მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქვეყნის ცნობადობის ზრდაში წვლილი საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობამაც შეიტანა - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

news image
mbc image

პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდაა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მაგალითზე მგზავრნაკადის ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 14%-ს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც ასევე განმარტა, რომ ის მაჩვენებლები რაც ქვეყანას ტულუზის მიმართულებით დღეს აქვს ქვეყნისადმი მაღალ ინტერესს ნიშნავს.

„დღეს ვსაუბრობთ უმნიშვნელოვანეს თემაზე, როგორიცაა ტურიზმისა და საჰაერო მგზავრთნაკადის სტატისტიკა. იყო არაერთი სპეკულაცია ტურისტების და მგზავრთნაკადის შემცირებაზე, თუმცა სტატისტიკური  მაჩვენებლები აბსოლუტურად სხვა შედეგს ასახავს.

2024 წლის პირველ 6 თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 124 599 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 14%-ს. როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ ტურისტების რაოდენობაა შემცირებული, მგზავრთნაკადი თურმე ქვეყანაში არ გაზრდილა.

არსებული ციფრები სულ სხვა ფაქტორებზე საუბრობს. ზოგადად ტურიზმი პირდაპირ პროპორციულია სხვადასხვა კუთხით შემოსავლების გენერირების და მთლიანად ეკონომიკის მდგრადობის თვალსაზრისით. მათ შორის ხაზი მინდა გავუსვა ვალუტის კურსის გამყარებას. დღეს ვხედავთ ვალუტის კურსის აჟიოტაჟური ქცევის შედეგად უკან იმ წონასწორულ მაჩვენებელზე დაბრუნების ფაქტს, რაც პანკურ ვითარებამდე იყო.  რა არის ამის განმაპირობებელი ფაქტორები? რა თქმა უნდა ამის განმაპირობებელი ფაქტორები არის ფუნდამენტური, რომელშიც ერთ-ერთი სწორედ უცხოელი ტურისტების მაჩვენებელია, რომლებიც შემოდიან საქართველოში და უცხოური ვალუტის წყაროს წარმოადგენენ. ამიტომ ვსარგებლობდით ჩვენ, რომ ფუნდამენტური ფაქტორები გაუფასურებაზე არ მოქმედებდა, პირიქით ფუნდამენტური ფაქტორები მიმართული იყო ლარის კურსის გამყარებისკენ. 

თბილისთან ერთად საკმაოდ საინტერესო მაჩვენებლები გაქვს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრნაკადის სტატისტიკასთან დაკავშირებით. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ივნისში 334 437 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2023 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 41%-ია, ხოლო 2019 წლის პირველ სამ თვესთან მიმართებაში კი 35%-ი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იყო 745 895 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2023 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით 12%-ს შეადგენს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ქუთაისის აეროპორტის 104%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სტატისტიკის მაჩვენებლები გარკვეულწილად ქვეყნისადმი მაღალ ინტერესს ნიშნავს.

2024 წლის 6 თვეში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.6%-ია. იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2,123,816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +10%-ია“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს ცნობადობის გაზრდაში წვლილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმაც შეიტანა. 

„აუცილებელია ხაზი გაესვას იმას, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში გამოკივეთა ტენდენცია, რომელიც ქვეყანაში ევროპიდან ტურისტების ზრდის დინამიკას აჩვენებს, რაც უპირატესად უკავშირდება ამ ქვეყნებიდან საქართველოთი დაინტერესებას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ქვეყნის ცნობადობის ზრდა. ქვეყნის ცნობადობის ზრდაში ჩემი აზრით კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობამ. სადაც საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, ვგულისხმობ, სუბსიდირებულ ფრენებს საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან ხელსაყრელ ფასებში გერმანიაში გამგზავრება შეძლეს“, - აღნიშნა აბაშიშვილმა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ედიტორიალი
image როგორია მიმდინარე მაკრო-ეკონომიკური მაჩვენებლები - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

07.02.2025.00:00

კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა და სებ-ის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე მაჩვენებლები შეაჯამა. აბაშიშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ 2025 წლისთვის ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო. 

„გავიდა 3 თვე, მას მერე რაც კეთდებოდა განცხადებები, რომ საქართველოს ეკონომიკა ორ თვეში უნდა ჩამოქცეულიყო, მშპ-ს ზრდა უნდა წასულიყო მინუსით, ვალუტის კურსი უნდა გაუფასურებულიყო 20 თუ 25%-ით. სამი თვეა გასული, სამი თვის წინ კი თქვეს, რომ ორ თვეში უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი და რეზერვები უნდა დაცლილიყო. მინდა, რომ ამ ნაწილზე ვიმსჯელოთ, 3 თვის მერე რეალურად რა ხდება. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით სახეზეა საერთაშორისო რეზერვების ტურბულენცია. ის, რომ რეზერვები მთლიანად იხარჯებოდა ეს ნაწილი სრულიად აბსურდია. ოქტომბრის შემდგომ რეზერვების ზრდის ნაწილს აღმავალი ტრენდი აქვს. რეზერვები არის ცოცხალი პროცესი და რეზერვების ხარჯვაც არის ცოცხალი პროცესი. მანდატი საქართველოს ეროვნული ბანკის, რომელიც იყენებს მას საკმაოდ გონივრულად და ამ ეტაპისათვის ჩვენ არანაირი ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს სებ-ის მოქმედებებში. პირიქით, უწყების მიერ არის აბსოლუტურად მაღალკვალიფიციური მოქმედება. დღეს ლარის კურსი კიდევ ერთხელ აჩვენებს ვითარებას, რომ იმ ფუჭი ნეგატივის შექმნა, რომ იქნებოდა გაუფასურება, მოსახლეობა დაკარგავდა ლარისადმი ნდობას, არის სრული აბსურდი. თუ დავაკვირდებით დეპოზიტების ნაწილს, როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე უცხოურ ვალუტაში განთავსებულს. ის, რომ საქართველოს ეკონომიკა თურმე ნეგატიური მოლოდინების ქვეშ იყო  დეპოზიტების მაჩვენებელი ამაზე არ მეტყველებს. ადამიანები ნეგატივის დროს კომერციულ ბანკებში არ აგროვებენ. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, დინამიკა არის მზარდი. შეუძლებელია იყოს ცუდი მოლოდინები და დეპოზიტები ასე კარგად გამოიყურებოდეს. ასევე, საკმაოდ მაღალია დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში. სესხებთან მიმართებაში, სახეზეა სესხების წლიური ზრდის ტემპი. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და კიდევ ერთხელ, პესიმისტური მოლოდინების შემთხვევაში, არ ხდება ეკონომიკის გააქტიურება სესხების საშუალებით. მოკლედ, საბანკო სექტორის ნეგატიური კამპანია ამ ციფრების ჩვენებით არის დასრულებული. დასრულებული - ეს ოპტიმისტური ნათქვამია და ბუნებრივია ამას არავინ არ დაასრულებს.

თუ შევხედავთ ლარიზაციის მაჩვენებელსაც, სახეზეა, რომ კიდევ უფრო მეტი ენდობა მას, ფიზიკური პირების თუ იურიდიული პირების სესხების ნაწილში. კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მიმდინარე წელს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო. ასე, რომ კვლავ წინასწარმეტყველებები ნეგატიურ კამპანიასთან დაკავშირებით, უბრალოდ არის სპეკულაცია და არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა აბაშიშვილმა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა