ინვესტიციები ქმნის ქვეყნის მშპ-ს სოლიდურ მაჩვენებლებს, რასაც სჭირდება ხელშეწყობა და გაფრთხილება - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა
საქართველო თანდათან იზიდავს მაღალშემოსავლიან სექტორებს, სადაც მოსახლეობა, დასაქმებული ადამიანები იღებენ მაღალ შემოსავალს - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
გიორგი აბაშიშვილმა დღევანდელ რუბრიკაში ქვეყანაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და ასევე Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ „საქართველოს ეკონომიკის და სწრაფად მზარდი სექტორების მიმოხილვა“-ზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინვესტიციებს სჭირდება უფრო მეტი გაფრთხილება და კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა.
„მინდა საუბარი დავიწყო მომხმარებელთა უფლებების დაცვის მეორე საერთაშორისო კვირეულზე, რომელიც საქართველოში ტარდება. ხშირად Business Insider Georgia-ში ჩვენ ვსაუბრობთ ფასებზე, მომხმარებლებზე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომხმარებლების უფლებების დაცვის ნაწილი ხშირად პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ არ გადაიხადოს მეტი. დღეს ყველა მარეგულირებელი, რომელიც საქართველოში არსებობს. კონკურენციის სააგენტო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია, დაზღვევის ზედამხედველობა, სემეკი, სურსათის ეროვნული სააგენტო, სებ-ი ერთად იკრიბებიან და კიდევ ერთად აფიქსირებენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.
ჩვენ ვნახეთ მარეგულირებლების მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები. მაგალითად, სემეკის მიერ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ხდებოდა ელექტროენერგიის თუ წყალმომარაგების მიმართულებით მომხმარებლებისთვის თანხების უკან დაბრუნება.
კარგია და ეს არის ევროკავშირის მოთხოვნაც, რომ მომხმარებლების უფლებების დაცვის ნაწილში გვქონდეს მაღალი სტანდარტი.
ახლა გადავიდეთ ჩვენს მთავარ თემაზე და IT სექტორის მთავარი შეფასებები მინდა გაგაცნოთ.
Galt & Taggart-ის შეფასებით საქართველოში IT სექტორში ხელფასები მაღალია, ხოლო ცხოვრების ხარჯები მცირე, რაც ქვეყანას მიმზიდველს ხდის პროფესიონალებისთვის. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ IT სექტორი მართლაც მიმზიდველი სექტორია ქვეყანაში.
IT სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ შედარებითობის ნაწილში საქართველოში ცხოვრების ხარჯები მცირეა. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ არასწორად პროვოცირებულია თემა განსაკუთრებული სიძვირის შესახებ.
საგულისხმოა, რომ საქართველო თანდათან იზიდავს მაღალშემოსავლიან სექტორებს, სადაც მოსახლეობა, დასაქმებული ადამიანები იღებენ მაღალ შემოსავალს. ასეთია მაგალითად IT სექტორი და საქართველო ამას ახერხებს კომპანიების რევოკაციის ხარჯზე.
ასევეა სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ თურმე ვერ გამოიყენა სიტუაცია, როდესაც უკარიანში რუსეთის შეჭრის შემდეგ საერთაშორისო კომპანიებმა დატოვეს რუსეთი და საქართველომ ვერ შემოიყვანა ეს კომპანიები ქვეყანაში.
პირიქით, ვითარება გვეუბნება შემდეგს, რომ მაგალითად IT სექტორის მაგალითზე, როდესაც საქართველომ რევოკაციით მოიზიდა კომპანიები, რამდენიმე ამერიკული კომპანია შემიძლია დავასახელო, რომელიც ევროპის სამი ქვეყნიდან მათ შორის საქართველოდან ფარავს მთელს კონტინენტს.
IT სექტორს, რომ გავცდეთ და ვისაუბროთ განათლების სექტორზე, საქართველომ მოახერხა საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვა და ვხედავთ მზარდ მაჩვენებელს და შემოსავლებს, რომელიც თითქმის 1 მლრდ-ს მალე გაუტოლდება.
ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო სტუდენტებზე ვსაუბრობთ, ჩნდება განცდა, რომ თითქოს მხოლოდ მათ მიერ გადახდილ გადასახადებს ვითვლით, სინამდვილეში ეს ასე არ არის.
თუ დავაკვირდებით სლაიდზე არსებულ ვითარებას დანახარჯები განათლებაზე ორი ნაწილისგან იყოფა: „დანახარჯები განათლებაზე“ და „სხვა ხარჯები“. დღემდე ჩვენ ვსაუბრობდით მედიცინის დარგის საერთაშორისო სტუდენტებზე, თუმცა განათლების სამინისტროს ახალი გადაწყვეტილებით ბიზნეს ადმინისტრირების 3 წლიან საბაკალავრო და ერთ წლიან სამაგისტრო სწავლებასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ საერთაშორისო სტუდენტს მოიზიდავს.
ლეგენდის კიდევ ერთი ნაწილი, რამდენად სრულად იყენებს საქართველო შუა დერეფანს. ახალი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე თურმე საქართველო სრულიად ვერ იტვირთება ტვირთებით. 2023 წელს საქართველოს პორტების გავლით ტვირთბრუნვა 45,5%-ითაა გაზრდილი.
ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში გაზრდილია კერძო სექტორის დანაზოგები. ანუ განსაკუთრებით პოსტპანდემიური პერიოდის შემდგომ კერძო სექტორი ენდობა გარემოს, რაც იმას ნიშნავს რომ ზრდის დანაზოგებს. როცა საუბარია დანაზოგებზე და რაში ვიყენებთ დანაზოგებს: ბუნებრივია გაჩერდება იმ შემთხვევაში თუ მოლოდინები არის ცუდი და თუ მოლოდინები არის კარგი მოხდება ინვესტირება. ჩვენ ვხედავთ, რომ დანაზოგების ზრდასთან ერთად კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა იზრდება. ეს ნიშნავს, რომ კერძო სექტორი ენდობა ბაზარს და კერძო სექტორი ენდობა ბიზნესგარემოს.
ხშირად არის საუბარი იმაზე თუ რა არის საქართველოს ეკონომიკის მთავარი შემოსავლის წყარო. სამწუხაროდ, ხშირად სახელდება არასწორი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, თუ რა ქმნის ძირითადი ტიპის შემოსავალს ქვეყანაში. ბოლო პერიოდის განმავლობაში სწორედ ინვესტიციები არის ეს ნაწილი, რომელიც ქმნის ქვეყნის მშპ-ს სოლიდურ მაჩვენებლებს. სწორედ ინვესტიციებს სჭირდება უფრო მეტი გაფრთხილება და სწორედ ინვესტიციებს სჭირდება კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა. ტოპ-3 ინვესტორი საქართველოსთვის არის აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპა“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
სხვა სიახლეები
07.02.2025.00:00
კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა და სებ-ის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე მაჩვენებლები შეაჯამა. აბაშიშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ 2025 წლისთვის ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო.
„გავიდა 3 თვე, მას მერე რაც კეთდებოდა განცხადებები, რომ საქართველოს ეკონომიკა ორ თვეში უნდა ჩამოქცეულიყო, მშპ-ს ზრდა უნდა წასულიყო მინუსით, ვალუტის კურსი უნდა გაუფასურებულიყო 20 თუ 25%-ით. სამი თვეა გასული, სამი თვის წინ კი თქვეს, რომ ორ თვეში უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი და რეზერვები უნდა დაცლილიყო. მინდა, რომ ამ ნაწილზე ვიმსჯელოთ, 3 თვის მერე რეალურად რა ხდება. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით სახეზეა საერთაშორისო რეზერვების ტურბულენცია. ის, რომ რეზერვები მთლიანად იხარჯებოდა ეს ნაწილი სრულიად აბსურდია. ოქტომბრის შემდგომ რეზერვების ზრდის ნაწილს აღმავალი ტრენდი აქვს. რეზერვები არის ცოცხალი პროცესი და რეზერვების ხარჯვაც არის ცოცხალი პროცესი. მანდატი საქართველოს ეროვნული ბანკის, რომელიც იყენებს მას საკმაოდ გონივრულად და ამ ეტაპისათვის ჩვენ არანაირი ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს სებ-ის მოქმედებებში. პირიქით, უწყების მიერ არის აბსოლუტურად მაღალკვალიფიციური მოქმედება. დღეს ლარის კურსი კიდევ ერთხელ აჩვენებს ვითარებას, რომ იმ ფუჭი ნეგატივის შექმნა, რომ იქნებოდა გაუფასურება, მოსახლეობა დაკარგავდა ლარისადმი ნდობას, არის სრული აბსურდი. თუ დავაკვირდებით დეპოზიტების ნაწილს, როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე უცხოურ ვალუტაში განთავსებულს. ის, რომ საქართველოს ეკონომიკა თურმე ნეგატიური მოლოდინების ქვეშ იყო დეპოზიტების მაჩვენებელი ამაზე არ მეტყველებს. ადამიანები ნეგატივის დროს კომერციულ ბანკებში არ აგროვებენ. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, დინამიკა არის მზარდი. შეუძლებელია იყოს ცუდი მოლოდინები და დეპოზიტები ასე კარგად გამოიყურებოდეს. ასევე, საკმაოდ მაღალია დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში. სესხებთან მიმართებაში, სახეზეა სესხების წლიური ზრდის ტემპი. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და კიდევ ერთხელ, პესიმისტური მოლოდინების შემთხვევაში, არ ხდება ეკონომიკის გააქტიურება სესხების საშუალებით. მოკლედ, საბანკო სექტორის ნეგატიური კამპანია ამ ციფრების ჩვენებით არის დასრულებული. დასრულებული - ეს ოპტიმისტური ნათქვამია და ბუნებრივია ამას არავინ არ დაასრულებს.
თუ შევხედავთ ლარიზაციის მაჩვენებელსაც, სახეზეა, რომ კიდევ უფრო მეტი ენდობა მას, ფიზიკური პირების თუ იურიდიული პირების სესხების ნაწილში. კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მიმდინარე წელს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო. ასე, რომ კვლავ წინასწარმეტყველებები ნეგატიურ კამპანიასთან დაკავშირებით, უბრალოდ არის სპეკულაცია და არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.