როგორი იქნება სებ-ის პოლიტიკა არსებული ზეწოლის ფონზე | გიორგი აბაშიშვილის ედიტორიალი
განსაკუთრებული მნიშნელობა ჰქონდა გუშინ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალოების შემსრულებლის ნათია თურნავასა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრას. ჩანს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი განაგრძობს პროაქტიულ კომუნიკაციას, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ისე მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების ელჩებთან, რათა მინიმუმადე დავიდეს ის პოლიტიკური სპეცკულაციები, რომელებიც ეროვნული ბანკის ირგვლივ არსებობს სანქციების პოლიტიკასთან დაკავშირებით და პარტნიორებმა რეალური, კვალიფიუციურ ანალიზზე დაყდნობით მიწოდებული ინფორმაცია მიიღონ. განსაკუთრებულად პოზიტიური იყო ელჩის მხრიდან ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასება, აქცენტირება და სურვილი სსფ-ის დროებით შეჩერებული პროგრამის მეორე მიმოხილვის განახლებაზე, მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესაბამისად ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობაზე.
სამწუხაროდ, ამ პოზიტიური შეხვედრაშიც „მოიძებნა“ ნეგატივი, რომ თითქოს, პირველად ახლა დაფიქსირდა სსფ-ის პროგრამის მიმოხილვის დროებით შეჩერება. ცხადია, ეს მარტივად გადასამოწმებელი მცდარი ინფორმაციაა და მასთან ქალბატონი თურნავას დაკავშირება მსუბუქად რომ ვთქვათ არასწორია. რეალურად ფაქტი არის შემდეგი:
თუმცა, სამწუხაროა, ჯამში რასაც ვხედავთ: ელჩმა ისაუბრა მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე რაც მნიშნელოვანია სსფ-ის პროგრამის განახლებისათვის - ჩვენთან, პოლიტიკური დარტყმების უმრავლესობა სწორად მაკროეკონომიკური პოლიტიკის შესუსტებისკენაა მიმართული, ელჩმა ისაუბრა სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერეზე, ჩვენთან კი ყველაფერი კეთდება, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ძლიერი და უმნიშნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტი დაზიანდეს.
უშუალოდ სსფ-ის პროგრამას მივუბრუნდეთ: სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შემდეგ, რასაც ვაკვირდები ქალბატონ თურნავას, მცდელობა არ დაუკლია მის დანიშნავდე შეჩერებული პროგრამის განახლებასთან დაკავშირებით. ამიტომ, სწორი დასკვნების გამოტანა და ფაქტების სწორად შეფასებაა საჭირო.
რეალურად, როგორ უნდა მოხდეს, რომ დროებით შეჩერებული პროგრამის მიმოხილვის მაქსიმალურად მოკლე დროში და ეფექტურად განახლდეს. აქ უმთავრესი არის ის, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცეს მშვიდი, პოლიტიკისაგან და ზოგადი ზეწოლისგან მაქსიმალურად თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა, პრეზიდენტის მოვალობის შემსრულებლის ხელმძღვანელობით დაწყებული პოლიტიკა უნდა გაარძელოს, რომელიც მოიცავს ინფლაციის შემცირების ტაქტიკას რაც წარმატებით ხორციელდება, უნდა გააძლიეროს სავალუტო ბუფერების მართვა და ცხადია, ხელი შეუწყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას.
პოლიტიკური ზეწოლის, პოლიტიკური სიმულაციების ჩამოშორების შემდგომ (იმედი ვიქონიოთ, რომეს მაქსიმალურად სწრაფად მოხდება), დარწმუნებული ვარ, რომ სსფ-ის მიერ კვალიფიციური გადაწყვეტილების ნაწილში აბსოლუტურად თავსებადი იქნება ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ახორციელებს ეროვნული ბანკი და რომელიც მოიცავს ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკას, საერთაშორისო რეზერვების ეფექტურ და გონივრივულ მართვას, ცხადია, ამ ყოველივეს არსებული მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპეკულაციების, საფუძველს მოკლებული ,,ტრაგიკული" სცენარების სწრაფად გავლის შემდგომ, მოლოდინების გონივრული მართვა მოხდება, რომლის აუცილებელი ნაწილიც გაზრდილი საგარეო შემოდინენების ფონზე, გონივრული ინტერვენციების საშუალებით საერთაშორისო რეზერვების ეფექტური ზრდა იქნება.
სხვა სიახლეები
07.02.2025.00:00
კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა და სებ-ის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე მაჩვენებლები შეაჯამა. აბაშიშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ 2025 წლისთვის ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო.
„გავიდა 3 თვე, მას მერე რაც კეთდებოდა განცხადებები, რომ საქართველოს ეკონომიკა ორ თვეში უნდა ჩამოქცეულიყო, მშპ-ს ზრდა უნდა წასულიყო მინუსით, ვალუტის კურსი უნდა გაუფასურებულიყო 20 თუ 25%-ით. სამი თვეა გასული, სამი თვის წინ კი თქვეს, რომ ორ თვეში უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი და რეზერვები უნდა დაცლილიყო. მინდა, რომ ამ ნაწილზე ვიმსჯელოთ, 3 თვის მერე რეალურად რა ხდება. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით სახეზეა საერთაშორისო რეზერვების ტურბულენცია. ის, რომ რეზერვები მთლიანად იხარჯებოდა ეს ნაწილი სრულიად აბსურდია. ოქტომბრის შემდგომ რეზერვების ზრდის ნაწილს აღმავალი ტრენდი აქვს. რეზერვები არის ცოცხალი პროცესი და რეზერვების ხარჯვაც არის ცოცხალი პროცესი. მანდატი საქართველოს ეროვნული ბანკის, რომელიც იყენებს მას საკმაოდ გონივრულად და ამ ეტაპისათვის ჩვენ არანაირი ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს სებ-ის მოქმედებებში. პირიქით, უწყების მიერ არის აბსოლუტურად მაღალკვალიფიციური მოქმედება. დღეს ლარის კურსი კიდევ ერთხელ აჩვენებს ვითარებას, რომ იმ ფუჭი ნეგატივის შექმნა, რომ იქნებოდა გაუფასურება, მოსახლეობა დაკარგავდა ლარისადმი ნდობას, არის სრული აბსურდი. თუ დავაკვირდებით დეპოზიტების ნაწილს, როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე უცხოურ ვალუტაში განთავსებულს. ის, რომ საქართველოს ეკონომიკა თურმე ნეგატიური მოლოდინების ქვეშ იყო დეპოზიტების მაჩვენებელი ამაზე არ მეტყველებს. ადამიანები ნეგატივის დროს კომერციულ ბანკებში არ აგროვებენ. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, დინამიკა არის მზარდი. შეუძლებელია იყოს ცუდი მოლოდინები და დეპოზიტები ასე კარგად გამოიყურებოდეს. ასევე, საკმაოდ მაღალია დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში. სესხებთან მიმართებაში, სახეზეა სესხების წლიური ზრდის ტემპი. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და კიდევ ერთხელ, პესიმისტური მოლოდინების შემთხვევაში, არ ხდება ეკონომიკის გააქტიურება სესხების საშუალებით. მოკლედ, საბანკო სექტორის ნეგატიური კამპანია ამ ციფრების ჩვენებით არის დასრულებული. დასრულებული - ეს ოპტიმისტური ნათქვამია და ბუნებრივია ამას არავინ არ დაასრულებს.
თუ შევხედავთ ლარიზაციის მაჩვენებელსაც, სახეზეა, რომ კიდევ უფრო მეტი ენდობა მას, ფიზიკური პირების თუ იურიდიული პირების სესხების ნაწილში. კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მიმდინარე წელს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო. ასე, რომ კვლავ წინასწარმეტყველებები ნეგატიურ კამპანიასთან დაკავშირებით, უბრალოდ არის სპეკულაცია და არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.