მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ზამთრის ტურიზმის ახალი შესაძლებლობები | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

news image
mbc image

„იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ტურიზმის სტატისტიკის ანგარიში მიმოიხილა. 

გიორგი აბაშიშვილმა საკუთარ რუბრიკაში განაცხადა, რომ 2024 წელს არის მოლოდინი, რომ ტურისტული სეზონი 2023 -თან შედარებით უკეთესი იქნება. 

„საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურმა გამოაქვყნა საინტერესო ანგარიში სადაც ჩვენ ვიგებთ თუ რითი არიან ვიზიტორები დაკავებული საქართველოში და რა თანხებს ხარჯავენ და სად ხარჯავენ ამ თანხებს, რომელიც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია. პირველ რიგში აღნიშნული ანგაირშიდან ჩვენ ვიგებთ რომ საქართველოში ვიზიტორები არიან ის ადამინები რომლებიც ჯამში ხანგრძლივად რჩებიან ქვეყანაში - ისინი უპირატესად ჩამოდიან დასვენებისთვის, ეკონომიკური საქმიანობისთვის, გართობისთვის და ძალიან ცოტაა ის ადმიანი ვინ საქართველოს სატრანზიტო ნაწილად იყენებს მაგრამ ესეც შემოსავლის ნაწილია ბუნებრივია, ძირითადი ხარჯების ნაწილიც მოდის სწორედ განთავსებაზე შოპინგზე და ა.შ“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისი თქმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ანგარიშიდან ჩანს, რომ  ტურისტები რომლებიც საქართველოს ტოვებენ კვლევის მიხედვით 95% ასახელებს რომ არის კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია.  

„კიდევ ერთი მნიშნელოვანი ნაწილი, მოგეხსენებათ რომ გუშინ და გუშინწინ ორი დღის განმავლობაში ბაკურიანმა უმასპინძლა მსოფლიო თასის ეტაპს კიკროსის სახეობაში - ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი. მანამდე რამოდენიმე დღის წინ გუდაურმა უმასპინძლა მსოფლიო თასის კიდევ ერთ ნაწილს ეს იყო სნოუბორდში ამ შემთხვევაში.

ბუნებრივია, სპორტულ შედეგებზე არ ვისაუბრებ, თუმცა ერთი რაც უნდა აღინიშნოს არის ის რომ აღნიშნული მსოფლიო ჩემპიონატების ეტაპების მასპინძლობით საქართველო მოინიშნა მსოფლიო რუკაზე წამყვანი ტურისტული ქვეყნების გვერდით და ჩვენ სწორედ ზამთრის ტურიზმზე ვსაუბრობთ და ლოგიკურად გადავალთ ამ ნაწილზე უფრო აქცენტირებულად - პირველ რიგში უნდა არინიშნოს, რომ მთლიანად 2023 წელი ტურიზმისთვის იყო განსაკუთრებულად აქტიური თუმცაღა, როცა ჩვენ ზამთრის ტურიზმის ნაწილზე ვსაუბრობთ აქ რეალურად უნდა ვთქვათ, რომ საქართველო გადავიდა სრულიად სხვა ეტაპზე, სხვათაშორის ბინეს ინსაიდერთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა რომ 300 მლნზე მეტი იყო ჩადებული ბაკურიანის იმ ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც დღეს ჩვენ მივიღეთ და აღნიშული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე დღეს ბაკურიანის სათხილამურო ინფრასტურტურა უტოლდება თუნდაც შვეიცარიის და იტალიის ანალოგიური კურორტების მაჩვენებლებს და შესაბამისად ფიქსირდება მათ გვერდით რაც არის უპრეცედენტო ფაქტი. 

ამ შემთხვევაში ვინაიდან ჩვენ ველით მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ტურისტებს რომლებიც შემოსავლებში უნდა აისახოს თავისთავად ცხადია.  

და კიდევ ერთი რასაც ბიზნეს ინსაიდერთან ინტერვიუში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აღნიშნავდა იყო ის რომ გააქტიურებულია ურთიერთობა ევროკავშირიდან ტურისტების მოზიდვის მიმართულებით - პირველ რიგში ზამთრის კურორტებზე საუბრისას ჩვენ ავიღეთ პირველი კვარტლის მონაცემები ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ იანვარი, თებერვალი, მარტი არის ყველაზე აქტიური და ყველაზე კარგი შესადარებელი ამ თვალსაზრისით - ჩვენ ვხედავთ მაგალითად, 2022 წლის I კვარტალს 576 503 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებს და 2023 წლის I კვარტალში 1 203 462-ს.

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ედიტორიალი
image როგორია მიმდინარე მაკრო-ეკონომიკური მაჩვენებლები - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

07.02.2025.00:00

კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა და სებ-ის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე მაჩვენებლები შეაჯამა. აბაშიშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ 2025 წლისთვის ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო. 

„გავიდა 3 თვე, მას მერე რაც კეთდებოდა განცხადებები, რომ საქართველოს ეკონომიკა ორ თვეში უნდა ჩამოქცეულიყო, მშპ-ს ზრდა უნდა წასულიყო მინუსით, ვალუტის კურსი უნდა გაუფასურებულიყო 20 თუ 25%-ით. სამი თვეა გასული, სამი თვის წინ კი თქვეს, რომ ორ თვეში უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი და რეზერვები უნდა დაცლილიყო. მინდა, რომ ამ ნაწილზე ვიმსჯელოთ, 3 თვის მერე რეალურად რა ხდება. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით სახეზეა საერთაშორისო რეზერვების ტურბულენცია. ის, რომ რეზერვები მთლიანად იხარჯებოდა ეს ნაწილი სრულიად აბსურდია. ოქტომბრის შემდგომ რეზერვების ზრდის ნაწილს აღმავალი ტრენდი აქვს. რეზერვები არის ცოცხალი პროცესი და რეზერვების ხარჯვაც არის ცოცხალი პროცესი. მანდატი საქართველოს ეროვნული ბანკის, რომელიც იყენებს მას საკმაოდ გონივრულად და ამ ეტაპისათვის ჩვენ არანაირი ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს სებ-ის მოქმედებებში. პირიქით, უწყების მიერ არის აბსოლუტურად მაღალკვალიფიციური მოქმედება. დღეს ლარის კურსი კიდევ ერთხელ აჩვენებს ვითარებას, რომ იმ ფუჭი ნეგატივის შექმნა, რომ იქნებოდა გაუფასურება, მოსახლეობა დაკარგავდა ლარისადმი ნდობას, არის სრული აბსურდი. თუ დავაკვირდებით დეპოზიტების ნაწილს, როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე უცხოურ ვალუტაში განთავსებულს. ის, რომ საქართველოს ეკონომიკა თურმე ნეგატიური მოლოდინების ქვეშ იყო  დეპოზიტების მაჩვენებელი ამაზე არ მეტყველებს. ადამიანები ნეგატივის დროს კომერციულ ბანკებში არ აგროვებენ. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, დინამიკა არის მზარდი. შეუძლებელია იყოს ცუდი მოლოდინები და დეპოზიტები ასე კარგად გამოიყურებოდეს. ასევე, საკმაოდ მაღალია დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში. სესხებთან მიმართებაში, სახეზეა სესხების წლიური ზრდის ტემპი. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და კიდევ ერთხელ, პესიმისტური მოლოდინების შემთხვევაში, არ ხდება ეკონომიკის გააქტიურება სესხების საშუალებით. მოკლედ, საბანკო სექტორის ნეგატიური კამპანია ამ ციფრების ჩვენებით არის დასრულებული. დასრულებული - ეს ოპტიმისტური ნათქვამია და ბუნებრივია ამას არავინ არ დაასრულებს.

თუ შევხედავთ ლარიზაციის მაჩვენებელსაც, სახეზეა, რომ კიდევ უფრო მეტი ენდობა მას, ფიზიკური პირების თუ იურიდიული პირების სესხების ნაწილში. კამპანიური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, არ არის სწორი. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მიმდინარე წელს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ისევე როგორც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იქნება დაფიქსირებულიო. ასე, რომ კვლავ წინასწარმეტყველებები ნეგატიურ კამპანიასთან დაკავშირებით, უბრალოდ არის სპეკულაცია და არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა აბაშიშვილმა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა