მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2023 წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კორპორატიული ბანკი საქართველოში - ბაზისბანკი Global Finance-ის რჩეული გახდა

news image
mbc image

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-ს ყოველწლიურ საერთაშორისო დაჯილდოებაზე, ბაზისბანკი საქართველოში 2023 წლის ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დასახელდა. აღნიშნული ჯილდო ბაზისბანკის ზრდას, ლიდერობას და კორპორატიულ საბანკო სექტორში მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებების მიწოდებას ადასტურებს.

Global Finance-ის დაჯილდოებაზე წარმატება ნათელი დადასტურებაა, რომ ბაზისბანკი გამორჩეული და ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტია ქვეყანაში. ბაზისბანკი 2023 წელსაც დინამიურად განვითარდა და იურიდიული პირების დაკრედიტებით ქვეყნის უმსხვილესი ბანკების სამეულში პოზიციონირებს.

„ბაზისბანკი რეგიონის ფინანსურ ინდუსტრიაში კორპორატიული საბანკო გადაწყვეტების შეთავაზებაში ერთ-ერთი წამყვანი ბანკია. მისი ფუნქციური, გუნდური ორგანიზაციული სტრუქტურა ხაზს უსვამს მომხმარებლის ინტეგრირებულ გამოცდილებას, რომელიც შემდგომ მის მოქნილ და ძლიერ სამუშაო პროცესში აისახება, სადაც სისწრაფე და ეფექტურობა პრიორიტეტულია. ბაზისბანკმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა, რითიც გაიმყარა საბანკო სფეროში ლიდერის პოზიცია. ეს ზრდა უზრუნველყოფს ბანკის მიერ ბიზნესის მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილებას, მათზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების  დანერგვით. ბანკის მნიშვნელოვანი ნაბიჯები კორპორატიულ საბანკო საქმეში  ნამდვილად გამოარჩევს მას.”- Global Banking & Finance Review-ის რედაქტორი ვანდა რიჩი.

„ბაზისბანკისთვის საამაყოა მსგავსი საერთაშორისო აღიარება. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი შრომის და მომხმარებლისთვის საუკეთესო პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების დადასტურებას. ჩვენ საბანკო სფეროში წარმატებული მოღვაწეობის 30 წლიანი ისტორია გვაქვს, რომლის თითოეულ ეტაპზე მუდმივად ზრდასა და განვითარებაზე ვართ ორიენტირებულნი. ჩვენს ერთ-ერთ უპირატესობას ლოიალური პარტნიორები წარმოადგენენ, მათი დიდი ნაწილი, ამ დროის განმავლობაში, ჩვენი მხარდაჭერით განვითარდა და დღეს ქვეყნის ეკონომიკის უმსხვილესი მოთამაშეები არიან. ბაზისბანკი მყარად იკავებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი ერთ-ერთი ლიდერი ბანკის პოზიციას ქვეყანაში, რომლის ფინანსური მაჩვენებლების დინამიური ზრდა, მისი ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის შედეგია.“ - გიგი გაბუნია, ბაზისბანკის კომერციული დირექტორი.

საერთაშორისო რეიტინგული გამოცემა Global Banking & Finance Review-ის ჯილდოები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად გადაეცემათ საბანკო და საფინანსო ინდუსტრიის კონკრეტულ სფეროებში გამორჩეულ კომპანიებს საუკეთესო შედეგების, სტრატეგიული მიღწევებისა და დანერგილი ინოვაციების შესაბამისად, რასაც  გლობალურ ფინანსურ საზოგადოებაში ყოველწლიურად აქვს ადგილი. Global Finance მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა