მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7210
0.0303
flag
AZN 1.5292
0.0019
flag
CNY 39.064
0.0103
flag
EUR 2.9116
0.0182
flag
GBP 3.4902
0.0317
flag
KZT 57.31
0.0001
flag
TRY 0.052
-0.0001
flag
USD 2.5992
0.0033
news banner

2026 წელი [საბანკო სექტორისთვის] ალბათ ფრთხილი ზრდის წელი იქნება - ალექსანდრე ძნელაძე

news image
mbc image

2026 წელი ფრთხილი ზრდის წელი იქნება, - აცხადებს საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
„თუ საბანკო სექტორი ზრდაზეა ორიენტირებული, წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს სტაბილური და მდგრადი, რათა ზრდის ტემპის მიმართ ეჭვის საფუძველი არ გაჩნდეს. მოდით, განვიხილოთ არსებული გამოწვევები.
პირველი და უმნიშვნელოვანესი არის მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის შემცირების დინამიკა. ამ საკითხს ყურადღებას უთმობს როგორც საბანკო სექტორი, ისე მარეგულირებელი. არაერთი მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და მაქვს იმედი, რომ ზაფხულის შემდეგ ვითარება შეიცვლება.
უნდა ვაღიაროთ, რომ ტურიზმის სექტორმა ყველა არსებული გამოწვევა საკუთარ თავზე „აიღო“ - იქნება ეს ფრენების გრაფიკის ცვლილება თუ სხვა სირთულეები. თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს ბოლო მონაცემები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომ მაისისა და ზაფხულის სეზონი ამ სექტორისთვის წარმატებული იქნება.
მიუხედავად ამისა, მუდმივი ცვალებადობა მაინც აზიანებს ამ მიმართულებას, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ისე მთლიანად ეკონომიკისთვის.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი დოლარიზაციას უკავშირდება. კურსის ვოლატილობამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ყველაზე დიდი სავალუტო რისკი კვლავ მსხვილ მსესხებლებთან რჩება. მართალია, ეს კომპანიები თავად მართავენ საკუთარ ლიკვიდობასა და პოზიციებს, რაც დიდ პრობლემებს არ უნდა იწვევდეს, თუმცა რისკი მაინც არსებობს.
რაც შეეხება კონცენტრაციას, მასზე იმდენი ვისაუბრეთ, რომ ცალსახა გამოწვევად ვეღარ განვიხილავ. სწორედ საბანკო სექტორის მაღალი კონცენტრაციაა იმ წარმატების საფუძველი, რომელსაც დღეს საქართველოს ბანკი აღწევს.
ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ბაზისბანკის მიერ ზომით მესამე ბანკის შეძენა და, ზოგადად, ქართული საბანკო სექტორის განვითარება, რომელიც რეგიონში მართლაც გამორჩეულია. შესაბამისად, კონცენტრაცია მხოლოდ რისკი არ არის.  თუ ყველა პოზიციას სწორად შევაფასებთ, დავინახავთ, რომ ის, პირიქით, შესაძლოა მნიშვნელოვანი წინსვლის წინაპირობაც კი გახდეს“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები

18.09.2026.14:36

J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.

J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.

GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.

საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.

აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.

მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.

საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა