მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2 მარტს გუდაური Wissol Snow Games-ს უმასპინძლებს - პროექტის მხარდამჭერია SOLO

news image
mbc image

 „ვისოლის“ ორგანიზებით, 2 მარტს გუდაურში სამოყვარულო სათხილამურო ტურნირი -
„Wissol Snow Games-ი“  გაიმართება. ღონისძიების მთავარი პარტნიორია SOLO.

ღონისძიების ფარგლებში მოთხილამურეები ერთმანეთს ბიატლონსა (თხილამურებით სრიალი და მიზანში სროლა) და სხვადასხვა სახალისო ბარიერის გადალახვაში შეეჯიბრებიან. გამარჯვებული ოლიმპიური მეთოდით გამოვლინდება და მოიგებს ის გუნდი, რომელიც პირველი დაასრულებს ესტაფეტას. ტურნირის მასპინძელია „ახალი გუდაური რედკოსგან", შეჯიბრის სპორტულ ნაწილს TRIFECTA SPORTS მართავს. ღონისძიების მხარდამჭერია MTA („მთის ტრასების სააგენტო").

Wissol Snow Games-ში მონაწილეობის მსურველებმა ონლაინ უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია ან ადგილზე დარეგისტრირდნენ 2 მარტს, დილის 10:30 საათიდან 11:30 საათამდე. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

„მაშინ, როცა „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური და „სმარტის“ სუპერმარკეტი გუდაურში გაიხსნა, კურორტის განვითარება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო. ერთადერთი სივრცე, სადაც სრიალის დაწყებამდე კომფორტულად შეგეძლო ყველა საჭირო პროდუქტის ყიდვა, გათბობა, გემრიელი ყავის მირთმევა, საწვავით ავტომობილის გამართვა და უსაფრთხოდ სახლში დაბრუნება, სწორედ ეს ობიექტი იყო. დღემდე „ვისოლი“ და „სმარტი“ გუდაურის სათხილამურო კურორტისთვის მნიშვნელოვანი თავშეყრის ადგილია, შესაბამისად, „Wissol Snow Games“ ტურნირით გვინდა მოთხილამურეებს ისეთი დაუვიწყარი, სახალისო და საინტერესო დღე ვაჩუქოთ, რომელსაც ყოველწლიურად დაელოდებიან“, - აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ მარკეტინგის დირექტორი სალომე გველესიანი.

 „SOLO მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებების შექმნას განაგრძობს, რომელიც ხელს შეუწყობს მათ, გაატარონ დაუვიწყარი დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ Wissol Snow Games-ის პარტნიორები ვართ. ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა მოთხილამურეებისთვის დასამახსოვრებელი ზამთრის სეზონის შექმნის საუკეთესო შესაძლებლობაა. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ტურნირის მონაწილეებს და ვიმედოვნებთ, რომ Wissol Snow Games-ის ფარგლებში ისინი სასიამოვნო მოგონებებს შეიქმნიან“, - აღნიშნავენ SOLO-ს გუნდში.

Wissol Snow Games-ის ფარგლებში მონაწილეებსა და გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ „სმარტის“ კუთხეს, სადაც მათ დახვდებათ გლინტვაინი, ლუკა ნაჭყებიას რეცეპტებით დამზადებული ხემსები, ექსკლუზიური პროდუქტები. ამასთან, ტურნირს მუსიკალურად გააფორმებს DJ. ღონისძიება კი SALIO-ს კონცერტით დასრულდება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა