მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2023 წელს EBRD-მა საქართველოში 210 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა

news image
mbc image

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკის ფუნქციონირებას 2023 წელს ხელი შეუწყო 210 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციის განხორციელებით. ინვესტიციების მიზანი ჯანდაცვის სექტორის ფუნქციონირების გაუმჯობესება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და მცირე და საშუალო საწარმოების (SME) დაფინანსება იყო ადგილობრივი ბანკების საკრედიტო ხაზებისა და ვაჭრობის დაფინანსების გზით. ბანკის ძირითადი ფოკუსი კვლავ კერძო სექტორზეა, რაც ქვეყანაში 2023 წლის ინვესტიციების 84 პროცენტს შეადგენს.

ალკის ვრენიოს დრაკინოსმა, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, აღნიშნა: „ჩვენ გავაგრძელეთ კლიენტების მხარდაჭერა ინკლუზიური, მწვანე და ციფრული ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად. ჩვენი მხარდაჭერა გულისხმობდა საქართველოს კაპიტალის ბაზრის გაძლიერებას ადგილობრივი საწარმოების მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში ინვესტიციების გზით, ადგილობრივი კომპანიების დაფინანსებას პარტნიორი ბანკების მეშვეობით ევროკავშირის დამატებითი წამახალისებელი გრანტებით და ვაჭრობის ხელშეწყობას. ჩვენ ასევე განვახორციელეთ ინვესტიცია მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში თბილისსა და აჭარის რეგიონში, მხარი დავუჭირეთ ჯანდაცვის სექტორის განვითარებას, ჩავატარეთ მასშტაბური გენდერსა და ინკლუზიის საკითხებთან დაკავშირებული აქტივობები და ვიმუშავეთ კლიენტებთან სამუშაო ადგილებზე და სერვისებზე წვდომის შესაქმნელად. ბანკმა ასევე გააფართოვა პოლიტიკის განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობა ინვესტორთა საბჭოს პლატფორმის მეშვეობით მნიშვნელოვანი რეფორმების ხელშესაწყობად.

2023 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენა იყო აჭარის რეგიონში მყარი ნარჩენების დამუშავებისა და განთავსების ობიექტების რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების შედეგად აღარ ხდება ნარჩენების განლაგების ქობულეთსა და ბათუმში არსებულ ნაგავსაყრელებზე, ეს უკანასკნელი ყველაზე დიდი და საშიში დამაბინძურებელი იყო საქართველოში, რაც გავლენას ახდენდა მთლიანი რეგიონის ეკოსისტემაზე. პროექტი თანადაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ მდგრადი ინფრასტრუქტურის ფონდის მხარდაჭერით.

ბანკი აგრძელებდა კაპიტალის ბაზრების განვითარების ხელშეწყობას „საქართველოს კაპიტალის“ მიერ გამოშვებულ მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციებში (SLB) ინვესტიციების გზით, რომელიც ამ ტიპის პირველი ინსტრუმენტია კავკასიაში. ჩვენ ასევე გავაფართოვეთ თანამშრომლობა მრავალწლიან პარტნიორ თიბისი ბანკთან, რათა მხარი დავუჭიროთ ბანკის საქმიანობის პარიზის შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესს - გაუმჯობესებული კლიმატის  მმართველობისა და კლიმატის რისკების მართვის განხორციელებით. თიბისი არის EBRD-ის პირველი პარტნიორი ბანკი კავკასიის რეგიონში, რომელმაც ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ვალდებულება აიღო, რათა უზრუნველყოს ფინანსური ნაკადების შესაბამისობა პარიზის შეთანხმების მიზნებთან.

 

ბანკი აგრძელებს საქართველოს აქტიური სავაჭრო საქმიანობის მხარდაჭერას 70.5 მილიონი ევროს ღირებულების ვაჭრობის დაფინანსების ტრანზაქციებით ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ორ ადგილობრივ ბანკთან პარტნიორობით.

მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკისთვის აუცილებელია მცირე ბიზნესის წარმატებული ფუნქციონირება, ამიტომ EBRD-მა გაზარდა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა კომერციული ბანკებისთვის 139 მილიონი ევროს სახით ადგილობრივი ბიზნესისთვის ქვესესხების გაცემის მიზნით.

ბანკი ასევე უზრუნველყოფდა ბიზნესთან დაკავშირებულ რჩევებს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის 65 საკონსულტაციო პროექტის მეშვეობით, კომპანიების მიერ კრიზისის პირობებში საქმიანობის გაფართოებისა და გაუმჯობესების მიზნით. აქცენტი გაკეთდა ქალთა ხელმძღვანელობით ან ქალთა საკუთრებაში არსებულ კომპანიებზე ქალი მეწარმეებსა და მენეჯერებისათვის ტრეინინგების შეთავაზებით.

ბანკმა გააგრძელა საკონსულტაციო სერვისების შეთავაზება, რომელიც შექმნილია ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, რეგულარულ საკონსულტაციო დახმარებასა და ქალები ბიზნესში ინიციატივასთან ერთად, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის, სამხრეთ კორეისა და შვედეთის მიერ.

ინვესტიციებთან ერთად, EBRD აგრძელებდა პოლიტიკის დიალოგში მონაწილეობას. ბანკმა გადამწყვეტი როლი ითამაშა კერძო და საჯარო სექტორის დიალოგში ინვესტორთა საბჭოს პლატფორმის მეშვეობით. ბანკმა ასევე უზრუნველყო ტექნიკური დახმარება, რაც საშუალებას მისცემს მთავრობას განახორციელოს  ციფრული, ინკლუზიური და მწვანე დღის წესრიგი.

ბანკის გენდერისა და ინკლუზიის სტრატეგიების შესაბამისად, EBRD აგრძელებდა ძალისხმევას, გენდერული ჩართულობის უზრუნველსაყოფად თავის პროექტებში თანაბარი შესაძლებლობების შექმნით მამაკაცებისთვის, ქალებისათვის და ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით სოფლად.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა