მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2023 წლის III კვარტლის მდგომარეობით „კრედო ბანკის“ დასაკუთრებული ქონების ღირებულებამ 11 მილიონი ლარი შეადგინა

news image
mbc image

საქართველოში საბანკო სექტორი მზარდია, რაზეც დიდი გავლენა აქვს როგორც სისტემურ ასე არასისტემურ და შედარებით მცირე ზომის ბანკებს. Business Insider Georgia-ს  გუნდის მიერ ანალიზისათვის შერჩეულია „კრედო ბანკი“.

„კრედო ბანკი“ შედარებით ახალგაზრდა ფინანსური ინსტიტუტია და წარსულში მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოადგენდა. დღეის მდგოამრეობით ეს ბანკი აქტივების მოცულობით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. 

2023 წლის მესამე კვარტლის შედეგების მიხედით, კრედო ბანკის ჯამური აქტივების მოცულობა 2.3 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 15% ით გაზრდილია 2022 წლის ანალოგიურ პერიდოთან შედარებით, საიდანაც ძირითად მოცულობას 1.9 მილიარდ ლარს სასესხო პორტფელი შეადგენს.

სასესხო პორტფელის ზრდამ 2022 წლის ანალოგიურ პერიდოთან შედარებით 13.68% შეადგინა. 2022 წლის 3 კვარტლის მდგომარეობით კრედოს სასესხო პორტფელის მოცულობა 1.64 მილიარდ ლარს შეადგენდა.

კრედო ბანკის ძირითადი სასეხო პორტფელი ნომინირებულია ეროვნულ ვალუტაში, კერძოდ 1.9 მილიარდი ლარიდან 1.7 მილიარდი ლარი ეროვნულ ვალუტაშია.  თუმცა, აქტივების კლასიფიკაციაში, პროცენტულად ყველაზე დიდი ზრდა დასაკუთრებულ ქონებასთან დაკავშირებულ მუხლში აქვს, კერძოდ, დასაკუთრებული ქონება 2022 წლის 3 კვარტლის მდგომაროებით 5 მილიონ ლარს შეადგენდა, 2023 წლის 3 კვარტლის მდგომარეობით კი დასაკუთრებული ქონების ოდენობა 117.3% - ით გაიზარდა და 11 მილიონი ლარი შეადგინა.

2023 წლის 3 კვარტლის მდგომაროებით, „კრედო ბანკის“საპროცენტო შემოსავლებმა 339 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 9.96%-იან  ზრდას აჩვენებს 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცდმებთან შედარებით.  (308 მილიონი ლარი).

სასესხო პორტფელის კომპოზიციიდან გამომდინარე მთლიანი საპროცენტო შემოსავლების 96% სწორედ ლარის საპროცენტო შემოსავლებზეა ფოკუსირებული.

საპროცენტო შემოსავლებისა და სასესხო პორტფელის მიხედვით, 2023 წლის 3 კვარტლის მდგომარეობით მთლიანი სასესხო პორტფელის შეწონილი საშუალო საპროცენტო განაკვეთი 23.53% შეადგენს რაც შემცირებულია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან.

2022 წლის 3 კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით მთლიანი პორტფელის შეწონილი საშუალო საპროცენტო განაკვეთი 24.32% შეადგენდა. ლარში გაცემულ სესხებზე კი 2023 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 25.16% იყო, 2022 წელს  ანალოგიურ პერიოდში კი 26.25% შეადგენდა.

კრედო ბანკის დაფინანსების წყაროების ანალიზის მიხედვით, ბანკის ფინანსური ვალდებულებები წარმოადგენს 1.9 მილიარდ ლარს. საიდანაც 793 მილიონი ლარი დეპოზიტია, 1.08 მილიარდი ლარი კი ნასესხები სახსრები.

დეპოზიტების 70%  განთავსებულია ლარში, ნასესხები სახსრების 74% ნომინირებულია ეროვნულ ვალუტაში. დაფინანსების წყაროების გათვალისწინებით ფულადი სახსრების შეწონილი ღირებულება 2023 წლის 3 კვარტლის მდგოამრეობით მთლიან პორტფელზე 10.49%, 2022 წლის 3 კვარტლის მდგომარეობით კი 11.11% შეადგენდა. შესაბამისად, დაფინანსების სახსრებსა და გაცემულ სესხებს შორის საპროცენტო სხვაობა 2023 წელს 13.04% შეადგენს, 2022 წელს კი 13.21%.

 

კრედო ბანკის წმინდა მოგება 2023 წლის 3 კვარტლის მდგომარეობით 26 მილიონ ლარს შეადგენდა, როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში წმინდა მოგება 32 მილიონ ლარს უტოლდებოდა. გაუფასურების ეფექტის გათვალისწინების გარეშე, კრედო ბანკის მოგებამ 2023 წლის 9 თვეში 66.1 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 66.3. მილიონი ლარი. 

შესაბამისად, წმინდა მოგების მარჟა  - 2023 წელს 6.98% შეადგენდა, კორექტირების შემდეგ მოგების მარჟა 17.39% გაუტოლდა. 2022 წლის მოანცემებით, წმინდა მოგების მარჟა 9.53% შეადგენდა, კორექტირების შემდგომი მოგების მარჟა კი 19.29% გაუტლოდა.

აღნიშნული მაჩვენებლები, სექტორის წმინდა მოგების მაჩვენებლებს ჩამორჩება, კერძოდ 2023 წლის წმინდა მოგება სექტორისათვის საშუალოდ 33.14% შეადგენდა, კორექტირებული წმინდა მოგება 37.47%, 2022 წელს კი 34.39% და 39.3% შესაბამისად.

 

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა