მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მითები და ფაქტები საქართველოს ეკონომიკაზე | გიორგი აბაშიშვილის ედიტორიალი

news image
mbc image

საინტერესო ქვეყანა ვართ - შეგვიძლია დავაბრალოთ ვინმეს რამე, მაგრამ თუ ვინმე მართალი აღმოჩნდა მერე აღარ ვუარყოთ ის რაც დავაბრალეთ. აქ ამ მოსაზრებაში რამდენადაც არ უნდა ვეცადო დავწერო მხოლოდ ეკონომიკაზე პოლიტიკურ მდგენელეს აშკარად ვერ გავექცევი. შესაბამისად, ჩემი პროფესიისაგან განსხვავებით ვეცდები ნაკლები ციფრებით ვისაუბრო და უფრო ფაქტებზე გავამახვილო ყურადღება. თუმცა, ამასთან ნებისმიერი ფაქტი და/ან მტკიცება ჩემი მხრიდან ციფრებით მარტივად გადმოწმდება ამიტომ ვერ მოვიტყუები.

თემა 1. 2021 დეკემბრის თვეში საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას ვესწრებოდი, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბატონი კობა გვენეტაძე გამოდიდიოდა. დიდად არ შევალ სხდომის პერიპეტიებში (ძალზედ არაკვალიფიციური კითხვები კი იყო ზოგიერთი დეპუტატის მხრიდან და სულ მაინტერესებდა ეკონომიკაზე ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეს თუ წაიკითხეს) თუმცა, ჯამში სხდომაზე ერთ-ერთი უმთავრესი განხილვის თემა სწორედ ინფლაცია იყო. ძალიან კარგად მახსოვს ყველა პროგნოზირებდა (გარდა ვისაც პროგნოზი არ უნდოდა) ინფლაციის შემცირებას 2022-დან, თუმცა ამავდროულად ყველა ვთანხმდებოდით პოტენციური გარე რისკების ალბათობაზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გარეშე შესაძლოა მომხდარიყო, ძირითად მაგალითად კი პანდემია სახელდებოდა. 2022 თებერვლის ბოლოს კი მოხდა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ვითარება, რომელმაც არ მხოლოდ საქართელოს არამედ მთელი მსოფლიოს მდგომარეობა შეცვალა. ძალიან მარტივად, ინფლაციის არა თუ შემცირებაზე გაიმართა მსჯელობა, არამედ რისკებზე, რათა უფრო მაღალი ინფლაცია არ მიგვეღო ანუ ე.წ. „ისტორიული მაქსიმუმი“. ამასობაში, კურსმა წმინდა პანიკური ფაქტორებიდან გამომდინარე ძალიან მაღალ ნიშნულს მიაღწია. ბევრს ვამტკიცებთდით, რომ კურსის ასეთი სწრაფი ვარდნის წილი პანიკური იყო და არა ფუნდამენტური ფაქტორებით გამოწვეული თუმცა ამაოდ. კვლავ იყვნენ „ექსპერტები“, რომლებიც საუბრობდნენ, რომ ეს ყოველივე ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკის ბრალი იყო. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ამ ნააზრევის მიზანი საქართველოს ეროვნული ბანკის დაცვა არ არის, ვინაიდან, რა საჭიროა ჩემი დაცვა, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და უპირატესად საერთაშორისო სავალუტო ფონდი სწორედ ერვოვნული ბანკის სწორ პოლიტიკას უსვავდა ხაზს. უბრალოდ, დამაინტერესა სად გაქრნენ კრიტიკოსები, რომლებიც მაღალ კურსს საქართველოს ეროვნულ ბანკს აბრალებნენ? ხომ არ დაკვირვებიან შემდგომში კურსის გამყარებას? ახლა ხომ არ უნახავთ როგორია კურსი?

თემა 2. ინფლაცია რომ არ გამოგვჩეს: დიახ, ძალიან მაღალი ინფლაცია მივიღეთ 2022 წელს, ინფლაცია, რომელიც რთულად გადასატანი იყო საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. მანამდე „ექსპერტები“ გვიმტკიცებდნენ, რომ ინფლაცია ლარის გაუფასურებით იყო გამოწვეული თუმცა როდესაც ლარი გამყარდა და ინფლაცია კვლავ მაღალი იყო მაშინ რა მოვლენასთან გვქონდა საქმე? ოდესმე ხომ უნდა ვაღიაროთ ეკონომიკაში მარტივი ჭეშმარიტება, რომ არ არსებობს პირდაპირი კორელაცია ინფლაციასა და კურსის გაუფასურებას შორის. ამასთან, ქვეყნის შიგნით ინფლაციაზე საუბრისას შემთხვევით ერთ-ორ უცხოურ სტატიას რომ გავეცნოთ ნუ სათაურებს მაინც ხომ უნდა ვნახოთ, გლობალური ინფლაცია როგორი იყო? ხომ უნდა ვნახოთ სხვა ქვეყნებში ინფლაცია რადიკალურად მაღალი იყო ვიდრე საქართველოში? და სწრაფადვე გაჩნდა შემდეგი „მიგნება“ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა და/ან არ შეამცირა (ეს შემდეგში) და ეს როგორ შეიძლება. ამ შემთხვევაშიც ხომ უნდა დავუკვირდეთ თუ ვრცელ განცხადებებს არა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის თვითერზე არსებულ მოწოდებებს, რომ საჭიროა ცენტრალურმა ბანკებმა გაამკაცრონ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები? და გაჩნდა კიდევ ერთი აზრი - ეს ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას. ისე აქ ეკონომიკიდან კიდევ ერთი თეორიის გაცნობა არ გვაწყენდა, რომელიც საუბრობს კავშირზე უმუშევრობასა და ინფლაციას შორის.

თემა 3. ეკონომიკური ზრდის შესახებ დისკუსია და საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა იმიტომ გვაქვს, რომ ქვეყანაში ბევრი რუსი შემოვიდა. რუსების შემოსვლა არ შემოსვლა ყველას პირადი დამოკიდებულების საკითხია, ჩემი შეხედულება ამაზე ცხადზე ცხადი და საჯაროა, თუმცა რას ვამტკიცებთ, რომ ე.წ. „ტურისტების“ ხარჯზე გაიზარდა ეკონომიკა? ტრანზაქციების ნაწილზე შეგვიძლია ცალკე ვიმსჯელოთ მაგრამ მანამდე იქნებ მოვიკითხოთ ტურიზმის წილი რამდენია ეკონომიკაში?

ვეცდები მეტი არ გავაგრძელო მაგრამ უნდა ითქვას, რომ ახლა როგორც არასოდეს, საქართველოს ესაჭიროება ახალი აქცენტები ახალი გამოწვევების დროს. საქართველოს როგორც არასოდეს ისე ესაჭიროება სასწრაფოდ განსაზღვრა, შემდეგ სამუშაო და არა პროტოკოლური არამედ პირდაპირი კომუნიკაციის გააქტიურება აქცენტირებულად იმ ბიზნეს კომპანიებთან, რომლებიც შესაძლოა მნიშვნელოვან რომელი ასრულებდნენ ქვეყანაში შემდგომი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. შესაბამისად, საჭიროა ახალი სტრატეგია, მინიმუმ ახალი ოპერატიული მიზნები. საჭიროა პირველ ეტაპზე კომუნიკაცია მოქმედ ინვესტორებთან (ცხადია არა სანქცირებულ ან არა პოტენციურად სანქცირებულებთან) რათა გავაძლიეროთ ნდობა და თავიდან  ავირიდოთ ქვეყნიდან კაპიტალის შემდგომიგადინება; მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ არსებული გამოწვევების ფონზე სასწრაფოდ დაიწყოს ეკონომიკური და სავაჭრო პოლიტიკის დივერსიფიკაციის ახალი ე.წ. "საგზაო რუკის" ფორმირება, რომლის მთავარი პრინციპიც რუსეთზე ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის შემცირება იქნება. ახლა ამისათვის უბრალოდ საჭიროება კი არაა, იდეალური დრო და შესაძლებლობაა. და ბოლოს, საჭიროა ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება, ყოველთვის მითქვამს და კვლავ გავიმეორებ, ეკონომიკური ზრდის საუკეთესო განმარტება საქართველოს აწ გარდაცვლილმა პრემიერმა ჟვანიამ თქვა, რომ ეკონომიკის ზრდას, ადამიანი მაშინ იგრძნობდა საკუთარ თავზე, როდესაც საკუთარი მაცივრის კარს გამოღებდა.

გიორგი აბაშიშვილის ედიტორიალი

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ედიტორიალი
image როგორია მიმდინარე მაკრო-ეკონომიკური მაჩვენებლები - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

07.02.2025.00:00

კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა და სებ-ის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე მაჩვენებლები შეაჯამა. აბაშიშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ 2025 წლისთვის ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო. 

„გავიდა 3 თვე, მას მერე რაც კეთდებოდა განცხადებები, რომ საქართველოს ეკონომიკა ორ თვეში უნდა ჩამოქცეულიყო, მშპ-ს ზრდა უნდა წასულიყო მინუსით, ვალუტის კურსი უნდა გაუფასურებულიყო 20 თუ 25%-ით. სამი თვეა გასული, სამი თვის წინ კი თქვეს, რომ ორ თვეში უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი და რეზერვები უნდა დაცლილიყო. მინდა, რომ ამ ნაწილზე ვიმსჯელოთ, 3 თვის მერე რეალურად რა ხდება. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით სახეზეა საერთაშორისო რეზერვების ტურბულენცია. ის, რომ რეზერვები მთლიანად იხარჯებოდა ეს ნაწილი სრულიად აბსურდია. ოქტომბრის შემდგომ რეზერვების ზრდის ნაწილს აღმავალი ტრენდი აქვს. რეზერვები არის ცოცხალი პროცესი და რეზერვების ხარჯვაც არის ცოცხალი პროცესი. მანდატი საქართველოს ეროვნული ბანკის, რომელიც იყენებს მას საკმაოდ გონივრულად და ამ ეტაპისათვის ჩვენ არანაირი ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს სებ-ის მოქმედებებში. პირიქით, უწყების მიერ არის აბსოლუტურად მაღალკვალიფიციური მოქმედება. დღეს ლარის კურსი კიდევ ერთხელ აჩვენებს ვითარებას, რომ იმ ფუჭი ნეგატივის შექმნა, რომ იქნებოდა გაუფასურება, მოსახლეობა დაკარგავდა ლარისადმი ნდობას, არის სრული აბსურდი. თუ დავაკვირდებით დეპოზიტების ნაწილს, როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე უცხოურ ვალუტაში განთავსებულს. ის, რომ საქართველოს ეკონომიკა თურმე ნეგატიური მოლოდინების ქვეშ იყო  დეპოზიტების მაჩვენებელი ამაზე არ მეტყველებს. ადამიანები ნეგატივის დროს კომერციულ ბანკებში არ აგროვებენ. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, დინამიკა არის მზარდი. შეუძლებელია იყოს ცუდი მოლოდინები და დეპოზიტები ასე კარგად გამოიყურებოდეს. ასევე, საკმაოდ მაღალია დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში. სესხებთან მიმართებაში, სახეზეა სესხების წლიური ზრდის ტემპი. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და კიდევ ერთხელ, პესიმისტური მოლოდინების შემთხვევაში, არ ხდება ეკონომიკის გააქტიურება სესხების საშუალებით. მოკლედ, საბანკო სექტორის ნეგატიური კამპანია ამ ციფრების ჩვენებით არის დასრულებული. დასრულებული - ეს ოპტიმისტური ნათქვამია და ბუნებრივია ამას არავინ არ დაასრულებს.

თუ შევხედავთ ლარიზაციის მაჩვენებელსაც, სახეზეა, რომ კიდევ უფრო მეტი ენდობა მას, ფიზიკური პირების თუ იურიდიული პირების სესხების ნაწილში. კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მიმდინარე წელს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო. ასე, რომ კვლავ წინასწარმეტყველებები ნეგატიურ კამპანიასთან დაკავშირებით, უბრალოდ არის სპეკულაცია და არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა აბაშიშვილმა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა