რაზე იმსჯელა ბიზნესმა პრემიერთან შეხვედრისას | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა
როდესაც ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელზე, ბიზნესი ყოველთვის საუბრობს სპეციალისტების ნაკლებობაზე, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც გასულ კვირაში პრემიერისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრასა და განათლების სექტორში გატარებულ რეფორმებსა და საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ განათლების სექტორის მაჩვენებლებზე ისაუბრა.
„ყველაზე დიდი სიახლე, რამაც აალაპარაკა განათლების სექტორი, ყველაზე პროგრესული და რევოლუციური სიახლე, არის ის, რომ ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამები გახდა 3 წლიანი, ნაცვლად 4 წლისა. ხოლო სამაგისტრო პროგრამები ამავე მიმართულებით ნაცვლად 2 წლისა იქნება 1 წლიანი. რაც პირველ რიგში არის აპრობირებული ევროპულ სტანდარტთან, მეორე რიგში ბიზნესთან კომუნიკაციის მეტ საშუალებას იძლევა და ახლოს არის დასაქმების უფრო მეტ შესაძლებლობასთან. თუმცა ჯამში საინტერესოა, რომ გასული კვირის ბოლოს საქსტატმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც გვიჩვენებს თუ ქვეყანაში რამდენი უმაღლესდამთავრებულია და ასევე რამდენი ადამიანია პროფესიული განათლებით. ციფრები ძალიან დაშორებულია ერთმანეთისგან. 2023 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 26.3 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 2.1 პროცენტით მეტია. პროფესიული განათლება კი 8000-ზე ოდნავ მეტს აქვს მიღებული. ეს ყველაფერი კი არ არის შემთხვევითი. მეორეს მხრივ ბიზნესი ღიად საუბრობს, რომ ეს არ არის ის, რაც მას სჭირდება და ეს მაჩვენებლები არ არის ახლოს იმ მოთხოვნებთან, რომელიც ბიზნესს სჭირდება.
1 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში შეხვდა ბიზნესწრეების წარმომადგენლებს. სხვადასხვა კომპანიების 400-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა ამ ღონისძიებას. მათ შორის იყვნენ ანალიტიკური, აკადემიური სექტორის წარმომადგენლები. იყო საკმაოდ საინტერესო შეხვედრა, სადაც ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა წარმოადგინა პრეზენტაცია „BAG ინდექსი“, რომელშიც საუბარი იყო ბიზნესის მოლოდინებზე. 2023 წელს გამოკითხული ბიზნესიდან 68%-ი აღნიშნავს, რომ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემატური საკითხი, რამ ამ პერიოდში სახელდებოდა იყო ლარის კურსთან დაკავშირებული მოლოდინები. რა ვითარებაა ამ კუთხით? გამოკითხულ ბიზნესის წარმომადგენლებში მოლოდინები არის პოზიტიური, გამოკითხული ბიზნესის 59%-ი საუბრობს იმაზე, რომ კურსი არ შეიცვლება, 16%-ი კი მიიჩნევს, რომ გამყარდება. ანუ კურსთან მიმართებაში ბიზნესის მხრიდან სტაბილური მოლოდინებია, რაც ბიზნეს უადვილებს გადაწყვეტილებების მიღებას. დასაქმების ნაწილში სახეზეა, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, ან მინიმუმ იგივე დარჩა ბიზნესების ცალკეულ ნაწილში. ერთია დასაქმების ზრდა და მეორეა ანაზღაურება, სადაც 2024 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებით ზრდა არის დაფიქსირებული. რაც შეეხება სპეციალისტების ნაკლებობას 2020 წლიდან 2023 წლის ჩათვლით მუდმივად იზრდებოდა.
როდესაც საუბარია უმუშევრობის მაჩვენებელზე, ბიზნესი ყოველთვის საუბრობს სპეციალისტების ნაკლებობაზე. სწორედ აქ არის მოსაძებნი კორელაცია განათლებასა და ბიზნესს შორის, აქ არის მეტი კომუნიკაცია საჭირო განათლებასა და ბიზნესს შორის, ვინაიდან სამუშაო ძალის ნაკლებობაზე საუბრობს გამოკითხული ბიზნეს სექტორის 45%-ი“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
სხვა სიახლეები
07.02.2025.00:00
კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა და სებ-ის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე მაჩვენებლები შეაჯამა. აბაშიშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ 2025 წლისთვის ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო.
„გავიდა 3 თვე, მას მერე რაც კეთდებოდა განცხადებები, რომ საქართველოს ეკონომიკა ორ თვეში უნდა ჩამოქცეულიყო, მშპ-ს ზრდა უნდა წასულიყო მინუსით, ვალუტის კურსი უნდა გაუფასურებულიყო 20 თუ 25%-ით. სამი თვეა გასული, სამი თვის წინ კი თქვეს, რომ ორ თვეში უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი და რეზერვები უნდა დაცლილიყო. მინდა, რომ ამ ნაწილზე ვიმსჯელოთ, 3 თვის მერე რეალურად რა ხდება. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით სახეზეა საერთაშორისო რეზერვების ტურბულენცია. ის, რომ რეზერვები მთლიანად იხარჯებოდა ეს ნაწილი სრულიად აბსურდია. ოქტომბრის შემდგომ რეზერვების ზრდის ნაწილს აღმავალი ტრენდი აქვს. რეზერვები არის ცოცხალი პროცესი და რეზერვების ხარჯვაც არის ცოცხალი პროცესი. მანდატი საქართველოს ეროვნული ბანკის, რომელიც იყენებს მას საკმაოდ გონივრულად და ამ ეტაპისათვის ჩვენ არანაირი ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს სებ-ის მოქმედებებში. პირიქით, უწყების მიერ არის აბსოლუტურად მაღალკვალიფიციური მოქმედება. დღეს ლარის კურსი კიდევ ერთხელ აჩვენებს ვითარებას, რომ იმ ფუჭი ნეგატივის შექმნა, რომ იქნებოდა გაუფასურება, მოსახლეობა დაკარგავდა ლარისადმი ნდობას, არის სრული აბსურდი. თუ დავაკვირდებით დეპოზიტების ნაწილს, როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე უცხოურ ვალუტაში განთავსებულს. ის, რომ საქართველოს ეკონომიკა თურმე ნეგატიური მოლოდინების ქვეშ იყო დეპოზიტების მაჩვენებელი ამაზე არ მეტყველებს. ადამიანები ნეგატივის დროს კომერციულ ბანკებში არ აგროვებენ. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, დინამიკა არის მზარდი. შეუძლებელია იყოს ცუდი მოლოდინები და დეპოზიტები ასე კარგად გამოიყურებოდეს. ასევე, საკმაოდ მაღალია დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში. სესხებთან მიმართებაში, სახეზეა სესხების წლიური ზრდის ტემპი. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და კიდევ ერთხელ, პესიმისტური მოლოდინების შემთხვევაში, არ ხდება ეკონომიკის გააქტიურება სესხების საშუალებით. მოკლედ, საბანკო სექტორის ნეგატიური კამპანია ამ ციფრების ჩვენებით არის დასრულებული. დასრულებული - ეს ოპტიმისტური ნათქვამია და ბუნებრივია ამას არავინ არ დაასრულებს.
თუ შევხედავთ ლარიზაციის მაჩვენებელსაც, სახეზეა, რომ კიდევ უფრო მეტი ენდობა მას, ფიზიკური პირების თუ იურიდიული პირების სესხების ნაწილში. კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მიმდინარე წელს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო. ასე, რომ კვლავ წინასწარმეტყველებები ნეგატიურ კამპანიასთან დაკავშირებით, უბრალოდ არის სპეკულაცია და არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.