2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.8%-ს შეადგენს - Galt & Taggart
ნოემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წინა თვესთან შედარებით 1.0%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.
Galt & Taggart-ისვე ცნობით, ნოემბრის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.8%-ს შეადგენს.
„საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2024 წლის ნოემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 19.5%-ით შემცირდა და 4.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ნოემბერში წინა თვესთან შედარებით რეზერვები 1.0%-ით გაიზარდა (+39.0 მლნ აშშ დოლარი). ნოემბერში რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე სებ-ის მიერ 124.5 მლნ დოლარის შესყიდვას, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის კომენტარის მიხედვით (ოფიციალური სტატისტიკა ხელმისაწვდომი იქნება 25 დეკემბერს). აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.8%-ს შეადგენს.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.