რატომ დაამატა საქართველომ საერთაშორისო რეზერვებს მონეტარული ოქრო | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა
საქართველომ ამ კუთხით ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო და საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქრო დაამატა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, მსოფლიოში არის ტენდენცია, რომ ცენტრალური ბანკები საერთაშორისო რეზერვებში ოქროს წილს ზრდიან.
„დღეს საკმაოდ საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ, საუბარია სებ-ის გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო რეზერვების წილში მონეტარული ოქრო დაემატებინა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება, რამაც არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია, მაგრამ პირველ რიგში ვთქვათ, რას ნიშნავს რეზერვი?
როდესაც ხდება გარკვეული ტიპის, მცირე ან მსხვილი კრიზისები, რომელიც შესაძლებელია იყოს გეოპოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა მოვლენებით განპირობებული, ამ პერიოდისთვის სახელმწიფოს აქვს გარკვეული ტიპის აქტივი, ფულადი თანხები, უცხოურ ვალუტაში, ან ცალკეული ქვეყნების შემთხვევაში ოქროში განთავსებული, რომელსაც ამ კრიზისების მართვისთვის იყენებს. მაგალითისათვის ჩვენ ხშირად გვინახავს ვითარება, როდესაც ვალუტის კურსის მერყეობის დროს სებ-ს, არსებული რყევების დასაბალანსებლად, გამოუყენებია რეზერვები, ანუ უცხოური ვალუტა, ანუ დოლარი. კურსი ამ შემთხვევაში ინფლაციის მაპროვოცირებელი არ გამხდარა.
კიდევ ერთხელ, რომ ვთქვათ, კურსი ყოველთვის არ არის ინფლაციის მაპროვოცირებელი. თუმცა ხანდახან შესაძლებელია იყოს ინფლაციის მაპროვოცირებელი და ამიტომ ხდება ხოლმე სებ-ის მხრიდან ჩარევა და ამ რეზერვების გამოყენება, რათა მოსახლეობა იყოს დაცული, მაგალითად, მაღალი ფასებისგან. ისევე როგორც საერთაშორისო კრიზისის დროს, როგორიც იყო პანდემია. როდესაც წყდება მიწოდების ჯაჭვები, ბიზნესს არ შეუძლია ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა და სხვა სახელმწიფოს აქვს ფული, რომელსაც ამ შემთხვევაში სებ-ი მართავს საერთაშორისო რეზერვების სახით და ეს რეზერვები სწორედ ასეთი ვითარების დროს გამოიყენება.
კიდევ უფრო მარტივად, რომ ვთქვათ ოჯახს ყოველთვის აქვს გადადებული თანხა რამდენადაც ამის საშუალება არსებობს. სახელმწიფოსთანაც ასეა რა თანხაც შეუძლიათ, იმდენს არეზრვებენ, რომელიც შესაძლოა, გამოიყენონ რთული სიტუაციების დროს.
ამ შემთხვევაში კი შენახული თანხა გამოხატულია ოქროში. ასევე ნებისმიერი ოჯახი თუ კი მას ამის შესაძლებლობა აქვს ინახავს ძვირფას ლითონს და თუ კი დასჭირდება გამოიყენებს. ბუნებრივია არავის არ უნდა, რომ ეს დანაზოგი დახარჯოს.
საქართველოს ყოველთვის ჰქონდა რეზერვები, განსაკუთრებით გასულ წელს სებ-ის მხრიდან რეზერვების შესყიდვის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. თუმცა, აქამდე ეს იყო უცხოურ ვალუტაში გამოხატული და წელს სებ-მა გადაწყვეტილება მიიღო, რომ რეზერვები ყოფილიყო ოქროშიც. ანუ კიდევ უფრო დივერსიფიცირებულად დაცული ყოფილიყო საქართველო, ქვეყნის მოქალაქეები რყევებისგან.
კიდევ ერთი დეტალი, გარდა იმისა, რომ მყარი აქტივია ოქროს დარეზერვებას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს - დივერსიფიცირებაში მნიშვნელოვანია. მაგალითად, პირობითად, 1 მლრდ დოლარი ყოველთვის ნიშნავს 1 მლრდ დოლარს, ბუნებრივია სხვადასხვა მსყიდველუნარიანობით, მაგრამ მაინც 1 მლრდ დოლარია. ოქროს შემთხვევაში კი შესაძლებელია, რომ დღეს შეძენილი 1 მლრდ დოლარის ოქრო, ფასების ტენდენციის გათვალისწინებით შესაძლებელია,1 მლრდ 200 მლნ დოლარის ღირებულების გახდეს.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ ნიშნით არ ხდება გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ გეტყვით, რომ ეს უპირატესობაც აქვს ოქროს. სსფ, ანუ ჩვენი მთავარი საერთაშორისო პარტნიორი ამ ყველაფერს პოზიტიურად აფასებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მსოფლიო პრაქტიკა.
მოდით ვნახოთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები, რომელიც გაქვს. ამ შემთხვევაში გამოვიყენეთ ჩვენს მიერ გაეროს მეთოდოლოგიით შექმნილი GEFM, რომელიც არის საქართველოს ეკონომიკის მოდელირებული პროგნოზი.
მაგალითად, როდესაც ეკონომიკური ზრდა ვარდება, როგორც ეს იყოს 2020 წელს, სწორედ, ამ შემთხვევასი ხდება რეზერვების გამოყენება. პანდემია ამ კუთხით უახლოესი მაგალითია. ასევეა ინფლაციასთან დაკავშირებული რისკები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სწორედ პანდემიის შემდეგ გვქონდა ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სიტუაცია სწორად მართა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს ვხედავთ ინფლაციის დაბალ მაჩვენებელს.
ვალუტის კურსის შემთხვევაში შესაძლოა, იყოს გარკვეული ტიპის მერყეობები, პანდემიის შემდგომ პერიოდში სებ-ს არაერთხელ მოუწია რეზერვების გამოყენება იმისთვის, რომ ვითარება დაესტაბილურებინა. ცალკეულ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა დახარჯა რეზერვი, მაგრამ ცალკეულ შემთხვევაში მან დაიწყო რეზერვების დაგროვება. არის პერიოდი შეგროვების და არის პერიოდი ხარჯვის. თუმცა 2023 წელს რეზერვების შეგროვების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
რაც შეეხება ოქროს რეზერვებს ცენტრალურ ბანკებში, მათი ზრდის მაჩვენებელი ყოველწლიურად სახეზეა. კიდევ უფრო დეტალურად, რომ შევხედოთ ოქროს რეზერვების წილით პირველი ოთხეული ასე გამოიყურება: აშშ, გერმანია, იტალია, საფრანგეთი.
2023 წელს განსაკუთრებით აქტიურად მოხდა ცალკეული ქვეყნების მიერ ოქროს შეძენა, მათ შორის ჩინეთმა შეიძინა ოქროს რეკორდული რაოდენობა. განხილვისას ჩვენთვის ყველაზე რელევანტური და სამაგალითოა ევროკავშირის წევრი ქვეყანა პოლონეთი, რომელიც 2023 წელს რეზერვების შესყიდვის კუთხით მეორე ადგილზეა“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
სხვა სიახლეები
07.02.2025.00:00
კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა და სებ-ის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე მაჩვენებლები შეაჯამა. აბაშიშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ 2025 წლისთვის ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო.
„გავიდა 3 თვე, მას მერე რაც კეთდებოდა განცხადებები, რომ საქართველოს ეკონომიკა ორ თვეში უნდა ჩამოქცეულიყო, მშპ-ს ზრდა უნდა წასულიყო მინუსით, ვალუტის კურსი უნდა გაუფასურებულიყო 20 თუ 25%-ით. სამი თვეა გასული, სამი თვის წინ კი თქვეს, რომ ორ თვეში უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი და რეზერვები უნდა დაცლილიყო. მინდა, რომ ამ ნაწილზე ვიმსჯელოთ, 3 თვის მერე რეალურად რა ხდება. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით სახეზეა საერთაშორისო რეზერვების ტურბულენცია. ის, რომ რეზერვები მთლიანად იხარჯებოდა ეს ნაწილი სრულიად აბსურდია. ოქტომბრის შემდგომ რეზერვების ზრდის ნაწილს აღმავალი ტრენდი აქვს. რეზერვები არის ცოცხალი პროცესი და რეზერვების ხარჯვაც არის ცოცხალი პროცესი. მანდატი საქართველოს ეროვნული ბანკის, რომელიც იყენებს მას საკმაოდ გონივრულად და ამ ეტაპისათვის ჩვენ არანაირი ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს სებ-ის მოქმედებებში. პირიქით, უწყების მიერ არის აბსოლუტურად მაღალკვალიფიციური მოქმედება. დღეს ლარის კურსი კიდევ ერთხელ აჩვენებს ვითარებას, რომ იმ ფუჭი ნეგატივის შექმნა, რომ იქნებოდა გაუფასურება, მოსახლეობა დაკარგავდა ლარისადმი ნდობას, არის სრული აბსურდი. თუ დავაკვირდებით დეპოზიტების ნაწილს, როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე უცხოურ ვალუტაში განთავსებულს. ის, რომ საქართველოს ეკონომიკა თურმე ნეგატიური მოლოდინების ქვეშ იყო დეპოზიტების მაჩვენებელი ამაზე არ მეტყველებს. ადამიანები ნეგატივის დროს კომერციულ ბანკებში არ აგროვებენ. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, დინამიკა არის მზარდი. შეუძლებელია იყოს ცუდი მოლოდინები და დეპოზიტები ასე კარგად გამოიყურებოდეს. ასევე, საკმაოდ მაღალია დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში. სესხებთან მიმართებაში, სახეზეა სესხების წლიური ზრდის ტემპი. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და კიდევ ერთხელ, პესიმისტური მოლოდინების შემთხვევაში, არ ხდება ეკონომიკის გააქტიურება სესხების საშუალებით. მოკლედ, საბანკო სექტორის ნეგატიური კამპანია ამ ციფრების ჩვენებით არის დასრულებული. დასრულებული - ეს ოპტიმისტური ნათქვამია და ბუნებრივია ამას არავინ არ დაასრულებს.
თუ შევხედავთ ლარიზაციის მაჩვენებელსაც, სახეზეა, რომ კიდევ უფრო მეტი ენდობა მას, ფიზიკური პირების თუ იურიდიული პირების სესხების ნაწილში. კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მიმდინარე წელს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო. ასე, რომ კვლავ წინასწარმეტყველებები ნეგატიურ კამპანიასთან დაკავშირებით, უბრალოდ არის სპეკულაცია და არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.