მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები უკვე პარლამენტშია - როგორია მთავარი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრები

news image
mbc image

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები უკვე პარლამენტშია. როგორც ბიუჯეტის განმარტებითი ბარათიდან ხდება ცნობილი წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კვლავ კონსერვატიულად იგეგმება და ჯამში 2023 წელს ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 6,5%-ს შეადგენს, ნაცვლად მანამდე არსებული 5%-ისა.

შესაბამისად, დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე 500,0 მლნ ლარზე მეტით იზრდება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, რაც შესაძლებლობას იძლევა დაფინანსდეს მიმდინარე წელს დამატებით გამოკვეთილი საჭიროებები და ამავდროულად შემცირდეს 2023 წლისთვის დაგეგმილი ვალის აღების მაჩვენებლები.

განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით:

2023 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იზრდება და განისაზღვრება 6,5%- ის ოდენობით;  მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი მცირდება და განისაზღვრება 3,1%-ის ოდენობით;  ასევე შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი და 2,6%-ს შეადgენს;

ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა განისაზღვრება 78,8 მლრდ ლარის ოდენობით;  ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 19,4 მლრდ ლარის ოდენობით.

„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ პარამეტრებთან მიმართებაში გასათვალისწინებელია, რომ: 

დეფიციტი - 2023 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო შეადგენს 2 346,9 მლნ ლარს, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 3%-ია. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად გაანგარიშებული ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს 2 200,0 მლნ ლარს, რაც მშპ-ს 2,8%-ია.

2023 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელი საქართველოს მთავრობის ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა მშპ-ის 38,4%-ია, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით), საორიენტაციო შეფასებით მშპ-ის 0.5%-ია და ჯამში შეადგენს მშპ-ს 38,9%-ს.

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმიური მაჩვენებელი იზრდება 835,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 21 640,0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის:
საგადასახადო შემოსავლები ჯამში იზრდება 520,0 მლნ ლარით და 19 410,0 მლნ ლარს შეადგენს. გადასახადების გაზრდილი მაჩვენებლიდან 420,0 მლნ ლარი მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 100,0 მლნ ლარი ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში;
გრანტები და სხვა შემოსავლები ჯამურად შეადგენს 2 230 მლნ ლარს (იზრდება 315,0 მლნ ლარით);

არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) მაჩვენებელი უცვლელია და 350,0 მლნ ლარს შეადგენს;
ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) 420,0 მლნ ლარს შეადგენს;
ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი მცირდება 363,0 მლნ ლარით და 3 281,4 მლნ ლარს შეადგენს; ზემოაღნიშნული მაჩვენებლების გათვალისწინებით ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები შეადგენს 25 691,4 მლნ ლარს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა