მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პოპულიზმის ეკონომიკა | გიორგი აბაშიშვილის ედიტორიალი

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებზე და პერსპექტივებზე საუბარი საკმაოდ შორს წაგვიყვანს. შეუძლებელია (და ვინც ამას ეცდება მინიმუმ დილეტანტია) ერთ სტატიასა თუ მოსაზრებაში ყველა პრობლემურ საკითხზე იასაუბრო, მით უმეტეს ამომწურავად. შესაბამისად, ახალი ედიტორიალი ერთ განცალკევებულ საკითხს „პოპულიზმის ეკონომიკას“ შეეხება, ამასთან წინა ედიტორიალის მსგავსად, ვეცდებით კვლავ ავირიდოთ თავიდან ციფრები და უბრალოდ, ფაქტებს მივყვეთ.

 

1. ეკონიმიკური პოპულიზმის დასაწყისი: დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ქვეყანაში თუ კი რაიმე თემაზე პუპულიზმის პიკს მიგვიღწევია, ალბათ, მაინც ეკონომიკაა პირველ ადგილზე. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებამდეც იყო პოპულარული ეკონომიკური თემები მაგალითად, მითი მხოლოდ ბორჯომი და ღვინის მეშვეობით საქართველოს გადარჩენისა და აყვავების თემაზე; ფაქტობრივად მემკვიდრეობით მოყოლებული - ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვისმენთ ლოზუნგებს თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა და არასოდეს ვუყურებთ, არც არასოდეს ვითხოვთ გეგმებს (თუკი ისინი ბუნებაში არსებობს), რომელიც ამ შედეგამდე მიგვიყვანს.

 

2. მსჯელობის მოლოდინი და პოპულიზმი: „რჩება ბევრი გამოწვევა ქვეყანაში, როგორიც არის სიღარიბე, უმუშევრობის კვლავაც მაღალი დონე“ - ეს საქართველოს პრემიერ მინისტრის სიტყვებია, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, სადაც ანგარიშით წარსდგა და დეპუტატებს დასკვნითი სიტყვით მიმართა. აღნიშნულ სიტყვებს არაერთი კვლევა ადასტურებს და ამ რეალობას როგორც ჩანს, მთავრობა და მთავრობის მეთაური არ გაურბის. ვცადე და მაქსიმალურად დეტალურად გავეცანი ყველა იმ მონაცემსა და ჯამურ ხედვას, რომლიც პრემიერის გამოსვლის დროს ეკონომიკას და ბიზნეს შეეხებოდა. კვლავ არ შევალ ციფრობრივ განხილვაში მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ის მაჩვენებელი, რომელიც სწორედ პრემიერისვე დასახელებულ მთავარ გამოწვევას პასუხობს პოზიტიურია (სრული ნდობა მაქვს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ამასთან, ყველა ამ მაჩვენებელს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ყველაზე კონსერვატიულ შეფასებებშიც კი აღნიშნავენ) და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები კი (თუკი ისინი სწორად განხორციელდა) სრულიად ადექვატური. შესაბამისად, მინდოდა, რომ ეკონომიკაზე კვალიფიციურ დისკუსიაც გვქონოდა პარლამენტში, მინდოდა, რომ ალტერნატიული გეგმა მომესმინა ეკონომიკის განვითარების შესახებ, თუმცა, მხოლოდ მინდოდა... რა მივიღეთ სინამდვილაში: ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე საუბრის ნაცვლად, საკანონმდებლო ორგანოს წევრების მხრიდან კვლავ შემოთავაზებული იქნა ჭარბად პოლიტიკური თემები - კვლავ გადაუხალავი ბარიერი აღმოჩნდა ეკონომიკის თემაზე კვალიფიციურთან მიახლოებული ოპონირება და შესაბამისად, კვლავ ფართო ველი დარჩა პოპულიზმის ეკონომიკისათვის.

 

ხშირად, პოლიტიკოსებს საკანონმდებლო ორგანოდან (და არა მხოლოდ) უყვართ ევროპული პრაქტიკის მოშველიება (რამდენად სწორად ეს სხვა საკითხია) თუმცა, ევროპული პრაქტიკა მათდა სასარგებლოდ, როდესაც უნდათ წარმატებით ავიწყდებათ. სულ მაქვს კითხვა, პარლამენტის წევრების ერთ ნაწილთან: უნახავთ გერმანიის კანცლერის, ბრიტანეთის პრემიერის, ნიდერლანდების პრემიერის, სლოვაკეთის პრემიერის, პოლონეთის პრემიერის და ა.შ. (სია გრძელია) გამოსვლა და შემდგომ მსჯელობა ეკონომიკაზე საკანონმდებლო ორგანოში? თუ კი, მაშინ ასე რთულია, რომ საქართველოშიც იგივე მოვახერხოთ? 

 

3. გაგრძელება იქნება (პუპულიზმის ეკონომიკის) - დღეს, როდესაც უნიკალური შანსი გვაქვს რეალურად ვიქცეთ ევროპისა და აზიის ეკონომიკურ შემაკავშირებლად, რეალურად გვქონდეს მნიშვნელოვანი როლი ევროპის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის, რეალურად შევძლოთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება რელევანტური პარტნიორების ჩართულობით, რეალურად შევძლოთ DCFTA-ის და ყველა მიმართულებით თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების მაქსიმალურად გამოყენება ჩვენ კვლავ უფრო მეტი პოპულიზმით ვართ დაკავებულები ვიდრე კვლიფიციური დისკუსიით, ჩვენ კვლავ ვცდილობთ „პოპულარული“ თემები შემოვიტანოთ და ეს მხოლოდ საკონმდებლო ორგანოს არ ეხება. სამწუხაროა, რომ პოზიტიური მოლოდინები პოპულიზმის ეკონომიკის შესაცვლელად ნაკლებია, ვინაიდან „ობიექტური მიზეზი“  - არჩევნები გვიახლოვდება და უკვე ვხედავთ შემდგომ პარლამენტში მოსახვედრად „ყველაფერი მოსულა“ ლოზუნგებს „ახალი პოლიტიკოსების“ მხრიდან: „ბანკები ცუდია“, „ვაჭრობა უნდა შევზღუდოთ“, „ეკონომიკა ჩავკეტოთ“, „ინვესტორებთან ფრთხილად ვიყოთ“ და ა.შ. (სამწუხაროდ სია აქაც გრძელია).

 

და ბოლოს, მინიმუმ სამი მაგალითია ნაცნობი  რომელიც თავისუფალი იყო პოპულიზმის ეკონომიკისგან და შედეგიც დადგა: 1. კოვიდის შემდგომი ეკონომიკის აღდგენა და ეკონომიკური ზრდის ტემპი 2. ინფლაციის შემცირეაბა/მიმდინარე მაჩვენებელი 3. ეროვნული ვალუტის გამყარება.

 

ცხადია, რეფორმებს (და მათ შორის არაპოპულარულს) გაგრძელება უნდა, მინიმუმ ორი მიზეზით: ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება  დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი კვლავ მთავარი  გამოწვევაა, ხოლო ევროპული პერსპექტივა ასევე დამოუკიდებლობის შემდგომ დღეს ყველაზე რეალურია.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ედიტორიალი
image როგორია მიმდინარე მაკრო-ეკონომიკური მაჩვენებლები - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

07.02.2025.00:00

კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა და სებ-ის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე მაჩვენებლები შეაჯამა. აბაშიშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ 2025 წლისთვის ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო. 

„გავიდა 3 თვე, მას მერე რაც კეთდებოდა განცხადებები, რომ საქართველოს ეკონომიკა ორ თვეში უნდა ჩამოქცეულიყო, მშპ-ს ზრდა უნდა წასულიყო მინუსით, ვალუტის კურსი უნდა გაუფასურებულიყო 20 თუ 25%-ით. სამი თვეა გასული, სამი თვის წინ კი თქვეს, რომ ორ თვეში უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი და რეზერვები უნდა დაცლილიყო. მინდა, რომ ამ ნაწილზე ვიმსჯელოთ, 3 თვის მერე რეალურად რა ხდება. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით სახეზეა საერთაშორისო რეზერვების ტურბულენცია. ის, რომ რეზერვები მთლიანად იხარჯებოდა ეს ნაწილი სრულიად აბსურდია. ოქტომბრის შემდგომ რეზერვების ზრდის ნაწილს აღმავალი ტრენდი აქვს. რეზერვები არის ცოცხალი პროცესი და რეზერვების ხარჯვაც არის ცოცხალი პროცესი. მანდატი საქართველოს ეროვნული ბანკის, რომელიც იყენებს მას საკმაოდ გონივრულად და ამ ეტაპისათვის ჩვენ არანაირი ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს სებ-ის მოქმედებებში. პირიქით, უწყების მიერ არის აბსოლუტურად მაღალკვალიფიციური მოქმედება. დღეს ლარის კურსი კიდევ ერთხელ აჩვენებს ვითარებას, რომ იმ ფუჭი ნეგატივის შექმნა, რომ იქნებოდა გაუფასურება, მოსახლეობა დაკარგავდა ლარისადმი ნდობას, არის სრული აბსურდი. თუ დავაკვირდებით დეპოზიტების ნაწილს, როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე უცხოურ ვალუტაში განთავსებულს. ის, რომ საქართველოს ეკონომიკა თურმე ნეგატიური მოლოდინების ქვეშ იყო  დეპოზიტების მაჩვენებელი ამაზე არ მეტყველებს. ადამიანები ნეგატივის დროს კომერციულ ბანკებში არ აგროვებენ. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, დინამიკა არის მზარდი. შეუძლებელია იყოს ცუდი მოლოდინები და დეპოზიტები ასე კარგად გამოიყურებოდეს. ასევე, საკმაოდ მაღალია დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში. სესხებთან მიმართებაში, სახეზეა სესხების წლიური ზრდის ტემპი. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და კიდევ ერთხელ, პესიმისტური მოლოდინების შემთხვევაში, არ ხდება ეკონომიკის გააქტიურება სესხების საშუალებით. მოკლედ, საბანკო სექტორის ნეგატიური კამპანია ამ ციფრების ჩვენებით არის დასრულებული. დასრულებული - ეს ოპტიმისტური ნათქვამია და ბუნებრივია ამას არავინ არ დაასრულებს.

თუ შევხედავთ ლარიზაციის მაჩვენებელსაც, სახეზეა, რომ კიდევ უფრო მეტი ენდობა მას, ფიზიკური პირების თუ იურიდიული პირების სესხების ნაწილში. კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მიმდინარე წელს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო. ასე, რომ კვლავ წინასწარმეტყველებები ნეგატიურ კამპანიასთან დაკავშირებით, უბრალოდ არის სპეკულაცია და არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა აბაშიშვილმა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა