერთაშორისო რეზერვების ტურბულენცია. ის, რომ რეზერვები მთლიანად იხარჯებოდა ეს ნაწილი სრულიად აბსურდია. ოქტომბრის შემდგომ რეზერვების ზრდის ნაწილს აღმავალი ტრენდი აქვს. რეზერვები არის ცოცხალი პროცესი და რეზერვების ხარჯვაც არის ცოცხალი პროცესი. მანდატი საქართველოს ეროვნული ბანკის, რომელიც იყენებს მას საკმაოდ გონივრულად და ამ ეტაპისათვის ჩვენ არანაირი ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს სებ-ის მოქმედებებში. პირიქით, უწყების მიერ არის აბსოლუტურად მაღალკვალიფიციური მოქმედება. დღეს ლარის კურსი კიდევ ერთხელ აჩვენებს ვითარებას, რომ იმ ფუჭი ნეგატივის შექმნა, რომ იქნებოდა გაუფასურება, მოსახლეობა დაკარგავდა ლარისადმი ნდობას, არის სრული აბსურდი. თუ დავაკვირდებით დეპოზიტების ნაწილს, როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე უცხოურ ვალუტაში განთავსებულს. ის, რომ საქართველოს ეკონომიკა თურმე ნეგატიური მოლოდინების ქვეშ იყო  დეპოზიტების მაჩვენებელი ამაზე არ მეტყველებს. ადამიანები ნეგატივის დროს კომერციულ ბანკებში არ აგროვებენ. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, დინამიკა არის მზარდი. შეუძლებელია იყოს ცუდი მოლოდინები და დეპოზიტები ასე კარგად გამოიყურებოდეს. ასევე, საკმაოდ მაღალია დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში. სესხებთან მიმართებაში, სახეზეა სესხების წლიური ზრდის ტემპი. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და კიდევ ერთხელ, პესიმისტური მოლოდინების შემთხვევაში, არ ხდება ეკონომიკის გააქტიურება სესხების საშუალებით. მოკლედ, საბანკო სექტორის ნეგატიური კამპანია ამ ციფრების ჩვენებით არის დასრულებული. დასრულებული - ეს ოპტიმისტური ნათქვამია და ბუნებრივია ამას არავინ არ დაასრულებს.

თუ შევხედავთ ლარიზაციის მაჩვენებელსაც, სახეზეა, რომ კიდევ უფრო მეტი ენდობა მას, ფიზიკური პირების თუ იურიდიული პირების სესხების ნაწილში. კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მიმდინარე წელს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო. ასე, რომ კვლავ წინასწარმეტყველებები ნეგატიურ კამპანიასთან დაკავშირებით, უბრალოდ არის სპეკულაცია და არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა აბაშიშვილმა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა