მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2024 წლიდან დღემდე კონსერვატიულიდან დინამიკურ პორტფელში დაახლოებით 9 მლნ ლარის აქტივების გადატანა მოხდა - ანა ნაჭყებია

news image
mbc image

2024 წლიდან დღემდე კონსერვატიული პორტფელიდან დინამიკურ პორტფელში დაახლოებით 9 მლნ ლარის აქტივების გადატანა მოხდა. ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ განაცხადა. მისივე განმარტებით, ფონდს ყოველდღე მიმართავენ ადამიანები, ვისაც აქტივების კონსერვატიულიდან დინამიკურ პორტფელში გადატანა სურთ.

„ჩვენი მონაწილეების რასაც ვუყურებთ ჩვენი მონაწილეების 99% არის კონსერვატიულ პორტფელში განთავსებული. ეს არის ე.წ დეფაულტ პორტფელი ანუ ავტომატური პორტფელი. როდესაც მუშაობას იწყებ არის კონსერვატიული პორტფელი, თუმცა შემდეგ შეგიძლია, რომ სხვა პორტფელი აირჩიო. დადებით დინამიკას რასაც ვხედავთ არის ის, რომ 2024 წლის განმავლობაში და 2025 წლის 4 თვეში დაახლოებით 9 მლნ ლარის აქტივების გადატანა მოხდა კონსერვატიული პორტფელიდან დინამიკურ პორტფელში. თითქმის ყოველდღე შემოგვდის მოთხოვნა ადამიანების, რომ გადამიტანეთ აქტივები კონსერვატიულიდან დინამიკურ პორტფელში“, - აცხადებს ანა ნაჭყებია.

პორტფელის შეცვლა კი ფონდში მისვლით, ან იუსტიციის სახლში შესაბამისი განაცხადის გაკეთებით ხდება. 
 
„პორტფელის ცვლილებისთვის უნდა მოვიდნენ ფონდში უნდა მოვიდნენ ან იუსტიციის სახლებიდანაც შეუძლიათ რომ ეს მოთხოვნა დააფიქსირონ და დადებით დინამიკას რა თქმა უნდა ვხედავთ ვინაიდან როგორც აღვნიშნე ახალგაზრდა ადამიანებისთვის უფრო რეკომენდებული არის შედარებით გრძელვადიანი საინვესტიციო ჰორიზონტის მქონე დინამიკურ პორტფელში აქტივების განთავსება. 
ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ გავზარდოთ მოსახლეობაში სანდოობა, გავზარდოთ ინფორმირებულობა, ფინანსური განათლების ზრდას შევუწყოთ ხელი და ამ აქტივებზე ყველა ადამიანმა კარგად გაიაზროს, რომ ეს არის მათი აქტივები და მათი დანაზოგები არის ინვესტირებული“,- აცხადებს საპენსიო ფონდის წარმომადგენელი.
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა